მეცნიერებმა ჯუნგლებში შემთხვევით მაიას ტომის მიტოვებული დასახლება აღმოაჩინეს. არც მეტი, არც ნაკლები, 60 000 სახლი

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, არქეოლოგები სულ უფრო მეტ აღმოჩენას აკეთებენ. ახლანდელი მეთოდები აძლევს მათ მიწის ფენების, ოკეანეების სიღრმეებისა და მაღალი მთების ფენების შესწავლის საშუალებას, ხოლო ლაქერის გამოგონება ნამდვილ რევოლუციად ითვლება კვლევების დარგში.

ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა გვატემალას ჯუნგლების საგულდაგულო სკანირება ჩაატარეს, ლაზერული ტექნოლოგიის გამოყენებით ვირტუალურად წაშალეს ტროპიკული ხეების სქელი ფენა. ნანახმა მკვლევარები გააოგნა – მათ წინაშე მაიას ცივილიზაციის უძველესი ნანგრევების სურათი გადაიშალა.

ამ აღმოჩენის შემდეგ, ისტორიის სახელმძღვანელოების გადაწერა გახდება საჭირო, რადგან მაიას ცივილიზაციის რიცხობრიობა, რომელსაც აქამდე 5 მილიონ ადამიანად აფასებდნენ, ახლა უკვე 10-15 მილიონ ადამიანს უდრის! გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ უძველესი ხალხების წარმომადგენლები ცხოვრობდნენ ჭაობიან დასახლებებში, რომლებიც უფრო ადრე ცხოვრებისთვის უვარგისად ითვლებოდა.

მეცნიერებმა იპოვეს 60 000-ზე მეტი სახლი, ასევე, მორწყვის განვითარებული სისტემები, გზები, კარიერები და სასახლეები. “აღმოჩენამ მიგვახვედრა, რომ ისტორიკოსები ამ ცივილიზაციის ხალხთა რიცხობრიობასა და განვითარების დონეს შესაბამისად ვერ აფასებდნენ.” – ამბობს ტომას ჰარისონი, აღმოჩენის ერთ-ერთი ავტორი.

პროექტის ფარგლებში დაასკანერეს 2 კმ² ტერიტორია, რომელზეც მაიას ცივილიზაცია 1200 წლის (ან მეტის) ხნის წინ ცხოვრობდა. მეცნიერები თვლიან, რომ განვითარების დონით მაიას ცივილიზაციის შედარება ძველ საბერძნეთთან და ჩინეთთან შეიძლება.

-“აქამდე ვთვლიდით, რომ ტროპიკული ცივილიზაცია შიმშილით სიკვდილისთვის იყო განწირული. თუმცა, ახლა გავიგეთ, რომ მათ იპოვეს განვითარებისა და ჯუნგლებიდან გამოსვლის გზა.” – თქვა გვატემალას, კანუტოს ჯუნგლების ერთ-ერთმა მკვლევარმა.

ყოველწლიურად, კაცობრიობა სულ ახალ-ახალ ისტრორიულ აღმოჩენას აკეთებს. შესაძლოა, მომავალში ჩვენ გველის აქამდე უცნობ ტომებთან და ხალხებთან შეხვედრაც.