
მშობლები ზრუნავენ თავიანთ შვილებზე საფენებიდანვე და, ხშირად, არ სურთ მათი გაშვება ზრდასრულ ცხოვრებაში, რომელიც საზრუნავებითაა სავსე. დედებისთვის 40 წლის შვილებიც პატარები არიან, რომლებსაც რჩევით, საკვებითა და ალერსით დახმარება სჭირდებათ.
ზოგიერთი ბავშვი პირიქით, სწრაფად იზრდება და ტოვებს მშობლების სახლს. 18 წლის ასაკში, იგი უკვე დამოუკიდებელი ადამიანია, რომელიც იპოვის საცხოვრებელს და არც შიმშილით მოკვდება.
კარენ და ჩიპ შუნოვერების ოჯახმა, სამხრეთ კაროლინაში, ოთხი შესანიშნავი ქალიშვილი აღზარდა. თუ სახლში ორი გოგონა მაინც გყავთ, მიხვდებით, თუ რა რთულია ამის გაკეთება.
კარენმა და ჩიპმა გაზარდეს, ასწავლეს და ფეხზე დააყენეს შვილები. საბოლოო ჯამში, ისინი მზად იყვნენ თავისუფალი ცხოვრებისთვის, რაც გააკეთეს კიდევაც, სრულწლოვნების ასაკს მიღწევის შემდეგ. ახლა ქალბატონები უკვე ზრდასრულები არიან და ყველას თავისი ცხოვრება აქვს, თუმცა, ხშირად იყრიან თავს სახლში, მშობლების სანახავად.
გასულ შობას, შუნოვერებმა ერთკვირიანი შვებულება აიღეს და სამოგზაუროდ წავიდნენ. მანამდე ამას ბავშვებთან ერთად აკეთებდნენ, თუმცა ახლა წყვილმა განმარტოება შეძლო.
სახლის მიხედვა გოგონებმა აიღეს საკუთარ თავზე. ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევებში ისინი შინაურ ცხოველებსა და საკეტებს აქცევდნენ ყურადღებას, თუმცა ამჯერად გოგონებმა გეგმა დასახეს. ისინი შეიკრიბნენ, რათა მშობლების სახლი გაერემონტებინათ.
იდეა ყველა დას ისე მოეწონა, რომ საქმეს დაუჯერებელი ენთუზიაზმით შეუდგნენ. რემონტში თავიანთი შეყვარებულებიც კი ჩართეს.
პირველ რიგში, გოგონებმა ყველაფერი ძველი მოიშორეს თავიდან. ასეთი კი ძალიან ბევრი რამ იყო: დედაც და მამაც ფრთხილები არიან და სახლში ყოველგვარ უსარგებლო ნივთს ინახავდნენ.
შემდეგ ძველი ავეჯის დრო მოვიდა, ისინი ახლებით ჩაანაცვლეს.
გოგონები კედლების ჩამონგრევას არ აპირებდნენ, თუმცა, მათ ჩამოხსნეს ძველი შპალერები და შეღებეს კედლები.
ყველაზე მეტი საქმე სამზარეულოში შეხვდათ. ძველი მოწყობილობებიც ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა, გაჩნდა ახალი ავეჯი და განათების სისტემა. ახლა კარენი მზარეულობას მთელი სიამოვნებით შეუდგება.
მშობლების საძინებელში ორი ძველი საწოლი იდგა. გოგონებმა გადაწყვიტეს, რომ მათი მოშორების დროც იყო, ხოლო დედ-მამას რაღაც უკეთესზე უნდა დაეძინათ. ახლა იქ ლამაზი ორსაწოლიანი დგას.
შვიდდღიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, სახლი შესანიშნავად გარდაისახა. გოგონები მშობლების დასახვედრად მზად იყვნენ.
როცა კარენი და ჩიპი მანქანიდან გადმოვიდნენ, მაშინვე იფიქრეს, რომ გოგონებმა უბრალოდ ეზო დაალაგეს. სახლში შესვლისას გაოცება ვეღარ დამალეს.
სარემონტო სამუშაოები და მშობლების დახვედრა მათ ვიდეოთი ჩაიწერეს. ეს შესანიშნავი იდეაა, რადგან მრავალი წლის შემდეგაც, მშობლებს ემახსოვრებათ, თუ რა შესანიშნავი საშობაო საჩუქარი გაუკეთეს ქალიშვილებმა.
თქვენ როგორ შეაფასებთ ამ გოგონების ნამუშევარს?