10 კომპანია და დაწესებულება, რომლებიც პლანეტას იხსნის

გარემოს დაბინძურების პრობლემის მასშტაბი სულ უფრო იზრდება: ბრაზილიაში ტყეები იწვის, ანტარქტიდაში ყინულები დნება, ხოლო ოკეანე პლასტმასის ნარჩენებით ივსება.

თუმცა, არსებობენ კომპანიები და ადამიანები, რომლებიც არ ეგუებიან ამას და პლანეტის დახმარებას ცდილობენ: აშენებენ ქარხნებს, რომლებიც ჰაერიდან ნახშირორჟანგს იწოვს, ან იგონებენ ახალ საშუალებებს სუფთა ენერგიის მისაღებად.

1. მაკდონალდსი და ბიოსაწვავის წარმოება

არაბთა გაერთიანებული საამიროების McDonald’s-ის ფილიალმა და ადგილობრივმა კომპანია Neutral Fuels-მა გახსნეს დაწესებულება ბიოდიზელის წარმოებისთვის – ესაა ბიოლოგიური საწვავის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა.

მას კარტოფილ-ფრისა და ჰამბურგერების მომზადების შემდეგ დარჩენილი ზეთისგან მიიღებენ.

2. ნაგვისგან დამზადებული კუნძულები იაპონიაში

საყოფაცხოვრებო ნარჩენების საწარმოდ გამოყენებისა და გადამუშავების გონივრული მეთოდი იაპონიაში მოიგონეს. თერმულად და მექანიკურად დამუშავებული, შემდეგ კი დაპრესილი ნაგვისგან ხელოვნურ კუნძულებს ქმნიან.

ნაგვისგან ხელოვნური კუნძულების შექმნა ამ ქვეყანაში უკვე 10 წელია წარმატებით ხორციელდება. ამ დროისთვის, ტოკიოს წყლებში გაიზარდა იმ კუნძულების რაოდენობა, რომლებზეც განთავსებულია სტადიონები, ლამაზი პარკები, სათბურები და მუზეუმები.

3. მინი ჰესი პორტლენდის წყალგაყვანილობისგან

ნებისმიერი ქვეყნის დიდ და საშუალო ქალაქში შეხვდებით ცენტრალიზებულ წყალგაყვანილობას. მილები, რომლებიც საკმაოდ დიდი დიამეტრისაა, ძალიან დიდი რაოდენობის წყალს უშვებს, რომელსაც მოსახლეობა იყენებს.

ამასთან, წყლის დინების ენერგია საერთოდ არ გამოიყენება, რაც უნდა გამოსწორდეს – ასე თვლიან ამერიკული კომპანია Lucid Energy-ის წარმომადგენლები.

სწორედ ამ კომპანიამ შესთავაზა 2015 წელს ქალაქ პორტლენდის, შტატ ორეგონის ხელისუფლებას, წყალგაყვანილობის ელექტროენერგიის გენერატორად ქცევის პროექტი. პროექტის სახელწოდებაა LucidPipe Power System.

4. ინდონეზიაში მგზავრობა პლასტმასის ბოთლების სანაცვლოდ

პლასტმასის ნარჩენებთან ბრძოლის ფარგლებში, ინდონეზიის სიდიდით მეორე ქალაქ სურაბაიას ხელისუფლებამ მოსახლეობას შესთავაზა, ქალაქის ავტობუსებით პლასტმასის ბოთლების სანაცვლოდ ემგზავრათ.

მგზავრები პლასტმასის ნაგავს სპეციალურ ტერმინალებში აბარებენ ან პირდაპირ ავტობუსში იხდიან ბოთლებით. ორსაათიანი მგზავრობა მხოლოდ 10 პლასტმასის ჭიქა ან 5 ბოთლი ღირს, მათი ზომების მიხედვით.

ერთი ავტობუსი დღეში 250 კგ-მდე პლასტმასის ბოთლს, თვეში კი – 7.5 ტონას აგროვებს.

5. შვეიცარიის ქარხანა ნახშირორჟანგის გადასამუშავებლად

ციურიხში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ქარხანა, რომელიც ჰაერიდან ნახშირორჟანგს აგროვებს გადაყიდვისთვის და ენერგიას გამოიმუშავებს.

ქარხნის ვენტილატორები იწოვს ჰაერს, ფილტრავს CO2, ხოლო გამოყოფილ სითბოს მიმართავს სათბურებისკენ, მიწისქვეშა მილებით.

სათბურები კი CO2-ის ერთადერთი გამოყენება არაა. მას, აგრეთვე, იყენებენ გაზიანი სასმელების ან საწვავის დამზადებისთვის.

6. მაიონეზის საწვავად გარდაქმნის მეთოდი მიჩიგანის უნივერსიტეტისგან

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სტუდენტები მასობრივად უჩიოდნენ უცნაურ გემოს სენდვიჩებში, რომლებსაც სასადილოში ყიდდნენ. მალე გაირკვა, რომ მაიონეზი, რომელიც კერძის შიგთავსად გამოიყენებოდა, შენახვის არასწორი პირობების გამო გაფუჭდა.

მოწოდების დირექტორმა, კოულ გუდმა, დახმარებისთვის ადგილობრივ მეცნიერებს მიმართა, რომლებმაც შესთავაზეს, მაიონეზი ანაერობული დუღილის მოწყობილობაში მოათავსეს.

გაირკვა, რომ ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა: მაიონეზი, მდიდარი შაქრითა და ცხიმებით, იდეალური საკვების წყაროა მიკროორგანიზმებისთვის. შედეგად, 5000 ლ სოუსი ელექტროენერგიად აქციეს.

7. მუმბაის პლაჟის გაწმენდის შემდეგ, კუების დაბრუნება

აფროზ შახმა, მუმბაელმა ადვოკატმა, შეძლო ათასობით ადგილობრივი მაცხოვრებლის შთაგონება და დაალაგეს ვერსოვის პლაჟი, რომელიც ნაგვის ფენებში იყო ჩაფლული.

86 კვირაში, მოხალისეებმა, რომელთა შორის ამ ნაგავსაყრელის მაცხოვრებლებიც და ბოლივუდის ვარსკვლავებიც იყვნენ, პლაჟი სრულად გაწმინდეს. ამისთვის აფროზ შახი გაერომ “დედამიწის ჩემპიონის” ტიტულით დააჯილდოვა.

პლაჟის გაწმენდიდან მალევე, იქ შეამჩნიეს 80 ზღვის კუ, რომლებიც უკვე ორი ათწლეული არ ჩანდნენ ზღვაში. ადგილობრივმა ენთუზიასტებმა 13 000 ტონამდე ნაგავი აიღეს.

8. საკვები შეფუთვა

პლასტმასის რგოლები, რომლებსაც 4 ან 6 ქილა სასმლის დასამაგრებლად იყენებდნენ, ზღვის ფაუნისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო: მათში ფრინველებს ფრთები ეხვეოდათ, სელაპები იხრჩობოდნენ, პატარა ზღვის კუების ბაქნები კი დეფორმირდებოდა.

სტარტაპმა E6PR დაიწყო ამ რგოლების დამზადება მასალისგან, რომელიც არამხოლოდ 100%-ით ბიოდეგრადირებადი, არამედ თევზებისა და ცხოველების საკვებიცაა.

9. მოსკოვში ნაგვის გადაცვლა კინოსა და მუზეუმის ბილეთებში

პროექტის “ხელოვნება ეკოლოგიის გულისთვის” ფარგლებში, მოსკოვის მოსახლეობას შეუძლია დახარისხებული ნაგავი კინოს, მუზეუმის, თეატრის, კონცერტებისა და გამოფენების ბილეთებში გადაცვალოს.

ამისთვის უბრალოდ საჭიროა, გადასამუშავებლად ჩააბარონ არანაკლებ 1 კგ ალუმინი და 2 კგ მაკულატურა, შუშა ან პლასტმასი. ნაგავი უნდა ჩააბაროთ 10 პუნქტში, რომელთა მისამართებიც პროექტის საიტზეა გამოქვეყნებული.

10. ჰონგ-კონგის ტუალეტების 80%-ში ზღვის წყალის გამოყენება, დაპრესილის დასაზოგავად

ჰონგ-კონგში სასმელი წყლის დეფიციტია, ამიტომ, უკვე 150 წელია, რაც იგი ამ ქალაქს მეზობელი პროვინცია გუანდუნიდან მიეწოდება. პრობლემის გადასაწყვეტად, 1950-იან წლებში, ჰონგ-კონგში ააშენეს კანალიზაციის ცალკეული სისტემა, რომელშიც ზღვის წყალი გამოიყენება.

ეს დაზოგავს სასმელი წყლის მცირე მარაგს, თანაც, მარილიანი ჩამდინარე წყალი ნაკლებად ტოქსიკურია ზღვის ორგანიზმებისთვის, ვიდრე დაპრესილი.

თქვენ რას ფიქრობთ ამ ინოვაციებთან დაკავშირებით?