იაპონიაში ეს კლდეები ღამით ლურჯდება. აი, რატომ…

იაპონიაში, ოკაიამის სანაპიროებთან ახლოს, რიყეებია, რომლებიც ღამით ლურჯდება. ფოტოების ცქერისას იფიქრებთ, რომ ეს სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის სცენაა, თუმცა, რეალურად, მანათობელი რიყეები რეალურია.

ელექტრული ცისფერი ფერი, რომელიც ქვებიდან გადმოდის, რეალურად, ასობით უწვრილესი ბიოლუმინისცენტური კრევეტებისგან ჩნდება.

ბიოლუმინისცენცია – ესაა სინათლე, რომელსაც ცოცხალი ორგანიზმი წარმოქმნის, ის კი აუცილებელია კრევეტებისთვის, მტაცებლებისგან დამალვისთვის.

ეს ფოტოები კგანეკუთვნება კრეატიული ფოტოების სერიას “მტირალი ქვები”, რომელიც ნიჭიერმა ფოტოგრაფებმა, ტრევორ ვილიამსმა და ჯონათან გალიონემ გადაიღეს.

ზღვის უნიკალური ბინადრები, რომლებსაც ზღვის მანათობლებს უწოდებენ, ზღვის თხელ წყალში, ქვიშაში ცხოვრობენ.

სულ რაღაც 3-მილიმეტრიანი ორგანიზმების მიერ გამოთავისუფლებული ცისფერი შუქი ორგანული და რბილი ჩანს, სწორედ მცირე ზომების გამო.

მიუხედავად ამისა, ეს ორგანიზმები წყალში ქმნიან ლამაზ ხაზებს, როცა ერთად გროვდებიან.

ბიოლუმინისცენტური კრევეტები კლდეებზე არ ცოცავენ, ამიტომ, გასაოცარი ფოტოების გადასაღებად, ტრევორმა და ჯონათანმა ისინი უმი ლორით ქილაში შეიტყუეს, ხოლო შემდეგ ფრთხილად განათავსეს რიყეზე.

რამდენადაც კრევეტები სინათლეს მხოლოდ მაშინ გამოყოფენ, როცა წყალში არიან, ფოტოგრაფებს მათი მორწყვაც უხდებოდათ, მთელი გადაღების პროცესში.

ეს პროცესი საკმაოდ ნნელი და დელიკატური იყო, რამდენადაც უნდა გაეთვალისწინებინათ კრევეტების უსაფრთხოებაც, მათი ქვებზე გადასმისა და წყალში დაბრუნების დროს.

თუმცა, ნუთუ მიღებული ფოტოები ამად არ ღირდა? თითქოს, ეს ფოტოები კომპიუტერულად დაამუშავეს, არადა, ეს მხოლოდ ბუნებისა და ადამიანის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.