
ყველა დასახლებულ პუნქტში მოიძებნება 2-3 მიტოვებული შენობა, რომლებზეც მთელ ქალაქშია გავრცელებული საშიში ლეგენდები. ხშირად, გვხვდება უბრალოდ ნახევრად აშენებული სახლებიც, თუმცა, ხალხში ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს სწორედ მიტოვებული შენობები. ხანდახან, მიტოვებულ ნივთებზე ხომ მთელი ისტორიის მიწერა შეიძლება.
მსგავს სახლებს შორის, ერთი ყველაზე ცნობილია – დიდ ბრიტანეთში, ჰართფორდშირის საგრაფოში, მდებარეობს ე.წ. Crooked Cottage. 1971 წლამდე, იქ ცხოვრობდა ქალი, მამასთან ერთად და, შესაძლოა, მისი გარდაცვალების შემდეგ, 2003 წლამდე მარტო გააგრძელა ცხოვრება.
2012 წელს, ფოტოგრაფმა ტობი ბაჩელორმა გადაწყვიტა მთელ საგრაფოში ცნობილი სახლის მონახულება, იქ ნანახმა კი მამაკაცი გააოცა და ოდნავ შეაშინა კიდევაც. გაუჩნდა შეგრძნება, რომ დრო გაიყინა, ხოლო სახლი თითქოს თვით ისტორიამ მოიცვა.
ნივთების უმეტესობა ხელშეუხებლად დარჩა, თუ მტვერსა და ობობის ქსელებს არ ჩავთვლით, თუმცა, ეს მიტოვებული შენობების შეუცვლელი ატრიბუტებია.
სამზარეულოს ჭურჭელი, სავარძლები და სკამები, ველოსიპედი და პიანინოც კი – ყველა ამ ნივთს უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ადამიანის ხელი არ შეხებია.
საძინებელში აღმოჩნდა დიდი საწოლი, ძველი კომოდიდან კი უძველესი თეთრეული იხედება. კედლებზე ფოტოები და უბრალოდ ნებისმიერი წვრილმანი ყვება ისტორიას არაერთი ადამიანური სიცოცხლის შესახებ.
ზოგიერთი ნივთი უფრო ძველიც კია. მაგალითად, ორი გოგონას ფოტო დაახლოებით 50 წლის წინაა გადაღებული, ასევე, ფოტოგრაფმა იპოვა კალენდარი, რომელიც 1956 წლის დეკემბერს მიუთითებდა.
სახლის საძირკველი თითქმის სრულად განადგურებულია, სწორედ ამიტომაც მიიღო მან მოხრილი კოტეჯის სახელწოდება. მეორე სართულზე მხოლოდ ერთი – საძინებელი ოთახია.
სახლში, ასევე, იპოვეს წიგნი, დოროთეა ფერბრიჯის “დაუპატიჟებელი”, დაწერილი 1926 წელს. ასეტი რომანი მიტოვებულ საცხოვრებელს ნამდვილად უხდება.
თქვენ შეგიძლიათ ნახოთ პატარა ვიდეოც, რომელიც ტობი ბაჩელორმა შენობაში ყოფნისას გადაიღო.