
ზამთარი უკვე დადგა, მას კი, რა თქმა უნდა, საშინელი სიცივეები ახლავს. მიუხედავად იმისა, რომ პლანეტა გლობალურად თბება, ზამთარი მაინც ვერაგია და ზოგიერთი უსახლკარო ადამიანი თუ ცხოველი პირდაპირ სიკვდილამდე იყინება ქუჩაში.
მაგალითად, საფრანგეთში დარეგისტრირებულია 3000-ზე მეტი უსახლკარო, რომლებსაც თავს ზემოთ ჭერი არ გააჩნიათ. სახელმწიფო მათთვის არაფერს აკეთებს, თუმცა არსებობენ არაგულგრილი ადამიანები.
ფრანგმა ინჟინერმა, ჟოუფრუა დე რეინალმა, ენერგეტიკის მაგისტრმა, თავისი ინოვაციური იდეა სწორედ ასეთი ადამიანების დახმარებით განახორციელა და უსახლკაროთათვის შექმნა დასაკეცი სახლი – იგლუ. იგლუს დაყენება ნებისიერ ადგილას შეიძლება და იგი ერთი ადამიანისთვის ძალიან მოსახერხებელია. კონსტრუქცია პოლიეთილენის ქაფისგანაა დამზადებული, ხოლო შიგნიდან ალუმინის ფოლგის ფენებითაა დაფარული.
რამდენადაც კონსტრუქცია 2 ფენისგან შედგება, მასში ტემპერატურა 15°-ით მეტია, ვიდრე გარეთ. გარდა ამისა, ზემოდან მზის მინი-ელემენტია, რომელიც ენერგიას საღამოს განათებად გარდაქმნის.
ეს კომპაქტური, მარტივად შესაკეთებელი, უტილიზებადი და წყალგაუმტარი თავშესაფარია. გარდა ამისა, იგი სხეულის სითბოსა და მზის განათებასაც იწოვს, რათა ბუნებრივი გზით გაზარდოს ტემპერატურა შიგნით.
დე რეინალმა საკუთარი ფული ჩადო 2018 წლის ზამთარში პირველი იგლუს ასაშენებლად, შემდეგ კი დაიწყო ონლაინ-ქრაუდფანდინგის კამპანია, რომლიდანაც 20 000-მდე დოლარი მიიღო. მან თქვა, რომ იგლუს 20 პროტოტიპი დაამზადა საკუთარი რესურსებისა და ფონდით შეგროვილი ფულის გამოყენებით. 10 მათგანი ბორდოს, ხოლო კიდევ 10 – პარიზის უსახლკაროებს დაურიგა.
ახალ მოდელში გამომგონებელი გეგმავ შხაპის მოთავსებასაც, 2020 წლისთვის კი მიზნად 1000 იგლუს დამზადება აქვს დასახული. ჟოფრუა დე რეინალმა დაამტკიცა, რომ ადამიანობა დღემდე არსებობს. კარგი და ხელმისაწვდომი იდეები კი საზოგადოებას ყოველთვის მოსწონს.