როგორ გადავაკეთოთ უბრალო დანა კარტოფილის სპირალურ საჭრელად

არსებობს უამრავი სპეციალური ხელსაწყო სამზარეულოსთვის. ერთ-ერთი ასეთია კარტოფილის სპირალური საჭრელი. თუ ხელთ ასეთი დანა არ გაქვთ, სულაც არაა საჭირო მისი შეძენა. რეალურად, მსგავსი ისნტრუმენტის საკუთარი ხელით დამზადება საკმაოდ მარტივია.

დაგჭირდებათ: ხრახნი ორი ჭანჭიკით, საკანცელარიო დანის სამართებელი, გრძელი თვითმჭრელი.

მაშ ასე, თუ ყველაფერი ხელთ გაქვთ, დანას რამდენიმე წუთში დაამზადებთ. პირველ რიგში, გრძელი თვითმჭრელი ისე უნდა გადაჭრათ, რომ მას ხრახნის ადგილი არ დარჩეს. ამისთვის, გამოიყენეთ რკინის ხერხი. ამის შემდეგ, დაამუშავეთ ზედაპირი ზუმფრის ქაღალდით (ზედაპირზე რომ არ დარჩეს მეტალის ხიწვები).

აიღეთ სამართებელი და, სუპერ-წებოს გამოყენებით, მიაწებეთ მას თვითმჭრელის გადაჭრილი ნაწილი. შეერთება მაქსიმალურად ეფექტური, მტკიცე და საიმედო რომ იყოს, რეკომენდებულია, წებოს ცოტაოდენი სოდა დაუმატოთ (წასმამდე).

სამართებლის მეორე მხარეს იპოვეთ ხვრელი (თუ იგი არაა, უნდა გახვრიტოთ). ჩადეთ მასში ხრახნი, რის შემდეგაც კონსტრუქცია ჭანჭიკებით უნდა დააფიქსიროთ. მეტი კომფორტისთვის, ხრახნს გაუკეთეთ კალმისგან გამოჭრილი ტარი. მოკლედ, დანა მზადაა.

ინსტრუმენტის გამოყენება მარტივია – ჩადეთ თვითმჭრელი კარტოფილში და ვინტის გამოყენებით დაიწყეთ ხელსაწყოს ბრუნება.

ვიდეო: