
ბევრი გოგონა ოცნებობს ქორწილზე, და არც შეირა მუნოტი იყო გამონაკლისი. მამამისს, მაგნატმილიარდერ აჯაი მუნოტს უნდოდა, რომ მისი პატარა ქალიშვილის ოდნება ამხდარიყო. ამიტომ, მან სოლიდური თანხა გაიღო, რათა ეს დღე შეირას სამუდამოდ დამახსოვრებოდა.
აჯაი მუნოტი ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია, რომელიც ხორბლისა და ქსოვილის გაყიდვებითაა დაკავებული. იგი, ასევე, ცნობილი ფინანსური ექსპერტია.
როცა გოგონამ გაიგო, რომ მამამისმა ქორწილისთვის 122 ათასი დოლარი გამოყო, გაუკვირდა. მის გეგმებში ამხელა ღონისძიება არ შედიოდა. თუმცა, მამამ უთხრა, რომ ამ ფულს განსაკუთრებულ საქმეს მოახმარდა. მუნოტმა გადაწყვიტა, ეს ფული ინდოეთის მშობლიურ რეგიონში, ადგილობრივი უსახლკაროებისთვის ხანგრძლივი სახლების ასაშენებლად გამოეყენებინა.
მოსახლეობამ, რა თქმა უნდა, შეაქო მამაკაცის გულუხვი გადაწყვეტილება სხვა ადამიანებიც ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, და რომ მან ფული ტყუილად არ გაფლანგა. მისი ქალიშვილი და სიძეც ამაყობენ მამის საქციელით, ახალი საცხოვრებელი სახლები კი ოფიციალურად გაიხსნა. შეირამ თქვა, რომ მამის გადაწყვეტილება “ქორწილისთვის საუკეთესო საჩუქრად” მიაჩნია.
პატარა სახლების გასაღებები იმ ოჯახებმა მიიღო, რომლებიც წლების მანძილზე ცხოვრობდნენ ამ რეგიონის ნაგავსაყრელებზე. მათ, ასევე, წვდომა აქვთ ისეთ კომუნალურ მომსახურებებთან, როგორებიც ელექტრობა და წყალგაყვანილობაა.
აი, ასე იქცა ერთი წყვილის ქორწილი დღედ, როცა კიდევ 90 ოჯახი გაბედნიერდა.