
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მუდმივად ცხოვრობდა გადასახადების გადამხდელების ხარჯზე. და, თუ ადრე ხალხი თანახმა იყო მონარქების შენახვაზე, ბოლო დროს სულ უფრო ემტი ადამიანი გამოთქვამს უკმაყოფილებას ცისფერსისხლიანთა მდიდრულ ცხოვრებაზე.
ხოლო ძირითადი პრეტენზიები მიმართულია პრინც ჰარისა და მეგან მარკლისაკენ. სულ ახლახან, მეგან მარკლმა გააჩინა პრინცი, რომელმაც არამხოლოდ სამეფო ოჯახი, არამედ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა გააბედნიერა.
თუმცა, ამავდროულად, ჰარის ამერიკელი რჩეული ქალი ხშირად ქმნის სკანდალურ სიტუაციებს, რომლებიც ბრიტანელების თვალში მის რეპუტაციას აქვეითებს.
და, თუ სამეფო ეტიკეტისა და დრეს-კოდის წვრილმანი დარღვევები ბევრს არ ადარდებს, ძველი ტრადიციებისგან განდგომა და ფინანსური სკანდალები ნამდვილად აკნინებს მონარქიას დიდ ბრიტანეთში.
ცოტა ხნის წინ, ჰარიმ და მეგანმა ყველა განაცვიფრა იმის განცხადებით, რომ პატარა პრინც არჩის მონათლვის ცერემონია სრულად დახურულ ფორმატში ჩაივლიდა: არავითარი მედია, სტუმრებს შორის კი მხოლოდ 25-მდე ახლო ადამიანი იქნებოდა. ასეთი გადაწყვეტილება ტრადიციებს ეწინააღმდეგება.
სასექსელი ჰერცოგების გარშემო კიდევ ერთი სკანდალია ისიც, რომ მათ რეზიდენციის რეკონსტრუქცია გადაწყვიტეს. პრინცმა ჰარიმ და მეგანმა გადაწყვიტეს, თავიანთი საცხოვრებელი ძირფესვიანად გაარემონტონ და ამისთვის 1.9 მლნ დოლარი მოითხოვეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
თუმცა, ახლა ცნობილი გახდა, რომ ოცნების სახლისთვის ჩეკი 3 მლნ დოლარზე გამოიწერა. რეზიდენციაში გადააკეთებს კომუნიკაციები, შექმნეს ახალი ოთახები მეგან მარკლის ინდივიდუალური პროექტების მიხედვით.
მიუხედავად იმისა, რომ სამეფო წყვილის თქმით, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა წყვილის პირადი ხარჯი იყო, უკმაყოფილების ტალღა ამან ვერ შეაჩერა.
და ეს ზღვარი არაა. სამუშაოები გრძელდება, სასექსელი ჰერცოგების გეგმებში კი რეზიდენციის ტერიტორიაზე უზარმაზარი ბაღის მოწყობაც შედის.
ცეცხლს ნავთი იმანაც დაუმატა, რომ ჰარიმ და მეგან მარკლმა მეზობლებს ქცევის წესები დაურიგეს. სიაში იყო ისიც, რომ მათ ეკრძალებოდათ პირველი მისალმება და საუბრის გაბმა პრინცთან და მის მეუღლესთან, ასევე, მათი ძაღლების მოფერება ნებართვის გარეშე.
თითქოს, ეს საკმარისი არ იყო: ცოტა ხნის წინ, მედიაში გაჩნდა ჭორები ჰარისა და მეგანის ახალი ხუშტურის შესახებ. როგორც ამბობენ, სასექსელ ჰერცოგებს აშშ-ში სახლის შეძენა სურთ. ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ მეგანს სურს, მისი შვილი საკმაოდ ხშირად შეხვდეს თავის ამერიკელ ბებიას.
უნდა აღინიშნოს, რომ სამეფო ოჯახში არსებობს წესი: ხაზინის ხარჯზე ცხოვრებისთვის, თავი სხვადასხვა ქველოქმედებასა და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობას უნდა მიუძღვნა. ან სრულიად უნდა თქვა უარი სამეფო მოვალეობებზე, სამსახურის სასიკეთოდ.
და, თუ პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ამ წესს ემორჩილებიან, მეგანი და ჰარი, ხანდახან, ცდილობენ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, რაც სამართლიანად იწვევს ხალხის უკმაყოფილებას.
თქვენ როგორ ფიქრობთ, სწორად იქცევა სამეფო წყვილი?