როგორ გავრეცხოთ დუტის ქურთუკი ისე, რომ მან კიდევ რამდენიმე სეზონს გაუძლოს

ბევრისთვის დუტის ქურთუკი ზამთრის გარდერობის არც ისე მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა, ნაყიდი ნივთის უბრალოდ გაფუჭება და გადაგდება არავის ესიამოვნებოდა. განსაკუთრებით, ისეთი მარტივი რამის გამო, როგორიც რეცხვაა. ხშირად, შემავსებლის ამოღება შესაძლებელია, თუმცა, ადრე თუ გვიან, მისი ჩალბობა საპნის ხსნარში მაინც მოგიწევთ. როგორ განვახორციელოთ აღნიშნული ქმედება ნივთის დაუზიანებლად?

თუ არ გინდათ, რომ საყვარელმა ქურთუკმა თავისი სასიამოვნო იერი დაკარგოს, მისი გარეცხვა საჭიროა საკმაოდ ხშირად, კვირაში დაახლოებით 3-4-ჯერ. ბევრი მათგანი, ვინც დუტის ქურთუკის გარეცხვა სცადა, ალბათ, შეხვედრია ისეთ პრობლემას, როგორიცაა შემავსებლის ბურთულები. მასთან გამკლავება, რეცხვის შემდეგ, შეიძლება  ხელებით. რა თქმა უნდა, ეს საქმიანობა დიდხანს წაიღებს. იმისათვის, რომ საქმე სხვადასხვა უსიამოვნო შედეგამდე არ მივიდეს, რამდენიმე ოპერაცია უნდა ჩაატაროთ.

პირველ რიგში, უნდა დარწმუნდეთ, რომ კონკრეტული ქურთუკის გარეცხვა შეიძლება. სპეციალურად ამისთვის, ხელთ უნდა გვქონდეს იარლიყი, რომელიც, წარწერებისა და ნახატების დახმარებით, მიგვახვედრებს, შეიძლება თუ არა ამ კონკრეტული ტანსაცმლის გარეცხვა.

შენიშვნა: ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება გარეცხვა ნივთებისა, რომლებსაც ტყავის, ზამშისა და ბეწვის დანართები აქვს და არ ეხსნება.

მეორე, რაც უნდა გააკეთოთ – მოამზადოთ ტანსაცმელი. თუ მასზე სერიოზული ლაქებია, დაამუშავეთ ისინი შესაფერისი მეთოდით. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ქურთუკის ხელახლა გარეცხვა არ მოგიხდეთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღია ფერის ნაკეთობის შემთხვევაში. მესამეც – გამოაბრუნეთ ქურთუკი და მოაშორეთ ბეწვეულის დანართი, თუ ასეთი აქვს.

მეოთხე – შეარჩიეთ რეცხვისთვის შესაფერისი საშუალება და რეჟიმი. არაა რეკომენდებული ქურთუკის რეცხვა ფხვნილებით, უმჯობესია, საქმეში თხევადი საშუალება ჩართოთ. საუკეთესო ვარიანტია სპეციალური შამპუნის შეძენა.რაც შეეხება რეჟიმს, იგი “დელიკატური” უნდა იყოს. წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 40 გრადუსს, ხოლო დაწურვის სიჩქარე – 600-800 ბრუნვას.

რჩევა: პროცესის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ სპეციალური სარეცხი ბურთები და ბურთულები.

მეხუთეც – ქურთუკი სწორად უნდა გააშროთ. უმჯობესია, გამოიყენოთ ჰორიზონტალური შრობის მეთოდი, რათა ქსოვილი არ გაიწელოს. გაშრობის შემდეგ ქურთუკის აფუებაში დაგეხმარებათ საფერთხი ჯოხი. უბრალოდ დაარტყით ქურთუკს იგი მთელი ძალით.

თქვენ როგორ რეცხავთ ასეთ ქურთუკებს?