
მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება ტენდენცია – ბუნებრივი მასალების გამოყენება ინტერიერში. იცოდით, რომ სახლის გასაფორმებლად ჩვეულებრივი კუნძების გამოყენებაც შეიძლებოდა?
ნაკეთობები კუნძებისგან
კუნძების გამოყენება ინტერიერის დიზაინში სულ რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. მან ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და დღეისათვის კუნძები არამხოლოდ აქტუალური ტრენდი, არამედ გემოვნებისა და სტილის ნიშანიცაა.
კუნძი დაუჯერებლად პოპულარული და, ამავდროულად, იაფი ეკოლოგიური მასალაა. დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ საინტერესო იდეების ნაკრებს კუნძებისგან, როგორც ქალაქის სახლის, ისე აგარაკისთვის.
1. არსებობს მოსაზრება, რომ კუნძზე ჯდომა სასარგებლოც კია. ადრე, მათ სკამებად იყენებდნენ და განსაკუთრებულად არ აფორმებდნენ, სოფლებში ახლაც აკეთებენ ასე. თუმცა, ბინასა თუ სახლში შეგიძლიათ ასეთი ლამაზი სკამები მოამზადოთ და ამისთვის მოხერხებული ხელები და ფანტაზია დაგჭირდებათ.
2. უბრალოდ მიამაგრეთ ბორბლები და მიიღებთ შესანიშნავ სკამებს კუნძისგან. ასევე, შეგიძლიათ მოსახერხებელი ყავის მაგიდის გაკეთებაც.
3. როცა ბაღში საკმარისი რაოდენობით კუნძი დაგიროვდებათ, აქციეთ ისინი ლამაზ ლანდშაფტურ ელემენტად.
4. შესანიშნავი იდეა დერეფნისთვის და არამხოლოდ.
5. განსაკუთრებით ხშირად, ინტერიერში კუნძებს იყენებენ მაგიდის, ტუმბოსა და ჟურნალის მაგიდის სახით, ასევე, სააბაზანო ოთახის ავეჯადაც.
6. კიდევ რამდენიმე საინტერესო ვარიანტი.
7, ასევე, შეგიძლიათ კუნძის ჰორიზონტალური ნაჭრებით გააფორმოთ კედელიც. ასე შეიძლება მორთოთ როგორც მთელი კედელი, ისე მისი ცალკეული ნაწილიც.
მოგწონთ ბუნებრივი მასალების გამოყენება ინტერიერში? გთავაზობთ კიდევ რამდენიმე საინტერესო იდეას.