
რემონტი – როგორც წესი, საკმაოდ ძვირადღირებული, შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. თუმცა, თუ ნებისყოფასა და მოხერხებულობას გამოიჩენთ, რამდენიმე კვადრატულ მეტრსაც ძალიან მყუდრო ბუდედ აქცევთ.
ბიჭმა, სახელად პავლემ, გადაწყვიტა თავისი 5-კვადრატულმეტრიანი სამზარეულოს გარდასახვა, საკუთარი ხელებით ისე, რომ ფული დაეზოგა. მან ეს ოთახი არამხოლოდ ფუნქციურად გააუმჯობესა, არამედ ზედმეტი ნივთებისგანაც გაათავისუფლა.
პავლე ამ საქმეს გონივრულად მიუდგა და ზედმეტი არაფერი დაუმატებია. მან შეძლო იმ ყველაფრის განთავსება, რაც საკვების მოსამზადებლად და კომფორტული ცხოვრებისთვის დასჭირდებოდა.
რამდენადაც ბინას ძველი ხრუშოვკა წარმოადგენდა, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პავლემ იატაკის საფარი უშუალოდ ბეტონამდე აყარა.
შემდეგ, მან ექსტრუდირებული ქაფპოლისტიროლის ორსანტიმეტრიანი ფირფიტები დააგო ფილის წებოს გამოყენებით.
მათზე, დუბელების გამოყენებით, მიამაგრა 10-მმ-იანი OSB ფირფიტები.
ამით იატაკის საფართან მუშაობა თითქმის დასრულდა: მხოლოდ ლინოლეუმის დაგებაღა დარჩა.
ასევე, პავლეს გეგმებში შედიოდა შეკიდული ჭერიც. მას შემდეგ, რაც ყველაფერი მოიფიქრა, დაიწყო მეტალის ჩონჩხის აწყობა და ასეთი რამ გააკეთა: გრუნტი და შეღებვა ორ-ორჯერ, თაბაშირმუყაოს აკვრა, სამჯერ გაგლესვა და შებათქაშება.
დესერტად სანათების დამონტაჟება მოიტოვა.
როცა იატაკი და ჭერი დამზადდა, პავლემ ავეჯზე ფიქრი დაიწყო.
მის სამზარეულოს L-ისებრი დაგეგმარება ჰქონდა.
ფანჯრის მიმდებარე ტერიტორია, გადაწყვიტა, სამუშაო ზონად ექცია, ამიტომ რაფა მთლიანად მოხსნა.
შეუკვეთა 38 მმ სისქისა და 90 მმ სიგანის სამზარეულოს ზედაპირი. პავლემ შეიძინა ოთხმეტრიანი ფირფიტა, რომელიც მაგიდისთვისაც მოიტოვა.
ციცქნა სამზარეულოსთვის მზა ავეჯი ვერ იპოვა, ამიტომ ბიჭმა დახმარებისთვის თავის ნაცნობს მიმართა. პავლეს ესკიზებზე დაყრდნობით, მოამზადეს დაფები, ხოლო ნაცნობმა უკვე ააწყო ავეჯი.
აქ საკმაოდ ცოტა კარადა გამოუვიდათ, თუმცა სამზარეულოს ზომებისთვის ისინი ნამდვილად საკმარისია. ასევე, აქვეა სასადილო ზონა და მაგიდა ნოუთბუქისთვის, რომელიც იშლება. მისი გამოყენება სამზარეულოს გარეთაც შეიძლება.
დასაკიდი კარადები ახალგაზრდამ მეტალის პროფილებზე დაამაგრა. სარემონტო სამუშაოების შედეგი შთამაგონებელია.
პავლე თვლის, რომ ოთახი გაცილებით უფრო ეფექტურად გამოიყურება, როცა ქვედა ნაწილი ზედაზე უფრო მუქია.
კედელზე, ქურის მოპირდაპირე მხარეს, პავლემ თაროები დაკიდა, რომლებზეც არამხოლოდ ჭურჭელს, არამედ სამხატვრო და კულინარიულ ლიტერატურასა და სუვენირებს ინახავს.
გამოსაწევი მაგიდა ძალიან მოსახერხებელია: შეგიძლიათ, საკვების მომზადების დროს პარალელურად ნოუთბუქთანაც იმუშაოთ.
პავლემ ფარდებს ჟალუზები ამჯობინა: ისინი მზისგანაც დაიცავს და ფანჯრიდან ხედს არ ფარავს.
აი, ასეთი ფუნქციური სამზარეულო შეიძლება მიიღოთ, მიუხედავად მცირე ფართისა. მთავარია, გამოავლინოთ მოხერხებულობა და ფანტაზია.