მარტივი ხრიკი ტანსაცმლის დასაკეცავად: ადგილისა და დროის ეკონომია

სვიტრის შენახვა თაროებზე არც ისე მოსახერხებელია. ასეთი ტანსაცმელი, ხშირად, დიდ ადგილს იკავებს, ამიტომ თარო სულ რამდენიმე ნივთით ივსება.

სვიტრის საკიდზე ჩამოკიდება უფრო რაციონალური იქნება. თუმცა, აქაც პრობლემაა: ტანსაცმელი მხრების ადგილებზე იწელება.

ამიტომ, ჩვენ გასწავლით ერთ ხრიკს, რომელიც ამ პრობლემისგან დაგიცავთ. ამისთვის მხოლოდ 10 წამი გჭირდებათ.

უყურეთ და ისწავლეთ:

1. გადაკეცეთ სვიტრი ვერტიკალურად, შუაზე.

2. გადაკეცეთ ქვედა ნაწილი საკიდის მხრებზე ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

3. ახლა გადაკეცეთ მკლავებიც.

ვუალა!

ასე გადაკეცილი სვიტრები საკიდიდან არც ჩამოვარდება და არც მხრები გაეწელება.