9 რჩევა, რომლებიც, ხარისხის დაკარგვის გარეშე, რემონტის დროს ფულს დაგაზოგინებთ

რემონტის დროს ეკონომია შესაძლებელი და აუცილებელიცაა. თუმცა, თუ ბიუჯეტს არასწორ ადგილას დაზოგავთ, ბინაში ცხოვრება შეიძლება უსიამოვნოდ იქცეს, ხოლო რემონტის შეცვლა 1-2 წელიწადში მოგიხდებათ. დღეს გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც რემონტის დროს ფულის დაზოგვის საშუალებას მოგცემთ.

1. დიზაინ-პროექტის შედგენა

თუ ფულის დაზოგვა გსურთ, დაიქირავეთ დიზაინერი. მესმის, რომ ეს უცნაურად ჟღერს, თუმცა რჩევა რეალურია: დიზაინერი დაგეხმარებათ რემონტის დაგეგმვაში და გეტყვით, თუ რაზე შეიძლება ეკონომიის გაკეთება.

დიზაინ-პროექტი – ესაა ქაღალდების ნაკრები: გეგმები, ესკიზები, კოლაჟები, ხაზგასმები და ვიზუალიზაციები. დიზაინერი გაჩვენებთ, თუ როგორ განვალაგოთ ავეჯი და აქსესუარები ისე, რომ ბინაში ცხოვრება კომფორტული იყოს. იგი შეარჩევს ეკონომიურ, თუმცა ლამაზ და დღეგრძელ მასალებს, დათვლის საჭირო რაოდენობას. გირჩევთ, თუ სად უნდა გაათანაბროთ კედლები და კუთხეები იდეალურად, ხოლო სად შეიძლება შიშველი ბეტონის ან აგურის დატოვება.

დიზაინ-პროექტებზეც შეიძლება ფულის დაზოგვა. სთხოვეთ დიზაინერს ავეჯის განლაგების, დაგეგმარებისა და ესკიზების შედგენა, ამასთან, უარი თქვით ვიზუალიზაციასა და საავტორო ზედამხედველობაზე – პროექტის ბიუჯეტი განახევრდება. ავეჯისა და ცალკეული მასალების შერჩევაში დახმარებაც დროსა და ფულს დაზოგავს.

2. ყველაფრის ერთბაშად გაკეთება

ერთი შეხედვით, გაუსახლებელი რემონტი ფულს ზოგავს, რადგან ამ დროს სხვა საცხოვრებლის დაქირავება არ გიხდებათ, თუმცა, რეალურად ასე არ გამოდის.

როცა ოსტატები თქვენს ბინაში ერთბაშად აკეთებენ დემონტაჟს, ისინი პარალელურად ყველა ოთახში მუშაობენ: ასხამენ იატაკს, გაჰყავთ ელექტობა, ათანაბრებენ კედლებს. ესუფრო სწრაფი პროცესია, ვიდრე ყველა ოთახის ცალკე გარემონტება. რემონტი არ იწელება.

ხანდახან, მშენებლები ერთბაშად დიდი პროექტის დროს ფასდაკლებასაც აკეთებენ. ასე ბინის რემონტი ცოტათი უფრო იაფი გამოვა, ვიდრე ეტაპობრივი.

სარემონტო კომპანიები ფასებს სეზონში ერთხელ მაინც ზრდიან. თუ მთლიანი ბინის შეკეთებას ერთბაშად შეუკვეთავთ, ფასები დაფიქსირდება იმ დონეზე, რომელიც თავიდანვე იყო. ხოლო თუ ოთახებს 2-3 თვის ინტერვალით გაარემონტებთ, ყოველი მომდევნო ოთახი უფრო ძვირი დაჯდება.

თუ მაინც გადაწყვიტეთ ოთახების ცალ-ცალკე გარემონტება, ყურადღება მიაქციეთ თანმიმდევრობას: ჯერ განაახლეთ სააბაზანო, საპირფარეშო, აივანი და სამზარეულო. შემდეგ გადადით ბინის კიდეებზე, შემოსასვლელი კარისკენ. ბოლოს გაარემონტეთ შემოსასვლელი ოთახი. ეს უნდა გახსოვდეთ, რემონტის გადაკეთება რომ არ მოგიხდეთ: წარმოიდგინეთ, რა მოუვა ახალ შპალერს შემოსასვლელში, თუ აქ მუდმივად ატარებთ სარემონტო მასალებსა და სამშენებლო ნაგავს.

3. რემონტის დაგეგმვა ზამთრისთვის

ზამთარი – რემონტების სეზონი არაა. ამიტომ, შეგიძლიათ მასალები უფრო იაფად შეიძინოთ და უკეთესი გუნდი უფრო იაფად დაიქირავოთ.

ზამთარში სამშენებლო მაღაზიები ფასდაკლებებს აკეთებენ, მიმდინარეობს ამოყიდვა. რამდენადაც ისეთი აჟიოტაჟი, როგორიც ზაფხულშია, არ არის, უფრო მარტივია იმ მასალების შეძენა, რომლებიც მოგწონთ. არ მოგიწევთ შეკვეთა და ლოდინი, სანამ მოგიტანენ.

გუნდები, რომლებთანაც გაზაფხულობით რიგები დგას, ზამთარში თავისუფალი არიან. ამიტომ, უფრო მარტივია კარგი ოსტატების პოვნა, რომელთა მუშაობის შემდეგაც გადაკეთება აღარ დაგჭირდებათ.

აქვე გეტყვით, რომ ნუ ენდობით ოსტატების ფასდაკლებებს “პასიური სეზონის” გამო. დიდი ალბათობით, საქმეს მაინც ისე გაწელავენ, როგორც ზაფხულში. უპირატესობა ხარისხი უნდა იყოს და არა ფასი.

4. ძვირადღირებული, თუმცა არააუცილებელი ელემენტების გამორიცხვა

გაასადავეთ ინტერიერი. ჩაშენებული სტელაჟები, 2-3-დონიანი ჭერი, რთული ქვეგანათება და გადაგეგმარება ძვირი ღირს. ჩართეთ პროექტში მხოლოდ ის, რის გარეშეც არ შეიძლება.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ იაფფასიანი ინტერიერი ასკეტური უნდა იყოს. არსებობს დეკორატიული ელემენტები, რომლებიც სიმყუდროვეს შემატებს სახლს და არც საფულეზე აისახება უარყოფითად. მათი შერჩევა დიზაინერებს შეუძლიათ.

5. ზედაპირულ მასალებზე ეკონომია

შპალერი, ლამინატი, საღებავი – ყველაფერი მარტივად და იაფად იცვლება. თუ ახლა ფული არ გაქვთ, თუმცა იცით, რომ მომავალში კოსმეტიკურ რემონტს უფრო ძვირადღირებული მასალებით გასწვდებით, შეარჩიეთ ბიუჯეტური ალტერნატივები. უმჯობესია, მეტი დაახარჯოთ ბაზას – ბათქაშს, გათანაბრებას, კომუნიკაციებს – ხოლო შპალერის ხელახლა აკვრა 1-2 წელიწადში ისევ შეიძლება.

თუ 5-7 წლის განმავლობაში რემონტის გაკეთებას აღარ გეგმავთ, ყურადღება მიაქციეთ ადგილობრივი ბრენდების მასალებს. ისინი საზღვარგარეთულზე ცუდი ნამდვილად არაა, თუმცა იაფი ღირს. თუ არჩევანში ეჭვი გეპარებათ, ჰკითხეთ დიზაინერს ან ოსტატს.

6. რემონტის ალტერნატიული ვარიანტების გადახედვა

თაღისებრი გასავლელის გაკეთება უფრო ძვირია, ვიდრე ოთხკუთხედის. საღებავის ქვეშ კედელი კარგად უნდა გათანაბრდეს, ხოლო შპალერი ფარავს მცირე ნაკლებს. სააბაზანოს ყველა კედლის ფილით დაფარვა უფრო ძვირია, ვიდრე ფილისა და საღებავის შეხამება.

ეკონომიისთვის, მოგიწევთ ალტერნატიული ვარიანტების მოფიქრება ზოგიერთი დეტალისთვის. ჰკითხეთ რჩევა დიზაინერს ან ოსტატს.

7. უპრეტენზიო მასალების შეძენა

რემონტი უფრო ძვირი დაჯდება, თუ მისი გადაკეთება გახდება საჭირო. ამიტომ, მნიშვნელოვანია ისეთი მასალების შერჩევა, რომლებიც დიდხანს არ იცვლის გარეგნობას.

თუ გიწევთ არჩევა პარკეტსა და კვარცვინილს შორის, შეარჩიეთ მეორე: იგი არ იბერება წყლისგან, არ ეშინია ნაკწრებისა და ავეჯის. იაფი ლამინატის ნაცვლად, უმჯობესია ლინოლეუმის აღება – ის უფრპ დიდხანს გაძლებს. თუ სახლში კატა ცხოვრობს ფაქტურულ შპალერებს საღებავები არჩიეთ.

გაითვალისწინეთ ოთახის თავისებურებები. მაგალითად, ქაღალდის შპალერი საძინებელში რამდენიმე წელს გაძლებს, ხოლო შემოსასვლელსა და სამზარეულოში რამდენიმე თვეში დაკარგავს პირვანდელ იერს.

8. ფასდაკლებებისთვის თვალ-ყურის დევნა

სამშენებლო ჰიპერმარკეტები ხშირად აკეთებენ ფასდაკლებებს ცალკეულ საქონელსა და მთლიან სექციებზე. ჩააწერინეთ თქვენი ნომერი, უყურეთ ტელევიზორსა და რეკლამებს ინტერნეტში, რათა არ გამოტოვოთ სარფიანი შემოთავაზებები.

არ შეიძინოთ მასალები შემოწმების გარეშე, ასევე, დააკვირდით ვარგისიანობის ვადასაც.

9. კომპანიის დაქირავება

ხანდახან, ახალი რემონტის მქონე ბინაში რაღაც ისე ვერ მიდის: ჟონავს მილი, იხსნება შპალერი რამდენიმე ადგილას. პრობლემის აღმოფხვრა დამოუკიდებლად საკმაოდ რთულია, ხოლო ოსტატის გამოძახება – ძვირი. ამიტომ, უმჯობესია ისეთი კომპანიის დაქირავება, რომელიც გარანტიას იძლევა. თუ ასეთთან კონტრაქტს გააფორმებთ, ყურადღება მიაქციეთ საგარანტიო პირობებს: იგი 1 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს. ასე თქვენ შეძლებთ, ოსტატი უფასოდ გამოიძახოთ.

რაზე არ უნდა გააკეთოთ ეკონომია

არის რაღაცები, რაზეც რემონტის მსვლელობისას ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება:

  • სადენები, შტეფსელები, ჩამრთველები;
  • მილები;
  • შავი მასალები;
  • ფანჯრები;
  • შემოსასვლელი კარი;
  • ოსტატები.

კომუნიკაციების შესაცვლელად მთელი რემონტის დემონტაჟი მოგიხდებათ. კარგი იქნება, თუ ეს თქვენი სურვილით მოხდება და არა ავარიის გამო.

მინარევები, რომლებიც ათანაბრებს კედლებს, იატაკსა და ჭერს, არ უნდა შეირჩეს ღირებულების მიხედვით. თუ ბათქაში ან იატაკის მასა გახმება და დატყდება, მოგიწევთ რემონტის ხელახლა გაკეთება. ეს უფრო ძვირია, ვიდრე თავიდანვე ხარისხიანი შავი მასალების შეძენა.

ფანჯრები და შემოსასვლელი კარი უზრუნველყოფს სითბოსა და უსაფრთხოებას. თუ მათზე ეკონომიას გააკეთებთ, მოგიწევთ გაზისა და ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ზარალზე, რომელიც გაძარცვის შემთხვევაში მოგადგებათ. მათი ჩანაცვლება სიბინძურისა და მტვრის გარეშეც შეუძლებელია – ზედაპირული რემონტი დაზიანდება.

აირჩიეთ გამოცდილი ოსტატები, რომლებსაც ბევრი და კმაყოფილი კლიენტი ჰყოლიათ. ჩვეულებრივ, ეს არაა ყველაზე იაფი ვარიანტი, თუმცა საიმედო მაინცაა: არ მოგიწევთ რემონტის გადაკეთება, 1 წლის მანძილზე დაქირავებულ ბინაში ცხოვრება ან ყოველდღე იმის შემოწმება, თუ რას აკეთებენ მუშები. არ დაგავიწყდეთ კონტრაქტის გაფორმებაც.

რემონტზე ეკონომიის გაკეთებაში დაგეხმარებათ საგულდაგულო დაგეგმარება და შემსრულებლების გულდასმითი არჩევა, იქნება ეს დიზაინერი, ოსტატები თუ მეთაური. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ბიუჯეტშიც ჩაეტევით და არც ხარისხში წააგებთ.