200 წლის წინანდელი სახლი გარედან ნანგრევებს ჰგავს, თუმცა შიგნით შეხედვისას…

მსოფლიოსთვის “ჯაზის აკვნად” ცნობილი ახალი ორლეანი ლეგენდა ლუი არმსტრონგის სამშობლოა, ხოლო ყოველ წელს, ზამთრის ბოლოს, აქ თავს იყრიან ადამიანები, რომლებსაც გართობა სურთ მარდი გრას კარნავალზე.

ქალაქის ისტორიულ ცენტრში ტურისტთა ნაკადი არ წყდება. თუმცა, ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის ძველი, შეუხედავი სახლი მათ მუდმივად განიზიდავს. ცოტამ თუ იცის, რომ რეალურად, ამ ნანგრევებში მდიდრული სახლია.

ერთ დროს მაღაზია მართლაც მიტოვებულ შენობას ჰგავს. თუმცა, ცნობილი როკერის, ლენი კრავიცის მიერ შეძენის შემდეგ, შენობამ ექსტრავაგანტული სახლის იერი მიიღო. როგორც ამბობენ, ლენის დიზაინერებისთვის არ მიუმართავს – ეს ინტერიერი მხოლოდ მუსიკოსის დამსახურებაა.

კრავიცი აღიარებს, რომ ერთ დროს ინტერიერის დიზაინერობას აპირებდა, თუმცა ამისთვის მუსიკალური კარიერის მიტოვება ნამდვილად არ სურდა. მისი თქმით, დიზაინის სფერო მისთვის მხოლოდ სამოყვარულო დონეზეა. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი შრომის შედეგი ნამდვილად შესაშურია.

ოდესღაც, 200 წლის შენობაში ძვირადღირებული მაღაზია იყო, დიდი ვიტრინებით. ფასადი გამიზნულად დარჩა უცვლელი, ამიტომაც გვეჩვენება, რომ ნანგრევების უკან მხოლოდ უკაცრიელი და ჩამონგრეული ინტერიერი გველოება. თუმცა, როგორც კი მძიმე ფარებს გაწევთ და მათ უკან ლამაზ გისოსებს დაინახავთ, მაშინვე მიხვდებით, რომ სახლი შესანიშნავ მდგომარეობაშია.

სახლში სასტუმრო და სამზარეულო ერთ უზარმაზარ ოთახშია მოქცეული. მასში სივრცე საკმარისზე მეტია, რამდენადაც თავად ლენის არ უყვარს თავის მოქცევა საზღვრებში.

საძინებელი ლენიმ სხვენზე მოაწყო. ამ ოთახში მფლობელები ხვეულ კიბეს ამოჰყავს, სპეციალურად დაკვეთილი მოაჯირები და ღობეები კი სტუმრებისა და მფლობელების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ხის გალაქული იატაკი შესანიშნავ კონტრასტს ქმნის თეთრ საწოლთან.

რაღა დაგიმალოთ – ამხელა ჭაღის ქვეშ თავს კომფორტულად ნამდვილად ვერ ვიგრძნობდი. მსგავსი სანათი თეატრებისა და საკონცერტო დარბაზებისთვის უფროა შესაფერისი. სამაგიეროდ, ახლა უკვე მესმის, თუ რატომ შეარქვეს რეალტორებმა ლენი კრავიცის ყოფილ სახლს “ნამდვილი სასახლე”.

თუმცა, სახლის უკანა ეზო ნამდვილად კომფორტულად მოგეჩვენებათ, თავისი მრგვალი მაგიდითა და რბილი სავარძლებით, ინტერიერის მდიდრული და ცივი ატმოსფეროს შემდეგ. ალბათ, ლენიც აქ ისვენებდა ხოლმე ყოველდღიური საზრუნავებისგან.

მუსიკოსმა სახლი 900 000 დოლარად გაყიდა, ახლა კი მისი ფასი 1.5 მლნ დოლარს შეადგენს. თანაც, კლიენტებისთვის მთავარი მიმზიდველი ფაქტორი არა სახლის მდიდრული ინტერიერი, არამედ ისაა, რომ თავად ლენი კრავიცმა შექმნა იგი.