რა მოვუხერხოთ ძველ, უვარგის ჭურჭელს

როგორც ფრანგები ამბობენ, კარგი ჭურჭელი – კარგი სადილის უპირველესი წინაპირობაა. თუმცა, ადრე თუ გვიან, ყველაზე კარგიც კი უვარგისი ხდება. ჩნდება ნაკაწრები, ბზარები, ზიანდება ემალი, რომლის ნაწილაკებიც შეიძლება საკვებში მოხვდეს.

როცა ქვაბები პირდაპირი დანიშნულებით გამოსაყენებლად ძალიან დაძველდება, მათ შეგიძლიათ ახალი სიცოცხლე აჩუქოთ დეკორატიული ელემენტებისა და სასარგებლო ნივთების როლში.

ძველი ქვაბებისგან ხელნაკეთობების დასამზადებლად, ცოტაოდენი მოთმინება და კრეატიული იდეები დაგჭირდებათ, რომლებსაც ახლა ჩვენ გაგიზიარებთ.

ძველი ჭურჭელი

1. უმარტივესი შესაბოლავი ჭურჭლის დასამზადებლად დაგჭირდებათ ძველი, უჟანგავი ლითონის ქვაბი და ქვაბების მეტალის დასადგამი (ისეთი, როგორიც ფოტოზეა).

დასადგამის დიამეტრი, ბუნებრივია, არ უნდა აღემატებოდეს ქვაბის დიამეტრს. ბადე ქვაბის ფსკერს რომ არ დაედოს, მოხსენით წრეებს შორის გადაბმა და დაღუნეთ ქვემოთკენ. გამოვა იმპროვიზებული ფეხები.

ახლა ბადე ქვაბში უნდა ჩაამაგროთ. ამისთვის გახვრიტეთ ქვაბის კედლებზე, თანაბარი ინტერვალებით, ხვრელები და ჩაამაგრეთ მათში რახნები, რომლებზეც ბადე უნდა მიამაგროთ.

2. სანათები ჩაიდნების, ქვაბებისა და სხვა ჭურჭლისგან – შესანიშნავი იდეაა!

3. ლაშქრობაზე წასვლა გინდათ, თუმცა სახარშავი არ გაქვთ? გაჩვენებთ, როგორ მოამზადოთ იგი ქვაბისგან.

ამისთვის მოხსენით ხრახნები და პლასტმასის სახელურები ქვაბს, შემდეგ მოათავსეთ დარჩენილ ხვრელებში მეტალის ტროსი, დაამაგრეთ ბოლოები.

4. ქვაბისგან დამზადებულ ნიჟარას დაკიდებთ იქ, სადაც გსურთ.

5. ძველი ქვაბებისა და ტაფების თავსახურები სამზარეულოს აქსესუარების საკიდად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

6. დახარჯეთ რამდენიმე საათი, რათა აგარაკზე უჩვეულო საყვავილე მოაწყოთ.

ყვავილების კონტეინერად შეგიძლიათ ძველი ემალირებული ქვაბების, თასებისა და უსარგებლო ჩაიდნების გამოყენება.

თუ უჟანგავი ფოლადის ან ემალის ქვაბი გაქვთ, გამოიყენეთ მკრთალი აეროზოლური საღებავი.

ფოლადსა და ემალზე რთულად ჩერდება სხვა საღებავები, მათ შორის, მეტალის საღებავებიც, ხოლო აეროზოლი უზრუნველყოფს საჭირო მოჭიდებას.

კიდევ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გადაყაროთ ძველი ჭურჭელი.