საუკეთესო ავეჯი სამზარეულოს მოსახერხებლობისთვის

პატარა სამზარეულოც კი გაახარებს თვალს, თუ იგი საკუთარია. თუმცა, ამ შემთხვევაში უამრავი პრობლემა იჩენს თავს: როგორ მოვათავსოთ საჭირო ტექნიკა, საყვარელი ქვაბები და ხელსაწყოები, რათა სამზარეულო არ გვაგონებდეს ნაგავსაყრელს, მასში სიმყუდროვის და კულინარიულად შთამაგონებელი ატმოსფერო იყოს?

როგორ მოვაწყოთ პატარა სამზარეულო 

პატარა სამზაეულოში ყველა ჭუჭრუტანას თავისი დანიშნულება უნდა ჰქონდეს. ისინი, ვისაც დაბალჭერიან სამზარეულოში კლაუსტროფობია აწუხებს, პრობლემას ჭერამდე აზიდული ავეჯით წყვეტენ. ქაოსისა და უწესრიგობის თავიდან ასაცილებლად კი გონივრული იქნება, ფუნქციური ავეჯით აღვჭურვოთ სამუშაო სივრცე.

1. ვერტიკალური ბრტყელი უჯრა ფაფების, სანელებლებისა და ბოთლებისთვის. ასეთი უჯრები ნაკლებ ადგილს იკავებს და მათში საკმაოდ დიდი რაოდენობით ნივთი ეტევა.

2. უზარმაზარი უჯრები, რომლებიც სამზარეულოს ავეჯის ნახევარს იკავებს – მოდურია. ნაკლები ჭრილია, არაა საჭირო ერთბაშად ორი კარის გახსნა საჭირო თეფშის ასაღებად. ყურადღება გაამახვილეთ, რომ უჯრის ზედა ნაწილში კიდევ ერთი, უფრო პატარა უჯრაა დაყენებული, სუფრის ხელსაწყოებისთვის, თუმცა, ჯერ დიდი უჯრის გაღება მოგიწევთ.

3. რამდენჯერ მოგიხდათ კარადაში ნახევრად შეძვრომა იმ ქვაბის ასაღებად, რომელიც მის სიღრმეში იდო? ხელმისაწვდომობისთვის, გააკეთეთ კუთხის უჯრა.

4. დამატებითი მექანიზმები ძვირია, სამაგიეროდ, რა სასიამოვნოა ქვაბებიანი თაროს გამოშლა უხმაუროდ.

5. ასეთი უჯრების დალაგება გაცილებით მარტივია – აღარ მოგიწევთ ჭურჭლის ამოლაგება მაგიდაზე. საკმარისია, გამოწიოთ თარო, გაწმინდოთ და უკან შეწიოთ.

6. უჯრა პერფექციონისტებისა და მათთვის, ვინც გარემოზე ზრუნავს. ვინ თქვა, რომ ნაგვის დაყოფა რთულია?

7. თუ მაცივარსა და კედელს შორის 20-30-სმ-იანი დაშორებაა, შეგიძლიათ ვიწრო გამოსაწევი კარადა ააწყოთ. მასზე დაალაგებთ ყველაფერს, რაც თვალებში გეჩხირებათ.

8. ადამიანები, რომლებსაც ერთხელ მაინც შერჭობიათ თითში ჩანგალი, ჩაის კოვზის ძიებაში, ნამდვილად დააფასებენ ამ იდეას.

9. როცა ერთ უჯრაში გიხდებათ სარეცხი საშუალებებისა და ნაგვის ურნის მოთავსებაც, გამოსავალი ასეთია. ეს მოწყობილობა ნამდვილად კარგად გამოიყურება და მოსახერხებელიცაა.

აი, როგორ უნდა მოაწყოთ პატარა სამზარეულო ისე, რომ მასში გესიამოვნოთ მზარეულობაც და ჩაის მირთმევაც. იდეები კარგია მინიმალიზმისა და იდეალური სისუფთავის მოყვარულთათვის. თქვენ როგორ მოაწყვეთ სამზარეულო?