რატომ უნდა დაკიდოთ სახლში ბუნებრივი გირლანდები

დედაჩემი აივანზე ლიმონს, ფორთოხალსა და ლაიმს ზრდის. მე კი არამხოლოდ უმად მივირთმევ მათ, არამედ ვაშრობ ბატარეაზე ან ღუმელში, რათა სახლის მოსართავი ლამაზი დეკორაცია დავამზადო, ზამთრის დღესასწაულების შესაფერისი.

ხელსაქმოსნების აზრით, გამომშრალი ფორთოხალი, ლიმონი და გრეიფრუტი იმდენად ლამაზია, რომ ითხოვს კიდევაც ნაძვზის, კედლისა და ფანჯრის მორთვას. კრეატიულებმა მოიფიქრეს მრავალი ნაკეთობა მათგან: გვირგვინები, გირლანდები, ნაძვის საკიდები, თვითონ ნაძვებიც კი. კარგი ამბავი გვაქვს კატების მეგობრებისთვის: ეს ფუმფულა მავნებლები ამ დეკორაციებს ნამდვილად ვერ დააზიანებენ, რადგან ციტრუსის სუნი მათ არ მოსწონთ.

ბუნებრივი გვირგვინები და გირლანდები

დღეს ჩვენმა რედაქციამ თქვენთვის მოამზადა ციტრუსის დეკორაციების იდეების  შთამაგონებელი ნაკრები. დღესასწაულის არომატი მთელ სახლს მოედება და დღეიდან ღიმილით გაგეღვიძებათ.

1. ასეთი გირლანდებით შეგიძლიათ ორიგინალური საკიდების დამზადება კარებისა და ფანჯრებისთვის. ასეთი სილამაზის შესაქმნელად, უბრალოდ ააგეთ ყველა ელემენტი ძაფზე. ასევე, კომპოზიციაში შეგიძლიათ გირჩების, დაფნის ფოთლების, ქაღალდის ფიგურების, კენკრისა და სხვა ბუნებრივი მასალების ჩართვა.

2. დეკოკრაციის დასამზადებლად გამოგადგებათ ნებისმიერი ციტრუსი, ყველაზე ლამაზად კი საშუალო ზომის ნაყოფები გამოიყურება. ციტრუსი დაჭერით თხელ ნაჭრებად, ნაყოფის პერპენდიკულარულად – ასე ნაჭერი უფრო ლამაზი ჩანს. ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით, მოაშორეთ ჭარბი სითხე ორივე მარეს.

მომზადებული ციტრუსები ერთ ფენად დაალაგეთ ბადეზე ან საცხობ ფორმაზე (პერგამენტდაფენილზე) და შედგით ღუმელში. აცხვეთ 4 საათით 150 გრადუსზე, ზომების მიხედვით.

გადააბრუნეთ ხილი ყოველ 30 წუთში. თუ ციტრუსს 100 გრადუსზე გამოაცხოვთ, იგი უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ფერს, თუმცა თვითონ გამოშრობის პროცესს 6 საათი მაინც დასჭირდება. ასევე, შეგიძლიათ ხილის ბატარეაზე გამოშრობაც, თუმცა ამას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება.

3. ატმოსფეროს ქმნის დეტალები და არომატული წვრილმანები – გამომშრალი ფორთოხალი, ყავისფერი ჩხირები. დაამაგრეთ ისინი სახლის კედელზე, ცოცხის ან საკიდის სახით, ავეჯე ან სანათზე, და დატკბით სასიამოვნო პიკანტური სურნელებით.

4. ძალიან ლამაზად გამოიყურება სხვადასხვა ზომის ციტრუსის გვირგვინიც. არ დაგავიწყდეთ მათი კომბინირება სხვა სანელებლებთან და კონტრასტულ ნაყოფებთან.

5. ასევე, გამომშრალი ციტრუსი – ნაძვისთვის მზა სათამაშოა. უბრალოდ დაამაგრეთ მასზე ლენტა.

6. კიდევ რამდენიმე შესანიშნავი იდეა!

7. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ საკვებს არ ეთამაშებიან და, მითუმეტეს, კედლებზე არ კიდებენ. თუმცა, რატომ არ შეიძლება ამ წესის დარღვევა? დაამზადეთ გირლანდა ან საკიდი ციტრუსის ნაჭრებისგან, და სახლი გაივსება სასიამოვნო სურნელითა და განწყობით. ასევე, ასეთი ნაჭრებით შეგიძლიათ სანთლებისა და თვითონ სასანთლეების გაფორმებაც.

მოგწონთ საკუთარი ხელით სხვადასხვა ნივთის შექმნა? მაშინ იხილეთ კიდევ რამდენიმე შთამაგონებელი იდეა.