
ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ელექტრობას და მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოგვიდგენია. უბრალოდ იფიქრეთ, თუ რამდენ ენერგიას მოიხმართ, როცა სამსახურისთვის ემზადებით. ჩაიდანი, ფენი, მიკროტალღური ღუმელი, ნათურა იქ, ნათურა აქ… საბოლოო ჯამში, ძალიან ბევრი გამოდის. შემდეგ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ქვითარზე ამოკითხული ციფრები შევიცხადოთ.
ფინანსების დასაზოგავად და რესურსების შესანარჩუნებლად, ისწავლეთ ელექტროენერგიის რაციონალურად გამოყენება. დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ 9 საშუალებას ენერგიის ეკონომიისთვის.
ელექტროენერგიის ეკონომია
1. დააყენეთ სახლში ენერგოეფექტური ნათურები
ერთი შეხედვით, ისინი ბევრს არ ზოგავს, თუმცა, საქმეში ისინი ძალიან ეფექტურია, რადგან, საშუალოდ, წელიწადში მხოლოდ 170 კვტ/სთ გამოდის. მართალია, ეს ნათურები ჩვეულებრივზე უფრო ძვირი ღირს, თუმცა უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და გაცილებით დიდხანსაც ძლებს. საერთო ჯამში, იგი ყველანაირად სჯობს ჩვეულებრივ ნათურას.
2. უარი თქვით ზოგიერთი ელექტრომოწყობილობის გამოყენებაზე
თითქოს, წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ბევრ ენერგიას არ მოიხმარს, თუმცა სწორედ ისინი ჭამენ ჩვენს ფულს. მაგალითად, თუ ელექტროჩაიდანს ჩვეულებრივით ჩაანაცვლებთ, საკმაოდ ბევრს დაზოგავთ. ასევე მოიქეცით სხვა წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან. იფიქრეთ, თუ რის გარეშე შეიძლება ცხოვრება.
3. ყურადღება გაამახვილეთ ენერგოეფექტურობის დონეზე
ახლა ნებისმიერ საყოფაცხოვრებო ტექნიკას აქვს ნიშანი, რომელიც იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად ენერგოეფექტურია მოწყობილობა. ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს მოწყობილობები ნიშნით G, ხოლო ყველაზე ნაკლებს – A++. ტექნიკისა და ნებისმიერი სხვა ელექტრომოწყობილობის შეძენისას, ყურადღება მიაქციეთ ამ ნიშნებს და დაზოგეთ თანხა სამომავლოდ.
4. ჩააქრეთ სინათლე ოთახიდან გამოსვლისას
ჩვევად შემოიღეთ შუქის გამორთვა მაშინ, როცა ოთახში არავინაა. მაშინაც კი, თუ იქ ეკონომ-ნათურები გიყენიათ, ელექტრობა მაინც მოიხმარება. სტატისტიკის მიხედვით, მოხმარებული ენერგიის 30% სწორედ ცარიელი ოთახების განათებას ხმარდება. დასკვნა თავად გამოიტანეთ.
5. არ დატოვოთ ტექნიკა ღამით შეერთებული
დატენილი ტელეფონი თუ კომპიუტერი ძილის რეჟიმში, შეერთებული შტეფსელში, აგრძელებს ელექტროენერგიის მოხმარებას. გამორთეთ მობილურები და კომპიუტერები ღამით შტეფსელებიდან. ეცადეთ, მობილურები დაძინებამდე დატენოთ. ესეც დაგეხმარებათ ელექტროენერგიის დაზოგვაში.
6. გამოიყენეთ ტექნიკა მაქსიმალურად ეფექტურად
ეს უმეტესწილად სარეცხის მანქანას ეხება. არ ღირს მისი ჩართვა ყოველდღე, ერთ ჯერზე 2-3 ნივთის გარეცხვისთვის. უმჯობესია დაელოდოთ, სანამ დაგროვდება გასარეცხი ტანსაცმელი, ან აირჩიოთ მოკლე რეჟიმი.
7. გამოიყენეთ ადგილობრივი განათება
ნათელი ჭაღის ნაცვლად, გამოიყენეთ პატარა სანათები. დადგით ისინი სახლის ყველაზე მნიშვნელოვან ადგილებში. განსაკუთრებით იქ, სადაც მუშაობა გიწევთ. ასე ნაკლებ ენერგიას მოიხმართ.
8. გამოიყენეთ დღის სინათლე მაქსიმალურად
დღის სინათლე – ელექტრობის დაზოგვის შესანიშნავი საშუალებაა. კარგი წესია ფარდების გახსნა, როცა გარეთ დღეა. განათავსეთ სამუშაო ადგილი ისე, რომ დღის შუქის გამოყენება შეძლოთ.
ერთი შეხედვით, ეს წვრილმანებია, თუმცა ამ რჩევების გათვალისწინებით თქვენ ნამდვილად დაზოგავთ ენერგიას. მთავარია, მიეჩვიოთ ასეთ მარტივ წესებს და რეგულარულად შეასრულოთ ისინი. რესურსების ეკონომიით, ჩვენ არამხოლოდ ფულს ვზოგავთ, არამედ დიდი წვლილი შეგვაქვს დედამიწის რესურსების რაციონალურ გამოყენებაში. იმედია, ეს მარტივი ხრიკები ყოფაცხოვრებაში გამოგადგებათ.