5 ყოველდღიური ნივთი, რომლებსაც უნიტაზში ვყრით, თუმცა არ უნდა ჩავყაროთ

ადამიანები, რომლებიც უნიტაზსა და ნაგვის ურნას ერთმანეთში ურევენ, არც ისე ბევრნი არიან, თუმცა, როგორც სამწუხარო პრაქტიკა გვიჩვენებს, საკმაოდ ბევრი დიასახლისი ყრის კანალიზაციაში ზოგიერთ “მავნე” ნივთს, თანაც დაუფიქრებლად. ერთი კვირის შემდეგ, ჩაგდებული ნივთი ძალიან უსიამოვნო სახით შეგახსენებთ თავისი არსებობის შესახებ, როგორც თვითონ მფლობელებს, ისე მათ მეზობლებსაც.

1. კბილის ძაფი

მიუხედავად იმისა, რომ კბილის ძაფი ჩვენს რეგიონში პირადი ჰიგიენის არც ისეთი პოპულარული საშუალებაა, სანტექნიკური მომსახურებების ისტორიას ახსოვს უამრავი შემთხვევა, როცა უნიტაზის გაჭედვის მიზეზი სწორედ ეს ნივთი გამხდარა. მიუხედავად ერთგვარი სიმარტივისა და უსაფრთხოებისა, კბილის ძაფი კანალიზაციის ერთ-ერთი მთავარი მტერია. საქმე ისაა, რომ იგი მარტივად ეჭიდება სხვა ნაგავს მილებში და თანდათან ქმნის ერთგვარ ბარიერს, გარშემო სულ უფრო მეტი ნაგვის დაგროვებით.

2. კატის ტუალეტის შემავსებელი

კატის ტუალეტის შემავსებლის უნიტაზში ჩაყრა მხოლოდ ერთი პირობით შეიძლება – თუ გსურთ, საკუთარ თავზე გამოსცადოთ, მართლა გაიჭედება თუ არა მილი! ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ გაიჭედება, თანად, უდიდესი ალბათობით, პირველივე ჩარეცხვის შემდეგ. ამის მიზეზი თვალსაჩინოა – ეს შემავსებელი იწოვს სითხეს და იბერება. შედეგად, იგი შესანიშნავი მასალაა მილების გაჭედვისთვის.

3. ქაღალდი

ქაღალდი, კერძოდ, გაზეთები, შესანიშნავი “სამშენებლო მასალაა” მილების გასაჭედავად. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ნაჭერი ქაღალდით კანალიზაციის გამოსწორებაც შეიძლება – გარისკვად არ ღირს. ნახევარი ფირფიტა ქაღალდიც კი, ჩარეცხვის დროს, აგროვებს დიდი რაოდენობით წყალს, სანამ იგი მას წნევით ჩარეცხავს. უარეს შემთხვევაში, ქაღალდი სადმე მილში გაიჭედება. ამ დროს, მის გარშემო შეიძლება გაჩნდეს ნაგვის გროვა და სანტექნიკოსის გარეშე ვერაფერს გახდებით.

4. ნამიანი ხელსახოცები და პირადი ჰიგიენის მსგავსი საშუალებები

კანალიზაცია არც პირადი ჰიგიენის საშუალებებთან მეგობრობს. ქაღალდის ხელსახოცები, ტამპონები, ბამბის ჩხირები, ბამბის დისკები, ბავშვის საფენები და სხვა ნებისმიერი ანალოგიური ნივთი მხოლოდ ურნაში უნდა გადაყაროთ. ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები აგროვებს სითხეს, იზრდება ზომებში და, დიდი ალბათობით, მილების გაჭედვას გამოიწვევს. თუ ქვედა მეზობლებთან კონფლიქტი არ გსურთ, იზრუნეთ იმაზე, რომ კანალიზაციაში მსგავსი არაფერი მოხვდეს.

5. საკვები ნარჩენები

დაბოლოს, ნუ ჩაყრით უნიტაზში ნებისმიერ საკვებ ნარჩენს. როგორც ზემოთ აღნიშნული ნივთების უმეტესობა, საკვები იწოვს წყალს და იზრდება ზომებში. გარდა ამისა, იგი იშლება და კანალიზაციაში შეიძლება “მაცემენტებელ ელემენტად” იქცეს იქ უკვე არსებული ნაგვისთვის.

თქვენ ჩაგიყრიათ ეს ნივთები უნიტაზში? როგორ დამთავრდა ეს შეცდომა?