
იაპონიამ გამოუშვა უნიკალური მატარებელი Train Suite Shiki-shima, რომელსაც თამამად ვუწოდებთ მომავლის სატრანსპორტო საშუალებად. გარდა ულტრათანამედროვე გარეგანი იერისა და უახლესი სისტემებისა, რომლებიც უზრუნველყოფს შეუდარებელ და უსაფრთხო გადაადგილებას, მგზავრებს კი სასიამოვნო სურპრიზი ელით ვაგონებში. მდიდრული ინტერიერი, პანორამული ფანჯრები, შუშის ჭერი და იდეალური მომსახურება სპეციალურად გადამზადებული პერსონალის მიერ – ეს ყველაფერი ნამდვილად დაუვიწყარია.
არსებობს მოსაზრება, რომ იაპონელები უპირატესობას მინიმალიზმს ანიჭებენ და თავადაც კმაყოფილდებიან მცირედზე. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ასე არ არის, ამას კი შესანიშნავი, მომავლის ულტრათანამედროვე მატარებელიც ამტკიცებს. თანამედროვე ტექნიკისა და უნიკალური დიზაინერული ოსტატობის ამ შედევრს პირველ რეისზე, ქვეყნის გარშემო რომ შემოევლო, იაპონურ სარკინიგზო კომპანიას East Japan Railway-მა თითქმის 44 მლნ დოლარი ჩადო. დამპროექტებლების, ინჟინრების, ელექტრიკოსებისა და დიზაინერების სამწლიანი ძალისხმევა ნაყოფიერად დასრულდა – ახლა იაპონიას აქვს მდიდრული სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც Train Suite Shiki-Shima დაარქვეს.
საინტერესოა: Shiki-Shima ნიშნავს “წელიწადის ოთხი დრო კუნძულზე”.
ასეთი უზარმაზარი თანხის ხარჯვა ნამდვილად გამართლებულია, რადგან საბოლოო ჯამში გამოვიდა ელიტური მატარებელი მოგზაურობისთვის, რომლის შემადგენლობაშიც შედის 10 ვაგონი, ფუტურისტული დიზაინით, რომელიც მოგაგონებთ ფანტასტიკური ფილმის კადრებს. მისი გამჭვირვალე სახურავი, უზარმაზარი პანორამული ფანჯრები და შეუდარებელი მოწყობილობა ნამდვილად შთამბეჭდავია. ერთადერთი, რაც რეალურობას ანიჭებს მას, ესაა მდიდრული ინტერიერი, რომლის შექმნაც თავზე აიღო ცნობილმა დიზაინერმა კენ კიოუკი ოკუიამა, რომელმაც ცნობილი კომპანიების, Ferrari Enzo-სა და Maseratti Quattroporte-ს, პროექტებში მიიღო მონაწილეობა.
მან შეძლო, შეუდარებლად გაეფორმებინა არამხოლოდ ვაგონ-რესტორანი, ორი ლაუნჯ-ზონა და 17 ნომერი, რომელთაგან თითოეულიც დეტალებამდე გათვლილია და, მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობაში გრანდ-აპარტამენტები და უფრო მოკრძალებული ოთახები შედის, მათი დიზაინი მაინც ერთგვარად გვაოცებს.
ამ მატარებლის განსაკუთრებულობა კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ორსართულიანი ნომრის მოწყობაც შეიძლება. ქვედა დონეზე განლაგებულია საძინებელი ორი ერთსართულიანი საწოლითა და მდიდრული სააბაზანო ოთახით, რომელშიც ნატურალური ხის, კვიპაროზისგან. მეორე სართულზე მოსახერხებელი მისაღები ოთახია.
ლუქს-კლასის ტურისტული შემადგენლობის გაფორმებაში დიზაინერმა მხოლოდ იაპონური სტილი, არტ-დეკოს დახვეწილი შარმი თავისი ფუტურისტული დეტალებითა და ფორმებით გააერთიანა. თითოეული კუპეს მოსაწყობად გამოიყენეს მხოლოდ ნატურალური მასალები, რომლებიც იაპონურ კულტურაშია ცნობილი: ხე, ვასი(იაპონური ქაღალდი) და სპეციალური ლაქი.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ლაუნჯ-ზონები, განლაგებული მატარებლის პირველ და ბოლო ვაგონებში. გამჭვირვალე გუმბათოვანი სახურავი დაუჯერებელი ფორმის ფანჯრებით, კომფოტული დივნებითა და ორიგინალური კონფიგურაციის სავარძლებით – ეს ყველაფერი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
და, რა თქმა უნდა, არ შეიძლება რესტორნის დავიწყებაც. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ბილეთი გაყიფულია, მატარებელში 34 ადამიანზე მეტი არ მოგროვდება, ამიტომ “ფანჯარასთან დადგმული მაგიდის” დაჯავშნა საჭირო არაა. ყველა მაგიდა ფანჯარასთანაა და ორ მგზავრზეა გათვლილი, ამიტომ ნებისმიერი შეძლებს მოგზაურობის დროს პეიზაჟით ტკბობას.
გზად მგზავრებს სთავაზობენ ადგილობრივი სამზარეულოს ტრადიციულ კერძებს, რომელიც განისაზღვრება მატარებელში ყოფნის დროით. სტუმრები არამხოლოდ გასტრონომიული სიამოვნებით, არამედ განსაკუთრებული მიტანის მანერითაც სარგებლობენ. სპეციალურად Shiki-Shima-სთვის დამზადდა ნიკელირებული სუფრის ხელსაწყოები, რომლებიც ასევე დიზაინერმა იამაზაკი კინზოკუ კოგიომ შეიმუშავა.
ბუნებრივია, Shiki-Shima-თი მოგზაურობა თქვენს ჯიბეს დააკლდება. ჩვენი ინფორმაციით, ფასების დიაპაზონი – სამდღიანი მოგზაურობის ფასი – მერყეობს 2.8-დან 10 ათას დოლარამდე, თუმცა კლიენტს თავად შეუძლია მგზავრობის დროის დარეგულირება.
იმგზავრებდით ასეთ ფუფუნებაში?