
ხშირად, სარეცხი მანქანის კარი იბლოკება მოწყობილობის თავისებურებების გამო. გარდა ამისა, ასეთი რამ ხშირად ხდება, თუ სახლში უეცრად შეწყდა ელექტრომომარაგება. იშვიათად – გარკვეული დაზიანების გამო. ნებისმიერ სიტუაციაში, მანქანის ლუქის გახსნა შეიძლება დაგჭირდეთ, “გლობალური” პრობლემის გადაჭრამდე ან სანტექნიკოსის მოსვლამდე. ამის გაკეთება ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალებებიდან ერთ-ერთით შეგიძლიათ.
სანამ სარეცხი მანქანა რეცხვის პროცესშია, მისი კარი იკეტება. აღნიშნული ფუნქცია სარეცხი ტექნიკის მწარმოებლებმა გამიზნულად ჩააშენეს და საჭიროა იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ სხვადასხვა სახის უსიამოვნო უნციდენტი იატაკზე დიდი რაოდენობით წყლის დაღვრისა და სარეცხი მანქანის დოლაბის მწყობრიდან გამოსვლის სახით. ლუქი ავტომატურად იხსნება, როცა შერჩეული სარეცხი პროგრამა სრულდება. თავისთავად, არსებობს სიტუაციებიც, როცა რეცხვა დასრულდა, თუმცა ლუქი არ იხსნება.
უნდა გესმოდეთ, რომ როცა მანქანა რეცხვას დაასრულებს, იგი მუშაობას არ ასრულებს. ჯერ აპარატი დიაგნოსტიკის რეჟიმში გადადის, რასაც 3-5 წუთი სჭირდება. მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ გამოსცემს მოწყობილობა ხმოვან სიგნალს, ამასთან ერთად კი კარის გახსნის ბრძანებასაც. კარი ავტომატურად შეიძლება არ გაიხსნას კვების გამორთვის, დოლაბში დარჩენილი წყლის, ბლოკირების მოწყობილობისა თუ სახელურის დაზიანების გამო. უმჯობესია, მსგავს სიტუაციაში გამოიძახოთ ოსტატი, თუმცა, რაღაცის გაკეთება დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ.
1. გამორთვა
ხანდახან, მანქანის პროგრამა ურევს და კარის გახსნა უბრალოდ აპარატის გამორთვითაა შესაძლებელი. გამორთეთ და თავიდან ჩართეთ მოწყობილობა. ამასთან, შუალედში დაელოდეთ 1-2 წუთით. თუ ეს მაშინვე არ იმოქმედებს, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ სცადოთ ან ჩართოთ რომელიმე სწრაფი რეჟიმი, მაგალითად “დაწურვა”. დიდი ალბათობით, მისი დასრულების შემდეგ კარი გაიხსნება.
2. მექანიკური გახსნა
აღნიშნული მეთოდის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ზუსტად იცით, რომ კარი სახელურის დაზიანების გამო არ იხსნება. თეთრეულის გადასარჩენად დაგჭირდებათ თოკი ან სადენი, რომლის დიამეტრიც ლუქის დიამეტრზე დიდი იქნება.
მოათავსეთ თოკი მანქანის კორპუსსა და კარს შორის. თუ საჭიროა, გამოიყენეთ სახრახნისი, რათა თოკი ჭრილში ღრმად ჩავიდეს. ეს მთელი დიამეტრის მანძილზე უნდა გააკეთოთ. შემდეგ მაგრად, თუმცა ფრთხილად მოქაჩეთ თოკის ბოლოებს თქვენკენ. კარი უნდა გაიხსნას.
3. ავარიული გახსნა
თანამედროვე მანქანების უმეტესობას აქვს სპეციალური ტროსი კარის ავარიული გახსნისთვის. როგორც წესი, იგი ქვედა პანელშია მოთავსებული და მკვეთრი ფერისაა. უბრალოდ მიწვდით ტროსს და მოქაჩეთ მას.
მნიშვნელოვანია: თუ ბარაბანში წყალი დარჩა, ლუქის ქვეშ რაღაც ჭურჭელი აუცილებლად უნდა დადგათ.
ასევე, აუცილებლად უნდა იცოდეთ სარეცხი მანქანის შეცდომების კოდები, რომლებიც გეტყვით, თუ რა პრობლემა აქვს თქვენს დამხმარეს.