
ჩვეულებრივ, ჩვენთვის ხრუშოვკები ასოცირდება ძველ, იაფფასიან საცხოვრებელთან. პოსტ-საბჭოთა ქვეყნების საცხოვრებელი ფონდის ძალიან დიდ ნაწილს სწორედ ასეთი სახლები წარმოადგენს. ხრუშოვკა, ხშირად, გაცვეთილი ბინაა პატარა ოთახებით, 30 წლის წინანდელი რემონტითა და ძველი, საბჭოთა ავეჯით.
თუმცა, თუ ამის საშუალება და დრო გაქვთ, ასეთი საცხოვრებლისთვის მეორე სიცოცხლის მინიჭებაც შეიძლება. ხარისხიანი თანამედროვე რემონტი და ახალი, კომფორტული ავეჯი გულისამრევ ბუდეს რადიკალურად გარდასახავს.
ასე, შეძლებულმა ოჯახურმა წყვილმა, ორი ბავშვით, შეიძინა განადგურებული ბინა. ხრუშოვკის ერთადერთი თავისებურება გახლდათ ის, რომ მასში უფრო მეტი ბინა იყო: ყველასათვის ნაცნობი ერთოთახიანი და ოროთახიანი ბინის ნაცვლად, ჩვენს გმირებს ოთხოთახიანი დაგეგმარება დახვდათ.
გადაწყვიტეს, ბინა დღეისათვის მოდურ სკანდინავიურ სტილში გაერემონტებინათ. მას გამოარჩევს მინიმალიზმი, ნათელი ფერები, მარტივი, სწორი ხაზები, ფუნქციურობა და ნატურალური მასალებისთვის უპირატესობის მინიჭება.
მისაღები ოთახი
აივანზე გამავალი მისაღები ოთახი მინიმალურად აღჭურვეს. აივნის კარი და ფანჯრები ვიზუალურად დაფარეს ფარდებით, კედლის გასწვრივ თანამედროვე დივანი მოათავსეს, ხოლო მის პირდაპირ პლაზმური ტელევიზორი დაკიდეს. აქცენტისთვის შეიძინეს მოდური დასაკიდი სავარძელი მკრთალი ლურჯი ფერის რბილი ბალიშით.
საბავშვო ოთახი
ორი პატარა ოთახი გააერთიანეს და ფართო საბავშვო ოთახად აქციეს. აქ მოაწყეს თამაშებისა და სხვადასხვა საბავშვო საქმიანობის ზონა. როგორც მთელ ბინაში, ძველი ფანჯრები მეტალო-პლასტმასით ჩაანაცვლეს.
საძინებელი ოთახი
შედარებით პატარა კუთხის ოთახი მშობლების საძინებლად იქცა. თუმცა, რამდენადაც ოჯახს ორი ძალიან პატარა შვილი ჰყავს, საბავშვო საწოლებიც ამ ოთახში დაიდგა. ასე მშობლებს გაუმარტივდებათ ბავშვებისთვის ყურადღების მიქცევა. მომავალში, როცა ბავშვები წამოიზრდებიან, საძინებლების განლაგება შეიძლება შეიცვალოს, რათა თითოეულს თავისი პირადი სივრცე ჰქონდეს. საბედნიეროდ, ოთახების რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა.
სამზარეულო ოთახი
სამზარეულო ძირფესვიანად გაათანამედროვეს. ოთახი პატარაა, თუმცა, ავეჯისა და ტექნიკის რაციონალური განლაგების წყალობით, იქ მომზადება და მთელი ოჯახის შეკრება კომფორტული საქმიანობაა.
საწყობი
საწყობი ნამდვილად ძალიან საჭირო ოთახი აღმოჩნდა. რამდენადაც სკანდინავური სტილი მინიმალიზმს მოითხოვს, ტანსაცმლის დიდი ნაწილის დამალვა სწორედ ამ პატარა ოთახში შეიძლება. ასე გამოვიდა საკმაოდ მყუდრო და მოსახერხებელი გარდერობი, თანაც ბინაში ხარახურა არსაც ყრია.
შედეგად, ოჯახმა მიიღო ძალიან მოდური და თანამედროვე საცხოვრებელი, რომელიც არაფრით ჩამორჩება ახალაშენებულ ბინებს. რა თქმა უნდა, ასეთი კაპიტალური რემონტისთვის სერიოზული თანხაა საჭირო, თუმცა, ძველი საბჭოთა ბინების დაბალი საწყისი ფასი ეკონომიის საშუალებას ნამდვილად იძლევა. ახალაშენებულ კორპუსებში ხომ 1 კვ.მ. გაცილებით უფრო ძვირი თირს, ვიდრე ხრუშოვკაში, თუმცა რემონტის გაკეთება ორივეში დაგჭირდებათ.
ასეთი საკმაოდ სერიოზული რემონტის გაკეთება დამოუკიდებლადაც შეიძლება. თუ ბინის მფლობელი მოხერხებულია, აქვს დიდი ფანტაზია, შეუძლია თავისი საცხოვრებელი ძალიან იაფად გაათანამედროვოს.