
შინაური ცხოველები არ წყვეტენ ადამიანების გაოცებას. ხანდახან, ისინი აკეთებენ ისეთ რამეს, რაც, პრინციპში, მათთვის არაა დამახასიათებელი. მაგალითად, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავენ.
ბადი მერკური – ერთ-ერთი ასეთი ცხოველია. მან ინტერნეტში პოპულარობა მოიპოვა პიანინოზე დაკვრის უნარით.
ამ ბიგლის უყვარს სიმღერა და ბავშვებიც. ამ ულამაზესი ძაღლის ორფეხა მეგობრებმა Youtube-ზე ატვირთეს ვიდეო, რომელშიც ბადიმ შოუ მოაწყო თავის პატარა დაიკოსთან ერთად.
ამ კლიპმა უკვე 5 მილიონზე მეტი ნახვა მოიპოვა. თუმცა, ახლა თავადაც დარწმუნდებით იმაში, რომ ბადიმ პოპულარობა ნამდვილად დაიმსახურა.
რაღაც საინტერესო ბადის შესახებ
ძაღლს სახელი ფრედი მერკურის (ლეგენდარულ როკ-ჯგუფ Queen-ის სოლისტის) საპატივსაცემოდ დაარქვეს. არსებობს ვებ-საიტიც, რომელზეც თაყვანისმცემლებს შეუძლია მისი საქონლის შეძენა ან სიმღერების გადმოწერა.
ბადის ადამიანი ყვება, თუ როგორ შეხვდნენ ბიგლს პირველად:
-“ჩვენ იგი 2016 წლის 30 აპრილს, ცხოველთა თავშესაფარზე გავიცანით. მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ იგი სახლში უნდა წაგვეყვანა. ბადი არამხოლოდ ადამიანებს, არამედ სხვა ცხოველებსაც (მათ შორის, კატებს) უგებს.”
ძაღლი ყოველდღე უკრავს პიანინოზე, ხანდახან, დღეში რამდენჯერმეც კი. რეალურად, ბადის პატრონიც მუსიკოსია – დასარტყმელ ინსტრუმენტზე დამკვრელი.
ამ ოჯახში ხელოვნება ყველას უყვარს. როცა პატარა გოგონა მღერის ან ცეკვავს, ბადი შთაგონდება და მაშინვე იწყებს მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას.
ამ ოჯახის გეგმაა ბადის გაყვანა ჯიმი ფელონის ან ელენ დეჯენერესის შოუზე.
ისინი იმედოვნებენ, რომ მათი ოთხფეხა მეგობარი არამხოლოდ გარშემომყოფთა განწყობას აამაღლებს, არამედ ადამიანებს მიახვიედრებს, თუ რამდენად აუცილებელია, რომ ყველა ოჯახს ჰყავდეს ასეთი მეგობარი.
თქვენ გყავთ შინაური ცხოველი? როგორი ნიჭი აქვს მას?