
ჩვენს დროს სხვადასხვა ფერის, ფორმისა და დანიშნულების ახალი ჭურჭელი ყველასათვის ხელმისაწვდომია. ამიტომ, სამზარეულოს ინვენტარი, რომელსაც ასე საგულდაგულოდ ინახავდნენ ჩვენი ბებიები, უსარგებლო ხდება. თუმცა, ამდენი წლის განმავლობაში ნაფერები ჭურჭლის გადაყრა ხომ ბრალია! მაშინაც კი, თუ ბებიას ფაიფურის ფინჯანს, მაგალითად, უკვე სახელური მოსძვრა. ნუ გადაყრით, რატომ უნდა დაიკარგოს?
დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ რისი გაკეთება შეიძლება ძველი ჭურჭლისგან, თუ ძველ ნივთებს, რომელთა გადაყრას აპირებდით, ახალ სიცოცხლეს მიანიჭებთ.
დაათვალიერეთ ეს იდეები და, შესაძლოა, იპოვოთ ის, რაც შთაგაგონებთ.
ძველი ჭურჭლის გადაკეთება
1. ძველი საწრეტისგან ასეთი მოდური სანათის დამზადება შეიძლება.
2. დახვრეტილი ჩაიდნებისთვისაც შეიძლება ახალი სიცოცხლის მინიჭება.
3. ძველი კოვზების ნაკრები საკიდ კაუჭებად იქცევა.
4. ხოლო ძველი ჩამჩები სანათების სახით გამოიყენება, რომანტიკული ატმოსფეროს შესაქმნელად.
5. ასევე, სათქვეფის ქცევაც შეიძლება რაღაც განსაკუთრებულად.
6. ცომის საბრტყელებლები ისევ სამზარეულოში გამოგადგებათ, უბრალოდ სხვა როლში.
7. ერთადერთი საბრტყელებელიც ასეთ საინტერესო საკიდად იქცევა სამზარეულოს ხელსახოცებისთვის.
8. ვიღაცამ კი მოიფიქრა და ძველი კოვზები ბოსტნის მარკერებად გამოიყენა. ასეთი სანიშნეები არაერთ წელს მოგემსახურებათ.
9. როგორ მოგწონთ ასეთი მარტივი სასანთლეები?
10. ასეთი ქილის აბაჟურები კი ნებისმიერ გემოვნებიან ადამიანს მოეწონება.
11. სუფრის ხელსაწყოები სამზარეულოს კარადის სახელურადაც შეიძლება ვაქციოთ.
12. კიდევ უფრო საინტერესო სასანთლეები… მართალია, ცოტა უფრო მეტი რამის გაკეთება მოგიწევთ, მაგრამ ღირს.
13. ფაიფურის თავსახურები მითუმეტეს არ უნდა გადაყაროთ – მათგან წვრილმანების ორგანაიზერის დამზადება შეიძლება.
14. ძველი ჭიქებისგანაც შეიძლება სასანთლეების დამზადება.
15. ან შესანიშნავი მინი-სანათები შუქდიოდებით.
16. ძველი საბჭოთა ჭიქა კი საჭიქეში არაჩვეულებრივად გამოიყურება.
როგორც ხედავთ, საკმარისია ცოტაოდენი ფანტაზიის გამოვლენა, რომ სხვა ადამიანების იდეებით შთაგონდეთ და ძველი ჭურჭელი ახალ, საინტერესო ნივთებად აქციოთ.