
იტალიელებისთვის ახლა ყველაზე ცუდი დრო დადგა უძრავი ქონების გასაყიდავად, ხოლო მყიდველთათვის – ეს საუკეთესო მომენტია იტალიური სახლის შესაძენად,
იტალიის ქალაქ აბრუცოში გასაყიდად გამოიტანეს სამსართულიანი ვილა, რომლის ღირებულებაც $66-ია.
ასეთი ფასი სახლის მფლობელმა, სახელად ებოტმა დააწერა. ქონების ნამდვილი ღირებულება კი $282 ათასია.
ებოტმა გადაწყვიტა, ვილა ლოტორეის სახით გაეყიდა. მან 6000 ბილეთი გააკეთა და ნახევარი უკვე გაყიდა. ხუთი გამარჯვებული პრიზებს ელოდება.
ხუთი ადამიანი მიიღებს იტალიური ღვინითა და საკვებით სავსე კალათებს, მეორე გამარჯვებული მიიღებს $13270-ს, პირველი კი – ვილას.
-“ჩვენ ვცდილობთ, ეს სახლი უჩვეულო გზით გავყიდოთ, თუმცა მყიდველი ვერ ვიპოვეთ. ამ პერიოდში, იტალიის უძრავი ქონების ბაზარზე სიჩუმეა.” – ამბობს ებოტი.
-“ასე გადავწყვიტეთ ლოტარეის ჩატარება და ვილის გასაღების გადაცემა იღბლიანი გამარჯვებულისთვის.”
სამსართულიანი ცილა იტალიის შუასაკუნეების ქალაქ კარაპელე-კალვიზოში, აბრუცოში მდებარეობს. სახლში სამი საძინებელია. ყოველი ოთახი უნიკალურ სტილშია გაფორმებული.
სახლს რამდენიმე თავისებურება აქვს: ქვის კიბე, ტერასა, სააბაზანო ოთახი ქვის ჭერით.
ისურვებდით ასეთ სახლს იტალიაში?