10 ყოველდღიური საქმიანობა, რომლებსაც აქამდე ყოველთვის არასწორად აკეთებდით

არავის უყვარს იმის მოსმენა, რომ იგი რაღაცას არასწორად აკეთებს.

თუმცა, ხანდახან, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის შესრულება შესაძლებელია იმაზე გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივ, თუ მარტივი ხრიკები გვეცოდინება.

1. ლეიკოპლასტირი თითზე

არსებობს მარტივი ხრიკი, რომელიც ლეიკოპლასტირს უფრო დიდხანს გააჩერებს თითზე: გაჭერით მისი ორივე წებოვანი ნაწილი გრძლად, ორ ნაწილად, რათა ორი ნაწილის მაგივრად ოთხი მიიღოთ. შემდეგ დააწებეთ ისინი ერთმანეთზე.

2. ფისტები

ნუ დაიმტვრევთ ფრჩხილებს ფისტის გახსნის მცდელობისას. ამის ნაცვლად, გაწმინდეთ ის თხილი, რომელიც ყველაზე უფრო გახსნილია. შემდეგ კი ეს ნაჭუჭი სხვა ფისტების გასახსნელად გამოიყენეთ.

3. ნემსი და ძაფი

ძაფში ნემსი სწრაფად რომ შეიყვანოთ, დაიდეთ ძაფი ხელის გულზე, მის წინ კი მოათავსეთ ნემსი. შემდეგ სწრაფად გადააადგილეთ ძაფი ნემსის ყუნწისკენ.

4. ქათმის დაქუცმაცება

სალათისთვის ქათმის ხორცის თითებით დაქუცმაცება დიდ დროს წაიღებს. გამოიყენეთ მიქსერის მინიმალური სიმძლავრე – იგი ქათამს იდეალურად დააქუცმაცებს.

5. ტანსაცმლის დაუთოვება

არ იჩქაროთ უთოს აღება. აიღეთ ყინულის კუბები და მოათავსეთ იგი ტანსაცმელთან ერთად საშრობში 10 წუთით, ყველაზე ცხელ რეჟიმზე. შედეგად, ყინული დადნება, ხოლო ორთქლი ტანსაცმელს “დააუთოვებს.”

6. ფორთოხლის გაფცქვნა

უბრალოდ დანით მოჭერით ფორთოხალს ზედა და ქვედა ნაწილები, შემდეგ გააკეთეთ 5-6 ჭრილი გვერდებზე. ფორთოხალი უნდა გაიხსნას პირდაპირ ლებნებად, რომლებიც მოხმარებისთვის მზადაა.

7. ყველის სახეხი

ადამიანთა უმეტესობა მაგიდაზე სახეხს ვერტიკალურად დებს, თუმცა, სცადეთ მისი დადება ჰორიზონტალურად და ყველი ასრიალეთ მარჯვნიდან-მარცხნივ, არა ზემოთ-ქვემოთ.

8. პურის დაჭრა

თუ პური ახალია, კბილანებიანი დანა ვერ დაგეხმარებათ. ამ შემთხვევაში, გადააბრუნეთ პური უფრო მყარ მხარეს და დაიწყეთ დაჭრა – ნაჭრები თანასწორი და ბრტყელი გამოვა.

9. თოვლის გაწმენდა

თოვლი ნიჩაბს რომ არ ეწებებოდეს, წაუსვით მას ავტომობილის ცვილი ან მიმწვრის საწინააღმდეგო საშხეფი.

10. დამსხვრეული შუშების ალაგება

აიღეთ ერთი ნაჭერი პური, ოდნავ დაალბეთ წყლით და აალაგეთ შუშები მისი გამოყენებით.

თქვენ გაქვთ ასეთი ხრიკები? გაგვიზიარეთ კომენტარებში.