სტუდენტმა საერთო საცხოვრებლის ოთახი ოცნების ადგილად აქცია

თუ სტუდენტობის დროს საერთო საცხოვრებელში გიცდოვრიათ, შესანიშნავად გეცოდინებათ, თუ როგორ გაჩნდება ნამდვილი საღორიდან ოთახის მსგავსი რაღაც. თუმცა ის ოთახი, რომელშიც ჩვენი სტატიის გმირი შეასახლეს, თვეების განმავლობაში არ დალაგებულა.

ოთახში გოგონას ელოდა გაურჩეველი სიმბოლოებით მოხატული კედელი, ობის ლაქები, სიბინძურისგან გაშავებული იატაკი, დაზიანებული საწოლი და ნახევრად დანგრეული კარადა. საბედნიეროდ, სტუდენტი მოხერხებული აღმოჩნდა, სახელოები აიკაპიწა და თამამად შეუდგა მუშაობას.

ერთი შეხედვით, კაპიტალური რემონტის გარეშე აქ ვერაფერს გახდებოდით. ავეჯი კი საერთოდ გადასაგდები იყო: საწოლი ძველი და ჩანგრეული, მატრასი – დამპალი, კარადა ძლივს სუნთქავს, ხოლო ტუმბო საშინლად გამოიყურება. ჭერიც კი “მორთული” იყო უსიამოვნო ნახეთქებით და აქ მაცხოვრებელს არ აძლევდა 1 თვის წინ ზედა მეზობლებისგან ჩამოშვებული წყლის დავიწყების საშუალებას.

პირველ რიგში, სტუდენტმა შეადგინა დაწვრილებითი გეგმა, მასზე გამოსახა გარდასახული ოთახი, რემონტის შემდეგ. რა თქმა უნდა, უამრავი შენიშნვის გარეშე არაფერი შეიცვლებოდა…

იმის იმედი, რომ მას სხვა საცხოვრებელს გამოუყოფდნენ, გოგონას ნამდვილად არ ჰქონდა. ამიტომ, მან მტკიცედ გადაწყვიტა, ძველი მაცხოვრებლების მიერ დაზიანებული ბინა ოცნების ოთახად ექცია.

პირველ რიგში, ოსტატი კედლების შელამაზებას შეუდგა. რამდენიმე დღე დასჭირდა ყველაფრის გაწმენდას, კედლის შელესვასა და შეღებვას. პარალელურად, სტუდენტი თავის ახალ ოთახში ცვლიდა ყველა შტეფსელსა და ჩამრთველს. ახლა, თეთრი კედლებით, ოთახი გაცილებით ვრცელი გამოჩნდა.

ძველი მატრასი მან უბრალოდ გადააგდო, შეიძინა ახალი, შეცვალა საწოლის თეთრეული, შეიძინა რამდენიმე ბალიში. კარადაში მთელი ფურნიტურა შეცვალა, შემდეგ კი გარედან თეთრი ფენა შემოაკრა. საერთო სურათი ორმა ახალმა სანათმა შეავსო.

ჩვენი გმირი იატაკს ძალიან დიდხანს ხეხავდა, სანამ, როგორც იქნა, სასურველ შედეგს არ მიაღწია. დაფებს კი ზემოდან ლამაზი ხალიჩაც დააფინა.

ტუმბომ საპირისპირო კედელზე გადაინაცვლა და თეთრი ფენით შეიმოსა. ხოლო იმ ადგილას, სადაც ეს ტუმბო იდგა, კომპიუტერის მაგიდა გაჩნდა.

ერთ-ერთ კედელზე გოგონამ ჩამოკიდა ბადე ფოტოებისთვის. მეორე ფოტოებით მორთო. ისღა დარჩენია, ფანჯარაზე ფარდა შეცვალოს და კედელზე მყუდრო გირლანდები დაკიდოს, რომ ოცნების ოთახმა სრულყოფილი იერი მიიღოს.

მოდური, ელეგანტური და მიმზიდველი: ასეთი ოთახის დანახვა ნებისმიერ კომენდანტს ესიამოვნებოდა!