
ახალი წლის წინა ღამეს, სამზარეულო ტრადიციული კერძებით, ხოლო ტელეეთერები – ტრადიციული ფილმებით ივსება. მათ შორის დიდი ადგილი ეთმობა კრის კოლამბუსის კომედიას “მარტო სახლში”.
კევინ მაკალისტერის თავგადასავლების შესახებ ტრილოგიამ უკვე დიდი ხნის წინ დაიპყრო ჩვენი გულები, ჩვენმა უმეტესობამ იგი ზეპირადაც კი იცის. ამიტომ, სიუჟეტის ხელახლა მოყოლა, იმედი მაქვს, საჭირო არაა. პირველი ნაწილის გამოსვლიდან ხომ 28 წელი გავიდა! უნდა ითქვას, რომ ამ დროის მანძილზე არამხოლოდ კევინი, არამედ მისი სახლიც შეიცვალა.
შენობა, რომელშიც მაკალისტერების ოჯახი, რეალურად კი, თავად კრის კალამბუსი ცხოვრობდა, ჩიკაგოში, ვინეტკაში მდებარეობს.
შენობა 1920-იან წლებში აიგო. მას 5 საძინებელი, 5 სააბაზანო, მოწყობილი სხვენი, ორანჟერეა და ორმაგი ფარეხი აქვს.
1928 წლის დეკემბერში, იგი ერთმა ოჯახმა იყიდა და თითქმის 100 წელი ფლობდა. 2011 წელს, სახლს 2.4 მლნ დოლარად ყიდდნენ, თუმცა 2012 წლის მარტში იგი 1.5 მლნ დოლარად გაიყიდა.
სამზარეულოს ფოტოებითაც ჩანს, რომ სახლის საერთო დიზაინი განაახლეს და გაათანამედროვეს.
სამაგიეროდ, შემოსასვლელი კიბე თითქმის იგივე დარჩა.
პიანინო – ერთადერთი მოგონებაა იმის შესახებ, რომ ოდესღაც სახლი კოლონიალურ სტილში იყო გაფორმებული.
სასადილო ოთახი მინიმალისტურ სტილში გადაწყდა.
ცვლილებები, რომლებსაც აქამდე ვხედავდით, რა თქმა უნდა, საძინებელ ოთახსაც შეეხო.
საერთო ჯამში, ჩვენი მოკრძალებული აზრით, გასული საუკუნის მყუდრო სახლი თანამედროვე საცხოვრებლად იქცა.
სახლმაც ისეთივე არსებითი ცვლილებები გადაიტანა, როგორიც პირადად ფილმის მონაწილეებმა. მთავარმა გმირმა, მაკოლეი კალკინმა, მხოლოდ ახლახან, 38 წლის ასაკში შეძლო ცხოვრების დალაგება…