
ბოლო დროს პატარა, სტუდიოს ტიპის ბინები სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. მშენებლები ამტკიცებენ, რომ ერთი ადამიანის კომფორტული ცხოვრებისთვის საკმარისია 20 კვ.მ.-ზე ნაკლები საცხოვრებელი სივრცე. როგორც ჩანს, მათ თავად არასდროს უცხოვრიათ ასეთ პატარა სახლებში, თორემ ასე არ იტყოდნენ.
რეკლამებში კი მუდმივად აქებენ ასეთ პატარა ქოხებს, ამბობენ, რომ მარტოხელასთვის იგი იდეალურია. თურმე, რახან სივრცე პატარაა, არც ბევრი რამ იქნება დასალაგებელი, თანაც, არც ბევრი სიარული მოგიწევთ. ხოლო იმის შესახებ, რომ ტუალეტისა და სამზარეულოს სუნები საძინებელში შედის, არავინ საუბრობს.
როგორც ჩანს, ასეთი პატარა საცხოვრებლები ჯერ კიდევ მანამდე მოიფიქრეს, სანამ ბინა-სტუდიები მთელ მსოფლიოში გახდებოდა პოპულარული. სულ რაღაც 100 წლის წინ, ცხოვრობდა ბიჭი, რომელმაც დაუჯერებლად პატარა სახლი ააშენა და მასში ცოლთან ერთად იცხოვრა.
უცნაურ მამაკაცს ერქვა არტურ ვედენი და იგი წარმოშობით ინგლისიდან გახლდათ. თუმცა, სახლში ჯდომა დიდად არ სიამოვნებდა, ამიტომ იგი კანადის უკიდეგანო სივრცის დასაპყრობად გაეშურა. აღმოჩნდა, რომ ცხოვრებისთვის მას ძალიან ცოტა სივრცე სჭირდებოდა.
ეს მამაკაცი ქალაქ ტორონტოში დასახლდა, ყველაზე მეტად კი Day Avenue მოეწონა. არტური ხშირად დადიოდა აქ და ორ მეზობელ სახლს შორის შენიშნა სივრცე, რომელიც გამოუყენებლად მოეჩვენა.
ვედენი პროფესიით მშენებელი იყო, ამიტომ მის გენიალურ თავში აქ სახლის აშენების გეგმა გაჩნდა. ჩვეულებრივი ადამიანი იტყოდა, რომ იქ მხოლოდ ძაღლის ბუნაგის აშენება თუ შეიძლებოდა, თუმცა, ჩვენმა გმირმა მტკიცედ გადაწყვიტა ორ სახლს შორის არსებულ სივრცეში საკუთარი საცხოვრებელი ჩაედგა.
სახლზე მუშაობა 1912 წელს დაასრულა. იმ დროისთვის, იგი გარშემო ყველაზე პატარა სახლად ითვლებოდა და ახლაც ასეა. ბედნიერმა მფლობელმა თავის მეუღლეს მოჰკიდა ხელი და თავის სახლში გადაიყვანა საცხოვრებლად.
ეს სახლი სიგანეში 2, ხოლო სიგრძეში – 14 მეტრია. თითქოს, ეს უბრალოდ ვიწრო კორიდორია, რომელიც საცხოვრებლად მოაწყვეს.
სახლის აშენების მომენტიდან ცოლის გარდაცვალებამდე, არტურმა აქ 20 წელი დაჰყო, მას შემდეგ კი კიდევ 6.
2007 წელს გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც აუქციონზე ეს არქიტექტურული სასწაული 135 ათას დოლარად შეიძინეს. ახალმა მფლობელმა აქ კაპიტალური რემონტი გააკეთა და სახლი 179 ათას დოლარად გაყიდა.
გასაოცარია, რომ აქ, რაღაც სასწაულით, მოთავსდა სრულყოფილი სამზარეულო, მაცივრითა და ქურით. აქვეა მაგიდა და სკამები, რომლებიც იკეცება.
საწოლი, რა თქმა უნდა, გამოსაშლელია, იგი იმალება კედელში, რათა ოთახში გასასვლელი დარჩეს.
აქ სულ ორი ფანჯარაა – წინ და უკან.
თქვენ იცხოვრებდით ასეთ ვიწრო სახლში?