
თითოეული ეპოქა თავისებურად უნიკალურია. ზოგიერთი ძველი მოწყობილობის დანიშნულება კი, რომლებიც ადრე მუდმივად გამოიყენებოდა, დღეს შეიძლება უამრავ კითხვას იწვევდეს. ჩვენ მათ შორის ყველაზე საინტერესოები შევაგროვეთ.
1. მაკრატელი ყურძნისთვის
ვფიქრობ, ის, რომ ადამიანებს ადრე ყურძენი უყვარდათ, გასაკვირი არაა. ხოლო საშუალება, რომლითაც, ეტიკეტის მიხედვით, მიღებული იყო ყურძნის ნაყოფის განცალკევება აკიდოსგან, თანამედროვე ადამიანისთვის უჩვეულო შეიძლება იყოს. საქმე ისაა, რომ იმ დროში მიღებული იყო, კენკრისთვის ყუნწები დიდი ევრცხლის მაკრატლით გაეცალათ.
2. დამცავი ეკრანი
არა, ეს სულაც არაა საბერტყი, როგორც ერთი შეხედვით გეგონებათ. ეს უჩვეულო ხელსაწყო ადრე გამოიყენებოდა სახის დასაცავად ბუხრის სიცხისა და ნაპერწკლებისგან, რომლებიც მისგან ცვიოდა. ხშირად, ეკრანი წყვილებად იყიდებოდა – მამაკაცებისა და ქალებისთვის, და თემატური ფერწერით იყო მორთული.
3. მაშა ხელთათმნებისთვის
ეს უჩვეულო ხელსაწყო სპეციალური აქსესუარებია იმ ქალბატონებისთვის, რომლებიც ლაქის ხელთათმანებს ატარებდნენ. იგი ერთგვარი მაშაა, რომელიც მიწებებული თითებიდან ხელთათმნის მარტივად მოსაშორებლად იყო გათვალისწინებული.
4. ღუმელი საწოლისთვის
თანამედროვე ადამიანისთვის ხელმისაწვდომია მრავალი კეთილდღეობა, რომლებზეც შუასაუკუნეებში არც კი უოცნებიათ. მაგალითად, ცენტრალური გათბობა, რომელიც სიცივისგან გვიხსნის. ადრე ასეთი ფუფუნება არ იყო. თუმცა, გათბობის სხვა საშუალებები ნამდვილად არსებობდა. ერთ-ერთი ასეთი გახლდათ საწოლის ღუმელი. ჩვენი ინფორმაციით, ამ მეტალის ჭურჭელში გავარვარებულ ნახშირს ყრიდნენ და მას საბნის ქვეშ დაწოლამდე გარკვეული დროით ადრე დებდნენ.
5. სამეჯლისო წიგნაკი
სამეჯლისო წიგნაკი (carnet de bal) ძველად ქალბატონებისთვის აუცილებელი ატრიბუტი გახლდათ. მართალია, აღნიშნული ხელსაწყო წიგნაკს ნამდვილად არ ჰგავს, რადგან რამდენიმე სპილოსძვლის ფირფიტისა და პატარა ფანქრისგან შედგება, თუმცა, ამ ფირფიტებზე ქალბატონები იმ კავალერების სახელებს იწერდნენ, რომლებთანაც მეჯლისზე ცეკვავდნენ. ფანქარი მარტივად იშლებოდა ფირფიტებიდან და მათი მრავალჯერადად გამოყენება იყო შესაძლებელი. ცალკე ყურადღებას იმსახურებს წიგნაკის ფულარი – იგი შეიძლება ვერცხლის ან ოქროს ყოფილიყო, მოერთოთ ძვირფასი ქვებით, თვლებითა და გრავიურებით.
6. შატლენი
შატლენი – ესაა პოპულარული ქამრის აქსესუარი, რომელიც შუასაუკუნეების დროიდანაა ცნობილი. ეს პრაქტიკული სამკაული შედგებოდა ერთი ან რამდენიმე ჯაჭვისგან, რომლებზეც სხვადასხვა საჭირო წვრილმანი მაგრდებოდა: ჯიბის საათი, მაკრატელი, სარკე, სანემსე, გასაღები და ა.შ. შატლენი დიასახლისის სტატუსის მტკიცებულებად ითვლებოდა, ამიტომ, მასიურად და უხვად ირთვებოდა.
7. თმის ზარდახშა
ჩვენი ინფორმაციით, შუასაუკუნეებში ქალბატონები თავიანთ თმებს არ ყრიდნენ. ის, რაც სავარცელზე რჩებოდა, სპეციალურ ზარდახშაში ინახებოდა. მოგვიანებით, როცა მასში საკმარისი რაოდენობით თმა დაგროვდებოდა, მათგან შინიონებს ამზადებდნენ.
8. სუფრის ხელსაწყოების დასადგამი
მოცემული დასადგამი შუასაუკუნეებში სადღესასწაულო მაგიდის აუცილებელი ატრიბუტი იყო. დასადგამი ყოველთვის ძვირადღირებული მასალებისგან სრულდებოდა, იქნებოდა ეს ვერცხლი თუ ძვლები. მასზე სტუმრები აყრდნობდნენ კოვზებს, ჩანგლებსა და დანებს, რომლებსაც ტრაპეზის დროს იყენებდნენ.
9. მარილის ჭურჭელი
იმ დროს, როცა ქალები წელზე მყარ კორსეტებს იხვევდნენ, ასეთი ჭურჭელი ფუფუნება კი არა, აუცილებლობა იყო. ამ ლამაზ ჯაჭვიან ქილაში ქალები საყნოსავ მარილს ატარებდნენ. მას შეუმჩნევლად ყნოსავდნენ იმ მომენტში, როცა გრძნობდნენ, რომ სადაცაა გონებას დაკარგავდნენ.
10. ტრემბლოზი
ლამაზ და უჩვეულო ლამბაქს, მაღალი კიდეებით ცენტრში, ტრემბლოზი ეწოდებოდა. ასეთი ლამბაქები პოპულარობით 17 საუკუნეში სარგებლობდა და ფინჯნის საიმედო ფიქსაციას ემსახურებოდა. მსგავს ჭურჭელს ყოველთვის კი არა, მხოლოდ მაში იყენებდნენ, თუ იმდროისთვის ძვირფას ცხელ შოკოლადს მიირთმევდნენ.
ხშირად, ჩვენ არ გვესმის თანამედროვე ნივთების დანიშნულებაც. გთავაზობთ ნაკრებს, რომელიც რამდენიმე ყოველდღიური ნივთის განსხვავებულად გამოყენების საშუალებას მოგცემთ.