
კუნძულის ფლობა ყველასთვის ხელმისაწვდომი ფუფუნება როდია. თუმცა, ზოგიერთ ადამიანს სხვებზე მეტად უმართლებს.
მაგალითად, საიზლენდელი ოჯახი ფლობს მსოფლიოში ყველაზე პატარა კუნძულს, რომელიც წმინდა ლავრენტის მდინარეში, ნიუ-იორკის შემოგარენში მდებარეობს.
ოჯახის წევრები მას “საკმაოდ დიდ კუნძულს” უწოდებენ ხუმრობით.
იქ ხომ საკმარისი ადგილი მხოლოდ ორი ადამიანის, ხისა და რამდენიმე ბაღის სკამისთვისაა.
მიწის ეს მონაკვეთი ჩოგბურთის კორტის ზომისაა. თუმცა, კუნძულის ნორმებს სრულად შეესაბამება.
თავისი მცირე ზომების გამო, კუნძული ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა. აქ მოდიან ადამიანები, რომლებსაც ხმაურიანი ქალაქის საზრუნავებისგან სურთ გაქცევა.
თქვენ დაისვენებდით ასეთ ადგილას? მე შემეშინდებოდა…