რისი გაკეთება შეიძლება მეტალის საწოლისგან

სახლში ყველას გვაქვს ძველი ნივთები, რომლებიც გადასაყრელად გვენანება. თუ თქვენ შემოგრჩათ რკინის ზამბარიანი საწოლი, ნუ იჩქარებთ მის ჯართში ჩაბარებას.

ძველ რკინის საწოლებს, უმეტესად, ლამაზი საზურგეები აქვს, რომელთა გამოყენებას სახლისა თუ ბაღის მოსართავად შეიძლება. ასევე, საწოლი შეიძლება გამოიყენოთ რემონტის დროს, ბავშვების გასართობად ან ცხოველების დასაბინავებლად.

თუმცა, მოვლენებს არ გავუსწრებთ: რარიტეტული საწოლისთვის მეორე სიცოცხლის მინიჭების ამ და სხვა მეთოდების შესახებ ჩვენი რედაქცია ამ სტატიაში მოგიყვებათ.

რკინის საწოლი

1. რკინის საწოლისგან მიიღება მყარი და მოსახერხებელი ვოლიერი პატარა ცხოველებისთვის: კურდღლების, ქათმებისა თუ მწყრებისთვის.

2. საზურგეებისა და ზამბრების გამოყენება შეიძლება ვერტიკალური გამწვანებისთვის, ასევე, თუ შეუხედავი ადგილის, მაგალითად, კომპოსტური გროვის დაფარვა გსურთ. დარგეთ ხვიარა, სწრაფმზარდი მცენარე და შირმა მზადაა!

3.  თუ ბაღში დასვენება, წიგნის კითხვა ან უბრალოდ ოცნება გიყვართ, გაიტანეთ მატალის საწოლი ბაღში. საბედნიეროდ, ნესტი მას ვერ შეაშინებს.

4. საწოლის ლამაზი საზურგისგან შეგიძლიათ ღობისთვის კარიც გააკეთოთ. ეს ახალი იდეა ნამდვილად არაა და მას ხშირად იხილავთ ჩვენი სოფლების ღობეებზე.

5. ძველი რკინის საწოლი შესანიშნავი საყვავილეს როლსაც შეითავსებს. მისი ბორტები ზღუდეების ფუნქციას შეასრულებს, ხოლო საზურგეები ხვიარა მცენარეების საყრდენად გამოდგება.

6. კარგად შენახული ზამბრისგან შეგიძლიათ საბავშვო ბატუტი გააკეთოთ. რითი უნდა დააკავოთ ბავშვები, სანამ ზრდასრულები ნაკვეთზე მუშაობენ?

7. მეტალის ზამბრიან ჩონჩხზე შეიძლება ხახვისა და ნივრის გაშრობაც, მოსავლის აღების შემდეგ. ქვემოთ დაფენილი საფენი ბალახს გაზრდის საშუალებას არ მისცემს და ნაგავიც მასზევე დაიყრება.

8. იმპროვიზებული საცერი მიწისა და სილის გასაცრელად – შეუცვლელი ნივთი მათთვის, ვინც სახლს საკუთარი ხელებით აშენებს.

9. ხოლო ბაღის სკამის შექმნა რარიტეტული საწოლისგან მხოლოდ მოხერხებულ ადამიანს თუ შეუძლია.

თუ ამას გამოცდილი და უფრო მოხერხებული ადამიანი აკეთებს, მას შეუძლია ერთგვარი დივნის დამზადებას, ზამბრიანი საზურგითა და განიერი გალავნებით.

როგორც არ უნდა იყოს, ცხოვრებაში უამრავი ადგილია ფანტაზიისა და თამამი იდეებისთვის! ავეჯი და სასარგებლო მოწყობილობები ძველი საწოლისგან უნიკალური გამოგივათ და თან საოჯახო ბიუჯეტსაც დაგაზოგინებთ. თქვენს სახლში შემორჩა მეტალის საწოლი? თუ კი, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება მათ გამოყენებასთან დაკავშირებით.