
ბინა, რომელზეც ახლა ვისაურებთ, 1985 წელს, კომუნისტების გადაწყვეტილებით, შეხვდა ერთ შეძლებულ ოჯახს. მფლობელებმა დაუყოვნებლივ გააკეთეს იმდროისთვის შესანიშნავი რემონტი და პარკეტიც დააფინეს.
თუმცა, როგორც ჩანს, რაღაც გეგმის მიხედვით არ წარიმართა. როცა 2018 წელს ბინა ერთმა ქალბატონმა შეიძინა, ძველად ელიტური საცხოვრებელი უკვე ათწლეულის მანძილზე ცარიელი იყო. საბჭოთა დროს გაკეთებული რემონტისგან მხოლოდ მოგონებაღა დარჩა. თუმცა, ბინის ახალი მფლობელი მტკიცე ქალბატონი აღმოჩნდა!
ერთი შეხედვით, სახლში ყველაფერი კარგად იყო. თუმცა, ახალმა დიასახლისმა სწრაფად აღმოაჩინა, რომ პარკეტი სულ გამომშრალა, კედლებს ბოლო ჩასუნთქვაღა დარჩენოდათ, ხოლო სადენები და მილები სასწრაფოდ შესაცვლელი ყოფილა.
რა თქმა უნდა, ძველი სტილი ნაგავსაყრელზე უნდა გამგზავრებულიყო, უვარგის ავეჯთან ერთად. როგორც ხედავთ, ადრე ბინა ძალიან ბნელი იყო და ხარახურა ლამის ჭერამდე სწვდებოდა. ქალს კი ნათელი, ტევადი საცხოვრებლის მიღება სურდა.
რემონტი მარტივი არ აღმოჩნდა. მილები სრულად გახდა შესაცვლელი და ეს ქვედა მეზობლებსაც შეეხო. საბედნიეროდ, მომავალი სამოთხის ზემოთ მხოლოდ სხვენი იყო, ამიტომ იქ ყველაფრის გამოსწორებამ მარტივად და უპრობლემოდ ჩაიარა. “ვერც კი წარმოვიდგენთ, რას ვიზამდით, ჩვენს ზემოთ კიდევ ორი საცხოვრებელი სართული მაინც რომ ყოფილიყო.” – გულწრფელად ამბობს ბინის პატრონი.
რემონტის პროცესში, სან.კვანძიდან ქვა-ქვაზე არ დარჩენილა, ყველაფერი ნულიდან უნდა გაკეთებულიყო. აბაზანის ნაცვლად, დაიდგა საშხაპე კაბინა, სარეცხი მანქანა ნიჟრის ქვეშ მოათავსეს, ხოლო სათავსოში რამდენიმე თარო საყოფაცხოვრებო ქიმიისთვისაც გამოინახა.
ძველი ვიწრო სამზარეულო კატეგორიულად არ მოსწონდა დიასახლისს. განახლებულ ბინაში, სამზარეულო მისაღებთან გააერთიანეს. გამოვიდა ელეგანტური, ღია და ნათელი სასადილო. აღვნიშნავთ, რომ ოთახის უშუალოდ სამზარეულოს ნაწილში ნიჟარა სპეციალურად ფანჯარასთან გადაიტანეს, რათა ოთახს მაქსიმალურად მიეწოდებოდეს მზის სხივები.
ბინის ახალ მფლობელს ძალიან უყვარს იტალია, კერძოდ, ვენეცია. მისაღების დივნის თავზე დაკიდებულია ქალაქის ზღვის პეიზაჟი, პოპულარული ბრიტანელი მხატვრის ნამუშევრის ასლი. ხოლო კედლის საფრის სახით, გამოიყენეს ვენეციური მოპირკეთება, არაგლუვი ზედაპირით.
ზომებში შემოსასვლელი ოთახიც გაიზარდა. ახლა სტუმრებს ფართო ოთახში ხვდებიან. აქაური კარადები, რეალურად, ძალიან ტევადია, თუმცა, რახან ავეჯი თეთრადაა შეღებილი, იგი ნაკლებად თვალსაჩინოა და ვიზუალურად არ აბრკოლებს სივრცეს.
ერთადერთი ოთახი, რომელშიც ნათელი ტონები მუქ ხესთან და იისფერთანაა შეზავებული – ესაა კაბინეტი, რომელშიც, ასევე, ჩვეულებრივ თავსდებიან დიდი ხნით მოსული სტუმრები. აქაური დივანიც სპეციალურად შეირჩა: მისი გაშლა საძილედ საჭირო არაა – უბრალოდ ბალიშები უნდა აიღონ.
როგორც ხედავთ, ბინის ახალმა მფლობელმა თავის მიზანს მიაღწია. ახლა მას საკუთარი სამოთხე აქვს, აღჭურვილი ყველაფერ აუცილებლით.