
ალბათ, თქვენც გქონიათ ბავშვობაში თავშესაფარი ან “შტაბბინა” ხეზე. ჩვეულებრივ, მას დაფებისა და ჯოხების გამოყენებით ვაშენებდით, ვაფარებდით მუყაოს ან ძველ ფანერებს. თუმცა, ბაბუამ, რომელიც ოცნებობდა შვილიშვილებისთვის ხეზე სახლის აშენებაზე, ჯერ კიდევ მათ დაბადებამდე, ძალიან ღრმად შეტოპა.
ჯეი გამოცდილი მენარდეა და მან ამ სახლის აშენება თითქმის 2 წლის წინ დაიწყო. როცა მასში შეიხედავთ, დაუყოვნებლივ მოგინდებათ მასში დასახლება, თუნდაც ბავშვობის ასაკიდან უკვე დიდი ხნის გამოსულები იყოთ.
ეს, დიდი ალბათობით, ყველაზე რთული სახლია ხეზე, რომელიც ოდესმე გინახავთ. მას 3 სრულყოფილი სართული აქვს.
ჯეიმ ეს დაუჯერებელი სამუშაო დამოუკიდებლად შეასრულა. ეს სამსართულიანი ხის სახლი ძალიან გამძლე კონსტრუქციასავით გამოიყურება და, ერთი შეხედვით, ყველაფერი აქვს, რაზეც ბავშვი იოცნებებს.
ჯეის შვილიშვილებს ჯეიკობი და კაილა ჰქვიათ. ჯეიკობი 5 წლისაა, ხოლო კაილა – ოთხის. მათ სახლი, რაღა თქმა უნდა, ძალიან მოსწონთ.
სახლის ზედა სართულებზე ასასვლელი კიბე არყის მორებისგანაა დამზადებული.
ამ გასაოცარი სახლის დაპროექტების დროს არც ერთი დეტალი არ გამოუტოვებიათ. ხე, თითქოს, სახლის კონსტრუქციას შეერწყა.
ყოველ სართულზე არის აივანი. ასევე, ქვემოთ ჩასასვლელად კიბეები არაა საჭირო – ამისთვის სასრიალოების გამოყენება შეიძლება.
ეს ხის სახლი, უპირობოდ, ერთადერთია თავისი ფასადითა და ინტერიერით. დიდი ალბათობით, იგი ყველაზე უფრო ახლოს დგას ჩვენი ბავშვობის ოცნების სახლთან, ვიდრე სხვა ნებისმიერი მსგავსი.
ჯეი თავისი შემოქმედებით კმაყოფილი და ამაყია. შვილიშვილები კი ბებიასთან და ბაბუასთან მოსვლას უფრო ხშირად მოისურვებენ.
თქვენ აშენებდით ხეზე სახლებს? გიოცნებიათ მაინც ამაზე?