ფოტოგრაფმა ტყეში მიტოვებული სახლი იპოვა. რაც შიგნით დახვდა, დიდხანს არ დაავიწყდება

ლესლი დევიდს, ფოტოგრაფს, უყვარს თავგადასავლები და ამ მხრივ მას გაუმართლა – ცხოვრება მრავალ სურპრიზს უწყობს.  ლესლიში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მიტოვებული შენობები – ძირითადად, მათ მშობლიურ ონტარიოს პროვინციაში, კანადაში ეძებს. ხანდახან, ამ სახლების ინტერიერს ფოტოგრაფი თავის ინსტაგრამ-გვერდზე აქვეყნებს. ერთხელ ლესლიმ იპოვა ნახევრადდანგრეული სახლი, რომელიც ხვიარებით დაფარულიყო და ჭერიც დაზიანებული ჰქონდა. იგი ვერც იფიქრებდა, რომ შიგნით ვინმე დახვდებოდა.

იქ მან მოხუცი მამაკაცი, სახელად ლოურენსი იპოვა.

-“მას გადაადგილება უჭირს, ამიტომ დროის დიდ ნაწილს იქ ატარებს, მარტოობაში.” – წერს ლესლი თავის საიტზე Freaktography.

-“მას მარჯვენა თვალი არ აქვს, ხოლო მარცხენა კატარაქტას მოუცვია. მას შემდეგაც კი, რაც შეამჩნია, რომ მის პირად ცხოვრებაში უცხო ადამიანი შეიჭრა, იგი კეთილი და საყვარელი იყო. მან ფოტოს გადაღების უფლებაც კი მომცა, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი საჩუქარია.” – აგრძელებს იგი.

ლესლიმ ლოურენსს სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა და შეჰპირდა, რომ მის სანახავად კვლავ დაბრუნდებოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ, ლესლი საკვებითა და წყლით დაბრუნდა. მან მამაკაცთან სამი საათი გაატარა საუბარში, სიცილსა და ისტორიების მოყოლაში.

-“ის მართლა ყველაზე კეთილი ადამიანია მათ შორის, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. მან გული გამითბო. იმედი მაქვს, რომ ზაფხულის ბოლოს შევძლებ მისი სახლის გასუფთავებასა და შეკეთებას, რათა დავუბრუნო მას იმ სახლის ნაწილი მაინც, რომელიც ოდესთაც ჰქონდა.” – დაამატა ლესლიმ.

ის პირველი ვახშამი შესანიშნავი მეგობრობის დასაწყისად იქცა. ლესლიმ თქვა, რომ ლოურენსი იმდენად იზოლირებული იყო, რომ მას ოთხი დღე დასჭირდა ინსულტის შემდეგ სამედიცინო დახმარების მისაღებად.

გოგონამ დახმარებისთვის ადგილობრივ კომპანიას მიმართა, რომელმაც მამაკაცის სახლი წესრიგში მოიყვანა.

მან, ასევე, იცოდა, რომ ლოურენსს დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენოდა და უნდოდა, რომ მისი უკანასკნელი დღეები სიხარულითა და სიყვარულით გაევსო.

-“მან შემატყობინა თავისი დაკრძალვის შესახებ და იქ ყოფნა მთხოვა. მე ვუთხარი, რომ სხვა გამოსავალი არ მექნება. იგი ისეთ რამეს მომიყვა, რაც არასდროს დამავიწყდება. მან თქვა, რომ დღე, როცა მე გავჩნდი, მისი ცხოვრების საუკეთესო დღე იყო… ეს იშვიათი შესაძლებლობა მე მომეცა და მიხარია, რომ გამოწვევა მივიღე.”

ლესლი ლოურენსის სახლის მუდმივ სტუმრად იქცა და ხანდახან იგი მიჰყავდა კიდევაც საეკლესიო პიკნიკებზე.

-“ლოურენსმა ამიხსნა, რომ ტრავმები 2000 წელს დაეწყო, როცა თეძოს ძვალი მოიტეხა. მან მიამბო თავისი ძმების დაავადებებისა და იმის შესახებ, თუ როგორ დაკარგა მათთან კონტაქტი.”

თვეები გავიდა, ლოურენსის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა. ლესლი მოხუცს დაეხმარა თავშესაფრის პოვნაში, სადაც იგი თავის უკანასკნელ დღეებს საუკეთესო სიტუაციაში გაატარებდა. გოგონა თავის განსაკუთრებულ მეგობარს მოხუცთა სახლში თავის ძაღლთან ერთად სტუმრობს, რომელიც ლოურენსისთვის უკვე სასურველ სტუმრად იქცა.

ლოურენსს უყვარს თავისი სახლი, იგი უსაფრთხოდაა და სხვა ადამიანების გარემოცვაში თავს ბედნიერად გრძნობს.

-“როგორ გამიმართლა, რომ მომეცა შესაძლებლობა, ასეთი გასაოცარი ადამიანის ცხოვრების ნაწილი გავმხდარიყავი.” – წერს ლესლი.

ისღა დამრჩენია, ამ მოხუცს ტკბილი სიბერე და ჯანმრთელობა ვუსურვო…

თქვენ როგორ მოიქცეოდით ლესლის ადგილზე?