პირველად, 3 წლის განმავლობაში: გოგონამ თავისი ხალიჩა გაწმინდა და ეს მომენტი გადაიღო

სახლი – ეს ერთგვარი თავშესაფარია, რომელშიც ვისვენებთ პრობლემებისგან, ვიკრებთ ძალებს, ვდუნდებით და ვივიწყეთ იმ ყველაფრის შესახებ, რაც სახლის გარეთ ხდება. დასვენება მაქსიმალურად სასარგებლო რომ იყოს, მნიშვნელოვანია, რომ გარშემო ყველაფერი არამხოლოდ მყუდრო და ლამაზი, არამედ სუფთაც იყოს.

არ დაგავიწყდეთ რეგულარული სველი დალაგების აუცილებლობაზე. თუ ხალიჩები გაქვთ, აუცილებელია მათი მტვერსასრუტით დამუშავება კვირაში 1-7-ჯერ, ხალიჩის ტიპისა და ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით. ლაქების არსებობის შემთხვევაში, ამის გაკეთება რეკომენდებულია ყოველდღიურად.

ხალიჩების პროფესიული წმენდა წელიწადში 1-4-ჯერ უნდა ჩატარდეს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ხალიჩის გაწმენდა დაგროვილი და სინათლის სისწრაფით გამრავლებული მიკრობებისგან, ჩვენივე ჯანმრთელობის გულისთვის.

ჩვენი დღევანდელი გმირი გაბი დიდხანს უგულებელყოფდა პროფესიონალთა რჩევებს და ხალიჩა 3 წლის განმავლობაში არ გაუწმენდია. ამ პერიოდისთვის, ხალიჩამ შეიცვალა ფერი, მასში დაგროვდა მტვერი და ჭუჭყი, გაჩნდა ლაქები.

როცა გაბიმ, როგორც იქნა, გადაწყვიტა ხალიჩის გაწმენდა, მან თავისი მოქმედება ვიდეოზე ჩაწერა და იუთუბში ატვირთა. 2.6 მილიონ ადამიანზე მეტმა იხილა გოგონას სუფთა ხალიჩა.

შეადარეთ: მანამდე

და შემდეგ

ყურადღება გაამახვილეთ ხალიჩის გაწმენდილი და ჭუჭყიანი ნაწილების კონტრასტზე.

ხალიჩის რეგულარული წმენდა მტვერსასრუტითა და სპეციალური პირებით, რთულად მისაწვდომი ადგილებისთვის, გაბის ხალიჩას ამ მდგომარეობაში არ შეიყვანდა.

იმედია, აწი იგი უფრო ხშირად იზრუნებს თავისი სახლის სისუფთავეზე და დროულად გაწმენდს ზედაპირებს დაგროვილი ნაგვისგან. ეს კი ყველა ჩვენგანისთვის გაკვეთილია, რომ სისუფთავეზე დროულად უნდა ვიზრუნოთ.