
ხანდახან, ადამიანის თავში გენიალური იდეები იბადება. თანაც, ეს სავსებით მოულოდნელად ხდება. ფილიპინელი გელ როდრიგესიც არ ელოდა, რომ მისი საქციელი ინტერნეტში ასეთ აღფრთოვანებას გამოიწვევდა.
რა გააკეთა მან?
აეროპორტის რეგისტრატურის თანამშრომლებმა გელს უთხრეს, რომ მისი ხელის ბარგი 9 კგ-ს იწონიდა, უფასოდ კი მხოლოდ 7-კილოგრამიანი ტვირთის გადატანა იყო შესაძლებელი.
გელს არ უნდოდა ზედმეტის გადახდა, მითუმეტეს, რომ მისი ხელის ბარგი ნორმას მხოლოდ 2 კგ-თი აღემატებოდა.
მან მშვიდად უპასუხა აეროპორტის თანამშრომლებს: “რა პრობლემაა”. რის შემდეგაც მგზავრმა ჩაიცვა რამდენიმე მაისური, შარვალი და ჟკეტი. მასზე არანაკლებ 10 ერთეული ტანსაცმელი აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში, გელმა თავისი ტვირთის წონა 2.5 კგ-თი შეამცირა.
მიუხედავად ასეთი გენიალური გადაწყვეტილებისა, ქალმა აღიარა, რომ ამის გაკეთებას აღარასდროს ეცდება: “ძალიან ცხელოდა.” – თქვა მან.
გელმა ფოტოები სოც.ქსელში გამოაქვეყნა და თავისი ისტორიის შესახებ მეგობრებს უამბო, რათა სხვებიც გაეხალისებინა. მომხმარებლებმა ეს საქციელი დაუფასეს და მის მხიარულ პოსტზე 36 000 მოწონება, 1000 კომენტარი და 20 000-ზე მეტი გაზიარება დაგროვდა.
ზოგიერთმა ადამიანმა აღიარა, რომ ასეთი რამ თავადაც გაუკეთებიათ, მგზავრობის დროს ფულის დასაზოგავად. სხვებმა მწუხარებით აღნიშნეს, რომ მსგავსი რამ არასდროს მოაფიქრდებოდათ.
თქვენ გარისკავდით ამ ხრიკის გამოყენებით?