
პოლიმერული მასალების გაჩენასთან ერთად, მათი პოპულარობა სულ უფრო იზრდება. თუმცა, მიუხედავად პლასტმასის უპირატესობებისა, სწორედ ის იქცა ხომალდად, რომელსაც კაცობრიობა რეალურ ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანს: მსოფლიო ოკეანეს აბინძურებს უზარმაზარი ნაგვის ლაქები, რომლებიც, ძირითადად, სწორედ დაუშლელი პლასტმასის პაკეტებისა და ბოთლებისგან შედგება.
ბოლო წლებში სიტუაცია ძალიან სახიფათო გახდა და მსოფლიო საზოგადოებამ ამასთან ბრძოლა გადაწყვიტა. ერთ-ერთი პროექტი, რომლის ეფექტურობაც უკვე შეამოწმეს, არის ახალგაზრდა ნიდერლანდელი ენთუზიასტის ნაშრომი. არ შეშლიათ: მისი “ნაგავმჭერი” უკვე საქმეს შეუდგა და წარმატებით ანადგურებს პლასტმასის კუნძულებს.
ე.წ. პლასტმასის ლაქების პრობლემა მსოფლიო ოკეანის ავზში უკვე დიდი ხანია, გლობალური მასშტაბის გახდა. თუმცა, ალბათ, ყველაზე შემზარავი სიტუაცია, წყლის რესურსების დაბინძურებასთან დაკავშირებით, წყნარ ოკეანეშია. მის აკვატორიაში, კალიფორნიისა და ჰავაის კუნძულებს შორის, ცურავს პლასტმასის ნარჩენებისგან შემდგარი უზარმაზარი ლაქა, რომლის ზომებიც, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდია – იგი საფრანგეთის ფართობს სამჯერ აღემატება. გასულ წელს გლობალური დაბინძურების პრობლემა, კერძოდ, ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე, ყველაზე სერიოზულად განიხილებოდა.
სწორედ ამ მომენტში, საზოგადოების ყურადღება მიიპყრო პროექტმა, სახელად The Ocean Cleanup (ოკეანის გაწმენდა). და, არავის შეუწუხებია, რომ ამ პროექტის ავტორი, ნიდერლანდელი ენთუზიასტი ბოიან სლატი, თავისი იდეის პრეზენტაციის დროს, 2012 წლის TED-კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხოლოდ 18 წლის იყო.
დღეს ახალგაზრდა დამპროექტებელი 25 წლისაა, თუმცა დღემდე თავისი დიდი, კეთილშობილური ოცნების ერთგულია: გაწმინდოს წყნარი ოკეანე პლასტმასის ნარჩენებისგან. მისი პროექტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ “დიდ წყალს” სავსებით შეუძლია საკუთარი თავის გაწმენდა ნაგვისგან, უბრალოდ ადამიანები მას ცოტათი უნდა დავეხმაროთ. ბოიანმა მოიფიქრა უნიკალური სისტემა, რომელიც მოიცავს 600-მეტრიან ტივტივასა და 3 მეტრის სიღრმის “ქვედა-ბოლოს”.
ავტორის ჩანაფიქრის თანახმად, The Ocean Cleanup-მა უნდა შეაგროვოს პლასტმასის ნარჩენები, რომლებიც გარკვეული მიმართულებით მოძრაობს, ოკეანის დინების მიხედვით. სწორედ ამ დინებების რუკების დახმარებით შეიძლება ნაგვის ლაქების მოძრაობის ტრაექტორიის გამოთვლა და გზად ამ სისტემის დახვედრება.
ასეთი კონსტრუქცია საშუალებას იძლევა, დაიჭიროს ის ნაგავიც, რომელიც წყალქვეშ ცურავს, და ისიც, რომელიც ოკეანის ზედაპირზე ტივტივებს. თავისი არსით, სლატის სისტემა უზარმაზარი ხაფანფია, რომელიც იჭერს ნარჩენებს მომავალი ტრანსპორტირებისთვის ხმელეთზე, სადაც მათ უტილიზება ელით. პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ ერთ ასეთ “ტივტივას”, რომელსაც System 001 ეწოდება, შეუძლია წელიწადში 15 ათასი ტონა პლასტმასის დაჭერა.
მიუხედავად იმისა, რომ, საბოლოო ჯამში, პერსპექტივის მქონე პროექტს გზა მისცეს, დამპროექტებლები, ბოიან სლატის მეთაურობით, თავიანთი ოცნების ასრულების გზაზე, მრავალ უსიამოვნებასა და სირთულეს წააწყდნენ, რაც გასაკვირი არაა, თუ მათი პროექტის უნიკალურობას გავითვალისწინებთ.
ხაფანგის გამოცდის პირველი მცდელობა არც ისე წარმატებული აღმოჩნდა: გაირკვა, რომ ტივტივა ზემოთ ძალიან დაბალია და პლასტმასს, რომელიც წყლის ზედაპირზე ტივტივებს, სისტემა ვერ იჭერს. The Ocean Cleanup გადააკეთეს, რის შემდეგაც ტივტივას სიმაღლე საკმარისი გახდა.
გარდა ამისა, გაჩნდა თვითონ სისტემის მოძრაობის პრობლემაც. საქმე ისაა, რომ, დამპროექტებლების ჩანაფიქრის მიხედვით, The Ocean Cleanup, დაპროექტებული მოძრავი სანაპირო ზოლის ტიპით, უნდა მოძრაობდეს უფრო ნელა, ვიდრე თავად ნაგავი. თუმცა, გამოცდის დროს აღმოჩნდა, რომ ტივტივასა და ლაქების სიჩქარე თითქმის თანაბარია. თუმცა, ავტორები ამ პრობლემასაც გაუმკლავდნენ: სისტემა “შეანელეს” პარაშუტული ღუზის გამოყენებით და მისი ეფექტურობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა.
შეცდომების გამოსწორების შემდეგ, ჩატარდა განმეორებითი გამოცდა, რომელმაც დამაიმედებელი შედეგები აჩვენა, პროექტის აღიარებამ კი არ დააყოვნა: 2019 წლის 2 ოქტომბერს, როტერდამში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ბოიან სლატმა განაცხადა, რომ The Ocean Cleanup ნაგვის ლაქების მოშორების პირველ დავალებას წარმატებით გაუმკლავდა.
-“ახლა ჩვენ გვაქვს ავტონომიური სისტემა დიდ წყნაროკეანულ ნაგვის ლაქაში, რომელიც ოკეანის ბუნებრივ ძალებს იყენებს პლასტმასის ნარჩენების პასიურად დაჭერისა და შეგროვებისთვის.” – თქვა 25 წლის ჰოლანდიელმა.
პროექტის ავტორები მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებენ: მუშაობის მასშტაბის გასაზრდელად, კიდევ რამდენიმე სისტემის წარმოების გარდა, პროექტორებმა უკვე დაიწყეს ახალი თაობის მოწყობილობაზე – System 002-ზე – მუშაობა. თუმცა, მანამდელ დამსახურებასაც წინსვლად მიიჩნევენ.
პროექტ The Ocean Cleanup-ის მონაწილემ, რეიდერ დე ფეიტერის თქმით, მათ იპოვეს სამი ძირითადი პრობლემის გამოსავალი “პირველ რიგში, ჩვენ გავიგეთ, რომ შეგვიძლია სხვაობის შექმნა ტივტივასა და ნაგვის სიჩქარეებს შორის. მეორეც, ჩვენ შევძელით პლასტმასის შეკავება. მესამეც, ჩვენ შევძელით ყველა ზომის პლასტმასის შეკავება. ამ სამი პრობლემის გათვალისწინებით, ჩვენ თამამად და სიამოვნებით ვამბობთ, რომ ახლა ოკეანის ბუნებრივ ძალებს ვიყენებთ პლასტმასის ნაგვის შესაგროვებლად. ოკეანე ყველაფერს თავისით აკეთებს. ინჟინერული თვალთახედვით, ეს დიდი წარმატებაა!”
ოკეანის დაბინძურების პრობლემა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია: მისი გადაწყვეტის გარეშე ხომ ჩვენ ძალიან მალე დავკარგავთ ულამაზეს წყალქვეშა სახეობებს, რომელთა რაოდენობა დღეს უკვე საგრძნობლად შემცირებულია.