16 შესანიშნავი იდეა, რომლებიც ყველაზე პატარა სივრცის პოტენციალსაც გაზრდის

სამწუხაროდ, ჩვენი თანამემამულეების უმრავლესობამ კარგად იცის, რას ნიშნავს პატარა სივრცეში ცხოვრება. პატარა ბინებში ფანტაზიას ვერც მისცემთ დიდ გასაქანს, რემონტის დაგეგმვის დროს. თუმცა, ჩვენ შევაგროვეთ 16 ორიგინალური იდეა, რომლებიც ყველაზე პატარა ბინის პოტენციალსაც გაზრდის.

1. საკითხავი კუთხე

მყუდრო, ნათელი საკითხავი კუთხე კომპაქტური დივნითა და სტელაჟებით, რომლებსაც მეორე სართულის კიბის ქვეშ განათავსებთ.

2. სამუშაო კუთხე

სამუშაო ადგილი, რომელიც მხოლოდ თაროებისგან შედგება, საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. ცალკეულ ყურადღებას იმსახურებს დახვეწილი, მდიდრული სავარძელი და 1-2 ორიგინალური მეტალის სანათი.

3. მისაღები საძინებლით

მინიმალიზმის სტილში გაწყობილი სივრცე, გაფორმებული შავ-თეთრ ტონებში, შესანიშნავად გამოიყურება საძინებელთან ერთად, რომელიც ოთახის თავზეა განლაგებული.

4. დასვენების ზონა

მოდური და ლაკონიური დასასვენებელი ადგილი სამზარეულოში ასე გამოიყურება. იგი შედგება მოდური, ორიგინალური მაგიდისგან, რომელიც ნაზად გადადის ტვ-ზონაში, კომპაქტური დივნისა და ორი რბილი ტაბურეტისგან.

5. ბარის სადგამი-ტიხარი

პატარა, ღია ტიპის ბინას მოუხდება მყარი ხის ბარის სადგამი, რომელიც ერთდროულად ასრულებს მაგიდისა და ტიხრის ფუნქციას.

6. უჩვეულო კარადა

ჩვეულებრივ, ტელევიზორისთვის საჭიროა ცალკეული თაროს შეძენა ან მთელი კედლის გათავისუფლება. თუმცა, ჩვენი რედაქციის აზრით, პატარა სივრცის პირობებში ეს უბრალოდ ირაციონალურია. სულ სხვა საქმეა ეს თავსებადი კარადა ორი სექციითა და ტვ-სთვის ცალკეული ადგილით.

7. რუბიკის კუბი

ფანტასტიკური ავეჯის კედელი, რომელიც, მოთხოვნილებისამებრ, შეიძლება იქცეს სასადილო მაგიდად ან ორსაწოლიან საწოლად, თავისი ტუმბოთი. ხოლო თუ არც ერთი მათგანი არ გჭირდებათ, აღნიშნული კომპლექტი უბრალო კარადად იქცევა.

8. დამატებითი საძილე ადგილი

დამატებითი საძილე ადგილი შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას, სამზარეულოშიც კი მოაწყოთ. საბედნიეროდ, თანამედროვე მასალები გვაძლევს საშუალებას, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შევცვალოთ დაგეგმარება და შევქმნათ საკმაოდ საინტერესო კონსტრუქციები.

9. ვიწრო სამზარეულო

ვიწრო სამზარეულოს ამ გასაოცარ დიზაინში არ შეგხვდებათ უზარმაზარი ავეჯი, სამაგიეროდ, აქ წარმოდგენილია ორი სამუშაო ზონა, რომლებიც ერთმანეთის პარალელურადაა განლაგებული, ფანჯარასთან მოთავსებულ კომფორტული დივანი კი სიმყუდროვის შეგრძნებას ქმნის.

10. შემოსასვლელი ოთახი

პატარა, ნათელი შემოსასვლელი ოთახი ნიშით, რომელშიც რამდენიმე თაროს – ფეხსაცმელების, დასაჯდომი, თავსაბურავებისა და დეკორაციების – ჩამაგრება გახდა შესაძლებელი.

11. თაროები კიბის ქვეშ

Novate.ge-ს რედაქცია წარმოგიდგენთ კიბისქვეშა სივრცის გამოყენების კიდევ ერთ არაჩვეულებრივ მეთოდს. მის ქვეშ ნიშა ცარიელი რომ არ იყოს, მასში ღია ტიპის რამდენიმე უჯრა მოათავსეთ.

12. ფარული სამზარეულო

სამზარეულოს ფუნქციური დეტალები, დამალული წამოსაწევი მაგიდის ზედაპირის ქვეშ, საცხოვრებელი ფართის ეკონომიის სასუალებას მოგცემთ და დამატებით სამუშაო სივრცესაც უზრუნველყოფს.

13. დასასვენებელი ზონა

მინიმალისტური დასასვენებელი ზონა მოიცავს კომპაქტურ სამუშაო ადგილსაც, რომელსაც გადმოსაწევი ზედაპირი ქმნის.

14. საიდუმლო კარადა

პატარა სამუშაო ადგილი, დამალული კლასიკურ, ვიწრო პენალში – სწორედ ეს სჭირდებათ პატარა ბინების მფლობელებს.

15. საძინებელი პოდიუმზე

საძინებელი მაღალ პოდიუმზე, რომელშიც გამოსაწევი მაგიდის ადგილიცაა, მისკენ მიმავალ საფეხურებში კი უჯრების ჩამაგრება მოხერხდა, მკვეთრი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთი სწორი კონსტრუქციით თავისუფალი სივრცის ტოტალური უკმარისობის პრობლემის გადაჭრა.

16. მკვეთრი ფერის ნიშა

სარკიანი კარადა, ვიწრო ნიშითა და ყვითელი, რბილი საფარით შესანიშნავი გადაწყვეტილებაა ცოტათი განიერი შემოსასვლელი ოთახებისთვის.

კიდევ რამდენიმე რჩევა პატარა ბინის მფლობელებს: 7 გადაწყვეტილება საწოლის დასადგმელად, თუ პატარა ბინაში ადგილი თითქმის არაა.