დედამ შვილები დაარწმუნა, რომ “საღამურების დასატენად” იატაკზე უნდა დაწოლილიყვნენ. შეასრულეს!

რას არ აკეთებენ მშობლები თავიანთი შვილების დასამშვიდებლად. ხშირად, მათ უხდებათ ტყუილი და პატარებს სხვადასხვა ზღაპარს აჯერებენ.

ერთმა გენიალურმა პოკიპსელმა (ნიუ-იორკის შტატი) დედამ Facebook-ზე დაწერა, თუ როგორ მოახერხა თავისი ქალიშვილების დასაძინებლად დაწოლა.

მან გოგონებს უთხრა, რომ გაუნძრევლად უნდა დაწოლილიყვნენ, რათა თავიანთი სიბნელეში მანათობელი საღამურები “დაემუხტათ”.

გინდათ, რომ თქვენი შვილებიც დამშვიდდნენ ძილის წინ?

მაშინ გაიმეორეთ ჯესიკას მაგალითი. მან 3 წლის ჰანელორასა და 4 წლის ემას უყიდა საღამურები, რომლებიც სიბნელეში ანათებს.

-“უთხარით მათ, რომ ისინი ჭაღის ქვეშ უნდა დაწვნენ საღამურების “დასამუხტავად”.”

თუ ასე მოიქცევით, თქვენი ბავშვები დამშვიდდებიან, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ასე ისინი უფრო სწრაფად დაიძინებენ.

რა თქმა უნდა, დილით საღამურები ყუთში უნდა ჩაალაგოთ, რომ ისინი აღარ ენათებოდეს.

ჯესიკამ თავისი შვილების უცნაური ფოტო დადო, რომელზეც ისინი მოთმინებით ელიან საღამურების დამუხტვას. ფეისბუქზე მისი პოსტი ვირუსულად იქცა: 200 000-ზე მეტი მოწონება და 120 000-მდე გაზიარება დააგროვა.

ქალი არ ნანობს, რომ მოიტყუა. ეს ტყუილი ხომ კარგ საქმეს ემსახურება. მის ქალიშვილებს სენსორული დამუშავების დარღვევა აქვთ.

რა არის ეს?

ამ დარღვევის დროს, ადამიანის ტვინს უჭირს იმ ინფორმაციის მიღება ან მასზე რეაგირება, რომელიც გრძნობის ორგანოებისგან შემოდის. ზოგიერთი პაციენტი მეტისმეტად მგრძნობიარეა გარშემომყოფი ნივთების მიმართ.

ხოდა ჯესიკას ქალიშვილებიც ზედმეტად მგრძნობიარენი არიან, თუმცა მისი მცირე ხრიკი მათი ძილის რეჟიმის კორექციაში დაეხმარა.

გოგონები ძილის წინ მშვიდდებიან, როცა დიდხანს წვანან უძრავად. ასევე, მათ ეთერზეთებიც ეხმარება.