
ისტორიას უამრავი საიდუმლო აქვს, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე, ჩვენთვის ამოუხსნელი იყო. თუმცა, როგორც იქნა, მეცნიერებმა ზოგიერთ მათგანს უპოვეს ახსნა.
გთავაზობთ 12 მაგალითს:
1. ნასკას გაუჩინარებული ცივილიზაცია
დღეს პერუული კულტურა ნასკას შესახებ გიგანტური ნახატების წყალობით ვიცით, რომლებიც ამ ცივილიზაციის წარმომადგენლებმა ნასკას უდაბნოში დატოვეს. სხვადასხვა ვერსიით, ნასკას ეს ცნობილი ხაზები უცხოპლანეტელებმა დახაზეს, თუმცა, თანამედროვე ემცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ადგილების მაცხოვრებლები ამ იეროგლიფებს ღმერთებთან სასაუბროდ იყენებდნენ და ხაზების მიხედვით გადაადგილდებოდნენ.
ადრე ითვლებოდა, რომ ნასკას ცივილიზაცია უკვალოდ გაქრა, მისტიურ ვითარებაში. თუმცა, ცოტა ხნის წინ კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს გვალვამ და ტყეების ჩეხვამ ერთდროულად გამოიწვია.
2. აღდგომის კუნძულის ქანდაკებები
აღდგომის კუნძულისა და მისი ქვის კერპების საიდუმლო ლეგენდარულმა ტურ ჰეიერდალმა ამოხსნა, რომელმაც ექსპედიცია სპეციალურად კუნძულის შესასწავლად მოაწყო. მან პირველმა დაიწყო გათხრები და დაადგინა, რომ ე.წ. მოაი – არამხოლოდ თავების, არამედ სხეულებისგანაც შედგება და სიმაღლეში 6 მეტრს აღწევს.
ექსპერიმენტის ჩატარებით, მან დაამტკიცა, რომ ქანდაკებების შექმნა სავსებით შესაძლებელი იყო იმ დროისთვის ცნობილი ინსტრუმენტების გამოყენებით.
3. ვეშაპების საძვალე ჩილიში
ჩილის ატაკამას უდაბნოში ვეშაპების უზარმაზარი სამარხი აღმოაჩინეს. თავიდან, მეცნიერებს არ ესმოდათ, თუ როგორ შეიძლებოდა ვეშაპების აქ მოხვედრა და რამ გამოიწვია მათი დაღუპვა, თუმცა შემდეგ დადგინდა, რომ ნარჩენები სხვადასხვა ეპოქას მიეკუთვნებოდა, ყველაზე ძველი კი 20 000 წლის იყო!
მალევე გაირკვა, რომ ზღვის გიგანტების სიკვდილი შხამიანი წყალმცენარეების ყვავილობით იყო გამოწვეული.
4. “ოდისეას” ასლი იდუმალი შენიშნვებით
ჰომეროსის “ოდისეას” ერთ 500-წლოვან ასლში აღმოჩნდა უჩვეულო ხელნაწერი შენიშნვები უცნობ ენაზე. იტალიელი დანიელე მეტილი და ჯულია აჩეტა თვლიან, რომ ეს შენიშნვები სტენოგრაფიის სპეციალური ფორმაა, რომელიც ჟან კუპოლ დე ტევენომ მოიგონა.
ტექსტის ბოლოდროინდელმა ანალიზმა, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, დაადგინა, რომ თვითონ ხელწერა გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე მისი შინაარსი: ეს უბრალოდ ბერძნულიდან ფრანგულ ენაზე ნათარგმნი ტექსტია.
5. შავი მორევი ფლორიდაში
ფლორიდას შტატის ტალახასის სამხრეთით, არქეოლოგებმა მდინარე ოსილაში კარსტის მორევი აღმოაჩინეს. ის იმდენად ვბელი იყო, რომ მასში ჩასვლა არავის სურდა.
თუმცა, ცოტა ხნის წინ, ფლორიდის შტატის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯესი ჰალიგენმა შავი მორევის კვლევა გადაწყვიტა და ესპედიცია მოაწყო. დაივერებმა მორევში აღმოაჩინეს მასტოდონტების ეშვები ღრმა ნაკბილარებით, რომლებიც ადამიანის მიერ დამზადებული ინტრუმენტებით გაკეთებულა. შორიახლოს ეს ინსტრუმენტებიც იპოვეს. ახლა ცნობილია, რომ პირველი ადამიანები ფლორიდაში გაცილებით ადრე გაჩნდნენ, ვიდრე მეცნიერები ფიქრობდნენ.
6. ძველბერძნული კომპიუტერი
მსოფლიოში პირველ კომპიუტერად ითვლება ანტიკიტერის მექანიზმი, ნაპოვნი იმ ხომალდის ნარჩენებში, რომელიც ძვ.წ. 80-50 წელს ჩაიძირა. მოწყობილობა ჟანგიანი მეტალისგან იყო დამზადებული და მოთავსებული ხის ყუთში, რომელიც დიდი ხნის წინ დალპა.
თუმცა, მეცნიერებმა, როგორც იქნა, ამ “კომპიუტერის” სავარაუდო დანიშნულება გაიგეს – ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პირველი სანავიგაციო მოწყობილობა, რომლის მომდევნო ანალოგი მხოლოდ ათასი+ წლის შემდეგ გაჩნდა.
7. კამბის II-ის გაუჩინარებული ჯარი
სპარსელი მეფის, კამბის II-ის ჯარი ეთიოპიის დასალაშქრად ძვ.წ. 524 წელს გაემართა. 50 0000-ზე მეტი ჯარისკაცი წავიდა ოაზისების დასაპყრობად, თუმცა თითოეული მათგანი უკვალოდ გაქრა.
რამდენიმე წლის წინ, მეცნიერებმა ანჯელო და ალფრედო კასტილიონებმა აღმოაჩინეს ლეგენდარული ჯარის ნარჩენები. აღმოჩნდა, რომ ისინი არსად გამქრალან – ძლიერი ქვიშის ქარების დროს დაიღუპნენ.
8. რომაული ბრიტანეთი და ბოშემური თავი
ბოშემური თავი – ეს ცნობილი არტეფაქტია, რომელიც ინგლისის სოფელ ბოშემში იპოვეს და ძალიან დიდხანს ამოცანად რჩებოდა. თითქმის ორი ასწლეული 160-კილოგრამიანი ქვის თავი ამოუცნობ და გაუგებარ ობიექტად რჩებოდა.
ლაზერულმა სკანირებამ დაადგინა, რომ თავი მიეკუთვნებოდა რომაელი იმპერატორის, ტრაიანის უზარმაზარ ქანდაკებას. ცნობილია, რომ ოდესღაც ეს ქანდაკება მეზღვაურებს ჩიჩესტერის პორტში იზიდავდა. თავი ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას რელიქვიად ითვლება რომაულ ბრიტანეთში.
9. მოძრავი ქვები სიკვდილის დაბლობზე
ვისაც ჰქონია კალიფორნიაში, სიკვდილის დაბლობზე მოხვედრის ბედნიერება, აღიარებს, რომ ეს სანახაობა მთელ სხეულში ჟრუანტელს გვრიდა: როგორც კი შებრუნდებით, ქვა თავისით მოძრაობს.
ეს ფენომენი დიდი ხანი აუხსნელი იყო, სანამ რალფ ლორენცმა არ დაამტკიცა, რომ ზამთარში ქვების გარშემო ქვის ქერქი წარმოიქმნება. დნობის პროცესში, ქვები, ქარის ზემოქმედებით, მიწაზე ცურავს.
10. რიჩარდ III-ის გაუჩინარებული ნეშთი
ინგლისელი მეფე რიჩარდ III მონასტერში, განსაკუთრებული პატივის გარეშე დაიკრძალა. ისტორიკოსებს დიდხანს მიაჩნდათ, რომ მისი საფლავი განადგურდა, ხოლო სხეული მდინარეში მოისროლეს, როცა მონასტერი კერძო მფლობელობაში გადავიდა.
თუმცა, ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გათხრები ჩაატარეს და საფლავი იპოვეს. დნმ-ს ანალიზით დადგინდა, რომ ნეშთი რიჩარდ III-ს ეკუთვნის.
11. “მარია ცელესტას” დაკარგული გუნდი
ცნობილი ხომალდი-მოჩვენება “მარია ცელესტა” 1872 წელს დაუზიანებელი იპოვეს, თუმცა მასზე ბორტის არც ერთი წევრის ნარჩენი არ აღმოჩნდა. მრავალი წლის შემდეგ, ქიმიკოსმა ანდრეა სელამ ჩაატარა ექსპერიმენტი იმის დასადგენად, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო.
ხომალდის ბორტზე 1700-მდე სპირტიანი კასრი იყო, რასაც ხანძრის ან უხილავი აფეთქების გამოწვევა შეეძლო. როცა ცეცხლის კედლის მიღმა ცივი ჰაერის კედელია, არც ცეცხლს ტოვებს და არც ფერფლს. შესაძლოა, გუნდმა ამ დროს გემი დატოვა და ზღვაში დაიღუპა.
12. ძველეგვიპტური ვერტმფრენები
ოსირისის ტაძარში, ეგვიპტის აბიდოსში, აღმოჩენილი იეროგლიფები მთელ მსოფლიოში პოპულარულია, რადგან მათზე, თითქოს-და, გამოსახულია ტანკი, ვერტმფრენი და თვითმფრინავი. საიდან უნდა ჰქონოდათ ძველ ეგვიპტელებს ასეთი ცოდნა?
რესტავრაციის შემდეგ გასაგები გახდა, რომ საწყისი იეროგლიფები ასე ნამდვილად არ გამოიყურებოდა – მათ სტიქიებისა და საუკუნეების ზემოქმედებით იცვალეს ფორმა.
თქვენ რომელი საიდუმლო არ გაძლევთ მოსვენებას?