12 რჩევა პროდუქტის შესანახავად (ყველაფერს მაცივარში ნუ ტენით!)

ხშირად, დიასახლისები არც კი ფიქრობენ იმაზე, თუ რატომ დაობდა პური ან რატომ გაიზარდა ხახვის მორჩები შეძენიდან სულ მცირე დროის შემდეგ. არადა, ყველაფერი ხომ არასწორად შენახვის ბრალია. თუ პროდუქტების ერთი ნაწილი მაცივარში უნდა იდოს, იმას არ ნიშნავს, რომ იქ განურჩევლად ყველაფერი უნდა მოათავსოთ. ჩვენ შევაგროვეთ 12 რჩევა, რომლებიც პროდუქტისთვის შესაფერისი ადგილის მიჩენაში დაგეხმარებათ.

1. თაფლი

ითვლება, რომ თაფლი საერთოდ არ ფუჭდება და მისი შენახვა წლების მანძილზე შეიძლება. თუმცა, ეს მაცივარში არ უნდა მოხდეს. იქ თაფლი სქელდება, კრისტალდება და კარგავს სასარგებლო თვისებების დიდ ნაწილს. დადგით თაფლიანი ქილა ბნელ, გრილ ადგილას.

2. ხახვი და ნიორი

თუ ამ ბოსტნეულს მაცივარში შეინახავთ, ხახვის და ნიორიც სწრაფად ამოიყრის მორჩებს. უმჯობესია, ისინი მუყაოს ან ხის ყუთში ჩაალაგოთ და კარადაში შედგათ. თუ ბევრი ხახვი გაქვთ, შეგიძლიათ დაყოთ და ძველებურად, ძველ ჩულქებსა და კოლგოტებში შეინახოთ.

3. შოკოლადი

შოკოლადის ფილა მაცივარში არ უნდა შედოთ. მასზე ტემპერატურის ცვლილებების შედეგად, ჩნდება ნაკლებად მიმზიდველი თეთრი ნადები. ეს ყველაფერი გემოვნურ თვისებებზე არ მოქმედებს, თუმცა გარეგანი იერი მაინც ფუჭდება. მაცივრის ნაცვლად, შეინახეთ შოკოლადი ბნელ და გრილ ადგილას – იქ მისი გემოვნური თვისებები არ შეიცვლება.

4. ბადრიჯანი

ჩვენი რედაქცია გირჩევთ, ეს პროდუქტი ოთახის ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან შორს შეინახოთ. მაცივარში კი არ უნდა შეალაგოთ, რადგან ისინი იქ ძალიან სწრაფად დარბილდება და სასარგებლო თვისებებსაც დაკარგავს.

5. კვერცხი

არსებობს ორი, დიამეტრულად ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება იმის შესახებ, თუ სად უნდა შევინახოთ კვერცხი. ერთნი ამტკიცებენ, რომ მაცივარში, ხოლო სხვების თქმით – ოთახის ტემპერატურაზე. გადაწყვეტილება თქვენზეა, და აქ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რაოდენობით ყიდულობთ კვერცხს და რამდენად ხშირად იყენებთ მას. ჩვენი აზრით, კვერცხის შენახვის ოპტიმალური ადგილი მაცივრის შუა თაროა.

6. ფქვილი

დიასახლისთან უმეტესობა ფქვილს თავისივე შეფუთვაში, სამზარეულოს ერთ-ერთ კარადაში ინახავს შენახვის მსგავსი მეთოდი იწვევს შეფუთვაში ხოჭოების გაჩენას. ამის თავიდან ასაცილებლად, შეძენისთანავაე გადაყარეთ ფქვილი კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში.

7. პომიდორი

პომიდორი საუკეთესოდ ინახება ოთახის ტემპერატურაზე. მაცივარში იგი მალე კარგავს არომატსა და გემოვნურ თვისებებს, რადგან დაბალი ტემპერატურა ნეგატიურად მოქმედებს ნაყოფში არსებულ თხელ მემბრანებზე. მაცივარში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ, პომიდორი შრება და გემოს კარგავს.

8. პური

ბევრი დიასახლისის მტკიცების მიუხედავად, პური მაცივარში არ უნდა შეინახოთ. ასეთ პირობებში იგი სწრაფად გახმება. თუ პურის დიდი ხნით შენახვა გჭირდებათ, შეალაგეთ იგი საყინულეში. ხოლო, ყოველდღიური გამოყენებისთვის უბრალოდ საპურეში შენახვაც შეიძლება. პური საპურეში შეფუთვის გარეშე უნდა მოათავსოთ. ამის ნაცვლად, დადგით პურთან ახლოს მარილით სავსე ღია ჭურჭელი, რომელიც ობის გაჩენას შეუშლის ხელს.

9. თხილი

თუ თხილს ოთახის ტემპერატურაზე შეინახავთ, მასზე მალე გაჩნდება ობი. თუ თხილის გამოყენებას 1-2 კვირის მანძილზე არ აპირებთ, მოათავსეთ გულები პლასტმასის ქილაში ან ელვიან პაკეტში და შეინახეთ მაცივარში. ასე თხილეული 9 თვემდე ინახება.

10. მაკარონი

მოხარშული მაკარონი ერთმანეთს რომ არ შეეწებოს, მოათავსეთ იგი პაკეტებში და გაყინეთ. შემდეგ უბრალოდ გამოიღეთ და გაათბეთ მიკროტალღურ ღუმელში ან დაასხით ცხელი სოუსი. კერძი ისეთივე გემრიელი იქნება, როგორც ახალმომზადებული.

11. ფხვიერი ორცხობილები

როგორც კი ორცხობილა გამოცხვება და გაგრილდება, მოათავსეთ მისი ნაწილი ჰერმეტულად დაცულ პაკეტში ან კონტეინერში და შედგით საყინულეში. გაალღვეთ თანდათან – ჯერ მაცივრის შუა თაროზე გადადგით. შენახვის ასეთი მეთოდი დაგეხმარებათ შინ გამომცხვარი ორცხობილის გემოს დიდხანს შენარჩუნებაში.

12. კონსერვები

კონსერვი საკმაოდ თავისებური პროდუქტია და იგი სიფრთხილით უნდა შეინახოთ. დახურული ქილები მოათავსეთ ბნელ კარადაში ისე, რომ ისინი ერთმანეთს არ ეხებოდეს. ქილები არ უნდა დაზიანდეს. თუ კონსერვი უკვე გახსენით, არ შეინახოთ პირვანდელ ქილაში. გადადეთ შიგთავსი პლასტმასის ან შუშის ჭურჭელში და შედგით მაცივარში.