10 ყველაზე ლამაზი სახლი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მათთვის, ვისაც მარტოობა უყვარს

21-ე საუკუნეში ცხოვრება მაღალი სიჩქარით მიედინება, ჩვენ კი ძლივს ვპოულობთ დროს სულის მოსათქმელად. გასაკვირი არაა, რომ ხანდახან ძალიან გვინდება სიმშვიდე და განმარტოება. საბედნიეროდ, ჩვენს სამყაროში ჯერ კიდევ არის ადგილები, რომლებსაც ჩვენთვის მარტოობის საჭირო დონის შემოთავაზება შეუძლია. ქვემოთ წარმოდგენილია 10 ყველაზე ლამაზი და განმარტოებული სახლი დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან. ზოგიერთი მათგანი ტურისტებს იღებს კიდევაც!

მთები და სიჩუმე

სოფელი მუნარი, ინდოეთის შტატ კერალაში, ცნობილია იმით, რომ მასში უამრავი განმარტოებული ადგილია. ფოტოზე მოცემული სახლი ერთ-ერთი მათგანია.

ბრინჯის მინდვრები ვიეტნამში

ეს ლამაზი ადგილი ვიეტნამის სასოფლო რაიონშია. მარტოხელა ქოხი იმ ფერმერების საკუთრებაა, რომლებიც მუ ცან კახიში ბრინჯის მინდვრებზე მუშაობენ.

მხოლოდ შენ

ამ უჩვეულო სახლის გარშემო არავინ ჩანს? სწორედ ესაა მისი მიმზიდველობაც. თქვენ ამ სახლს პატარა ფრანგულ კუნძულზე, ილ-დე-სენ-კადოზე იპოვით.

მწვანე მონასტერი

ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მონასტერია. იგი ისლანდიაში თითქმის 130 წლის წინ აშენდა.

ჰობიტის სახლი

მარტოობა გსურთ, თუმცა რაღაც უფრო მეტიც გინდათ? ეს შენობა ნამდვილად ჰგავს სახლს, რომელიც ფილმ “ჰობიტში” გამოიყენებოდა. იგი თქვენს შვებულებას ჯადოსნურობას მიანიჭებს.

ქვიშა, კაქტუსები და სერფინგი

ეს ლამაზი, ცივილიზაციისგან დაშორებული ქოხი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია მექსიკაში.

ქოხი სოლვე

ქოხი სოლვე შვეიცარიაში, მატერხორნის მთაგრეხილზე მდებარეობს. იგი ზღვის დონიდან თითქმის 4000 მეტრზე მდებარეობს და ათამდე დამსვენებელზეა გათვლილი.

შენიღბული სახლი

ამ გასაოცარ შენობას, განლაგებულს კლდოვანი მთის ფერდობზე, ეწოდება ერემო დი სან კოლომბანო. რეალურად, ეს ჩრდილოეთი იტალიის მონასტერია, რომელსაც მონაზვნები და განდგომილები მრავალი საუკუნის მანძილზე იყენებდნენ.

ფარერის კუნძული

ეს იზოლირებული სახლი ფარერის კუნძულებზე მდებარეობს და ცნობილია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განმარტოეული სახლი.

კაცხის სვეტი (მონასტერი) 

შენობა, რომელიც დღემდე თამამად დგას კირქვის მონოლითის მწვერვალზე, დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. მონასტერი აქვე მოღვაწე ბერის, მაქსიმეს დამსახურებით აღდგა. სვეტზე ასვლა, სამწუხაროდ, აკრძალულია (გამონაკლისია მამაკაცებისთვის, სპეციალური ლოცვა-კურთხევის მიღებით).

თქვენ ისურვებდით რომელიმე მათგანში განმარტოებას?