
XX საუკუნის შუა პერიოდში გერმანიაში დაიწყო სოციალური სახლების მასშტაბური მშენებლობა, რათა უსახლკაროებისთვის საცხოვრებლების პრობლემა გადაეჭრათ. ახლა ამ ქვეყანაში დაახლოებით 1.5 მლნ ასეთი სახლია, ხოლო საცხოვრებლის მისაღებად საკმარისია დაბალი შემოსავლის ცნობის წარდგენა და განცხადება იმის შესახებ, რომ საბაზრო ფასად იჯარის გადახდის შესაძლებლობა არ გაქვთ.
გასაოცარია მსგავსი სახლების მრავალრიცხოვანი კომფორტი. ისინი არა უბრალოდ სხვა ქვეყნების თვალის ასახვევად, არამედ რეალურად ადამიანებისთვის გაკეთდა. მოდერნიზებული ურნები, იატაკი გათბობით, ლიფტი სამსართულიან სახლებში: ეს სასიამოვნო ნიუანსების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომლითაც გერმანიის ღარიბი მოსახლეობა სარგებლობს.
ყველაფერი ხალხისთვის
სოციალური საცხოვრებელი – სახელმწიფოს საკუთრებაა და, პირველ პერიოდში, მაცხოვრებელთა ხარჯები ხელისუფლების მიერ იფარება, რითიც შეჭირვებულებს ფეხზე მყარად დადგომის საშუალებას აძლევს. “ასეთი ბინის დაქირავება 500 ევრო ღირს, თუმცა, სანამ რეზიდენტები შესაფერისი ანაზღაურების მქონე სამსახურს არ იშოვიან, იჯარისა და კომუნალური მომსახურების საფასურს მთლიანად სახელმწიფო ფარავს.”
სახლს სითბოს საქაჩი ათბობს. თითოეულ ბინას აქვს ცალკეული ადგილი სარდაფში, რომელიც საწყობის როლს ასრულებს. გარდა ამ ყველაფრისა, ასეთი სახლები ქსელშიც ჩართულია. “აქ ინტერნეტი ოპტიკურბოჭკოვანია.”
უნდა აღინიშნოს რომ პირველ პერიოდში, სოციალური საცხოვრებლების რეზიდენტები არამხოლოდ უფასოდ ცხოვრობენ, არამედ ყოველთვიურად იღებენ რამდენიმე ასეულ ევროს სახელმწიფოსგან, კვებისა და მსგავსი ხარჯებისთვის. სამწუხაროდ, ყოველწლიურად ასეთ ბინაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, ამიტომ ადამიანებს წლობით უწევთ იქ შესახლებისთვის ლოდინი.
ზოგიერთი მოხერხებული ადამიანი აქ ათწლეულების მანძილზე ცხოვრობს. “ჩემი ერთი ნაცნობი უკვე 13 წელია, რაც სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს, ებრაული ხაზით მოვიდა. 2 წელი მუშაობდა, შემდეგ სამსახური ვეღარ იპოვა და მთელი ამ დროის მანძილზე გერმანია მას ერთოთახიანი ბინისა და სამედიცინო დაზღვევის ფულს უხდის.”
ბინები განსხვავებულია. ვიღაცას უფრო მეტად უმართლებს, ვიღაცას – ნაკლებად. ჩვეულებრივ, ბინა ჩვეულებრივ საშუალოსტატისტიკურზე ოდნავ პატარაა, თუმცა, თუ ცხოვრების სიიაფეს გავითვალისწინებთ, ასეთ თავისებურებასთან შეგუება შეიძლება.
რა თქმა უნდა, გერმანიაშიც არსებობენ უსახლკაროები, რომლებიც იძულებული არიან, ღიაცისქვეშ იცხოვრონ. თუმცა, თუ ადამიანს ცხოვრებაზე ხელი არ ჩაუქნევია, აქვს მუშაობის სურვილი და დროებით საჭიროებს დახმარებას, გერმანელები დიდი სიამოვნებით უწვდიან მას დახმარების ხელს.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას. რომ სოციალური საცხოვრებელი ყველას არ ჰყოფნის. თავის დროზე, გერმანიის ხელისუფლება იძულებული გახდა, გაეყიდა მილიონოვით ასეთი ბინა საგარეო ვალების დასაფარავად და ეკონომიკის შესანარჩუნებლად. მიუხედავად ამისა, ღარიბი მოსახლეობის ბინების მშენებლობა დღემდე გრძელდება.