
ვერასდროს ვიტანდი მწვანე ოთახებს. მახსოვს, რა ცუდად ვგრძნობდი თავს ქიმიის გაკვეთილებზე: შხამიანი მწვანე ფერი მადუნებდა და გაკვეთილის დაწყებიდან 10 წუთში უკვე აღარაფრის გაკეთება აღარ მინდოდა! აღმოჩნდა, რომ ეს უბრალო ბავშვური ახირება არ ყოფილა. იმ ოთახის ფერთა გამა, რომელშიც ადამიანი იმყოფება, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იქაურ ატმოსფეროსა და ადამიანის მიერ სამყაროს აღქმაზე.
ზოდიაქოს თითოეული ნიშანი თავისებურია. გაგიკვირდებათ, მაგრამ ფერი, რომელშიც სახლის ინტერიერია გადაწყვეტილი, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის განწყობასა და შეგრძნებებზე, ამიტომ ფერები საგულდაგულოდ უნდა შეარჩიოთ.
დღეს ჩვენი რედაქცია დაგეხმარებათ ინტერიერის ფერის სწორად შერჩევაში, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ინტერიერი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
1. ვერძი – ვარდისფერი
ბევრი თვლის, რომ ვარდისფერი ბავშვური და არასერიოზული ფერია. თუმცა, ვარსკლავები მის საწინააღმდეგოს ამბობენ: სითბო, სიმყუდროვე, თვალსაჩინოება – ეს ყველაფერი ვარდისფერ ტონებს ეხება.
აქტიურ, ურთიერთობების მოყვარულ ვერძს ეს ელფერები იხსნის ცხოვრების უფერულობისგან, გაათბობს მის სულს. ასევე, ამ ნიშანს სიამოვნებს ნარინჯისფერ და ოქროსფერ ოთახში ყოფნაც.
2. კურო – შავი
კუროების სიჯიუტეზე საუბარი არავის ბეზრდება. რეალურად, ამ გამბედავ და შეუპოვარ ნიშანს აქვს გამოკვეთილი ცხოვრებისეული პოზიცია, რომელსაც ბოლომდე მიჰყვება.
ამ ნიშნის საცხოვრებლისთვის იდეალური ფერია შავი. კარგი იქნება, თუ ამ ფერში შეიღებება კუროს მისაღები ოთახი. მას ყავისფერი და ხორცისფერიც დაეხმარება ფეთქებადი ხასიათის დაბალანსებაში.
3. ტყუპები – ყვითელი
კედლების ფერი ინტერიერში ტყუპებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცვალებადი, მიმზიდველი ადამიანები სიმშვიდეს არ ცნობენ. მზიანი ფერები აქტიური და ენერგიული ტყუპებისთვის იდეალურია. დასაშვებია, აგრეთვე, ცისფერი, ლურჯი ელფერები. ტყუპები ასეთ სახლში თავს ყოველთვის კომფორტულად იგრძნობენ.
4. კირჩხიბი – ღია ლურჯი
კირჩხიბს უყვარს სახლში ჯდომა, ამიტომ ლურჯი ფერის დამამშვიდებელი გამა მისთვის ნამდვილად იდეალურია. ლურჯისა და ნაზი იისფრის მიმზიდველი ელფერები კირჩხიბის სულს ყველაზე მეტად სჭირდება.
5. ლომი – იისფერი
ლომი შთამაგონებელია, მას სიცოცხლისადმი სიყვარულისა და მეფური განწყობის გარშემო გავრცელება შეუძლია. იისფერი ლომს დაეხმარება სახლში გასაოცარი ატმოსფეროს შექმნაში.
6. ქალწული – კრემისფერი
ნაღებისფერი, კრემისფერი, ხორცისფერი ელფერები ქალწულს თავს უსაფრთხოდ, საკუთარ სამყაროში აგრძნობინებს, სადაც ყველაფერი საჭიროებისამებრ მიდის. ქალწულის სულს ნებისმიერი ღია ფერი გაკურნავს, აჩუქებს სიმშვიდეს, მიანიჭებს ძალას.
7. სასწორი – მწვანე
მწვანე ფერი ჰარმონიის სიმბოლოა, ჰარმონია კი სასწორს ნამდვილად ძალიან სჭირდება. ზურმუხტიფერი, ახალგაზრდა ბალახის ფერები, წვნიანი, სველი მწვანილის ფერი… ამ ფერის ავეჯი და კედლები სასწორის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.
8. მორიელი – წითელი
მორიელი განვითარებული ინტუიციის მქონე, მგრძნობიარე და ვნებიანი ნიშანია. იგი თავს შესანიშნავად გრძნობს წითელ და ალუბლისფერ ინტერიერებში. მორიელებისთვის კეთილდშობილ ატმოსფეროს ნარინჯისფერი და შავიც შექმნის.
9. მშვილდოსანი – შოკოლადისფერი
ეს ფერი მშვილდოსანს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს. შოკოლადისფერ-ყავისფერი ელფერები ფილოსოფიურად განაწყობს ადამიანს, მშვილდოსნებს კი ეს ხშირად ესაჭიროებათ. ასევე, ამ დაუოკებელ მეოცნებეებს მოუხდებათ ლურჯი და მწვანე ფერები იმ ოთახში, რომელშიც ყველაზე მეტ დროს ატარებენ.
10. თხისრქა – ნაცრისფერი
ნეიტრალური ელფერები თხისრქას ეხმარება გაძლიერებაში, თავის ხელში აყვანასა და დისციპლინირებაში! დასაშვებია, ასევე, ცისფერიც. თხისრქას უყვარს ყველაფერი კეთილშობილი, ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ინტერიერის დეკორატიული ელემენტებისა და ავეჯის შერჩევის დროს.
11. მერწყული – ნარინჯისფერი
ციტრუსის ფერი ხაზს უსვამს მერწყულის პიროვნების ორიგინალურობას და ქმნის დღესასწაულის შეგრძნებას! ნარინჯისფერი გამა ასტიმულირებს შრომისმოყვარეობასა და შემოქმედებით შესაძლებლობებს, ასევე, ეხმარება სტრესისგან გათავისუფლებაშიც. იდეალურია!
12. თევზები – ლურჯი
მგრძობიარე თევზებისთვის ლურჯი, ცისფერი, იისფერი ფერები საუკეთესო მონაპოვარია. თევზის საცხოვრებელი ჰარმონიული და შთამაგონებელი იქნება, თუ მას წყლისა და კოსმოსის ტონებში გააფორმებს. ფაქიზი ბუნება გარშემო სილამაზეს ითხოვს.
რამდენად ემთხვევა ეს ჰოროსკოპი თქვენს ინდივიდუალურ უპირატესობებს? მოგწონთ თქვენი ზოდიაქოს შესაბამისი ფერები ინტერიერში?