
ხის იატაკი, პრაკეტი, ლინოლეუმი, ლამინატი – ეს ყველაფერი გასული საუკუნეა. 36 წლის ბრიტანელმა მეთ ჯაილსმა გადაწყვიტა, განსხვავებული ყოფილიყო და იატაკი მონეტებით დააგო. რემონტის პროცესსა და მის შედეგს ამ სტატიაში გაგაცნობთ.
თავიდან, მამაკაცმა, ცოლთან ერთად, გამოთვალა, თუ რამდენი მონეტის გამოყენება დასჭირდებოდა. აღმოჩნდა, რომ საჭირო 27 ათასამდე მონეტა იქნებოდა. ამის შემდეგ, მათ უახლოეს ბანკს მიმართეს და 270 ბრიტანული ფუნტი თითოპენიან მონეტებში გადაცვალეს.
აი, ასე გამოიყურებოდა იატაკი მუშაობის დაწყებამდე.
ახლა მონეტების დამაგრება იყო საჭირო. ამისთვის სპეციალური, სილიკონიანი კრემი გამოიყენეს.
საქმე მარტივი ნამდვილად არ ყოფილა…
მეორე დღეს უკვე შეიმჩნეოდა, თუ როგორ შედეგს მიიღებდნენ.
ნანატრი დახმარებაც მოვიდა. ერთად უფრო სწრაფად შეეძლოთ!
როცა ყველა მონეტა დააწებეს, მეორე ეტაპი დაიწყო: საქმე სპეციალური ცემენტის ხსნარს გადაბარდა.
საბოლოოდ კი შედეგი ეპოქსიდის წებოთი გაამყარეს.
ფრთხილად, მთელი შრომა წყალში რომ არ ჩაყრილიყო…
48-საათიანი მუშაობის შემდეგ, მეთის სამზარეულოს იატაკი დიზაინერულს აღარაფრით ჩამოუვარდებოდა.
მამაკაცმა არამხოლოდ თქვა, რომ არასტანდარტულად ფიქრობს, არამედ მთელ მსოფლიოშიც გაითქვა სახელი. ახლა მის იდეას მრავალი სხვა ადამიანიც მიჰყვა.
რემონტის მთელ პროცესს შეგიძლიათ ამ ვიდეო-რგოლში ადევნოთ თვალი: