
ჩერნობილი – ჩვენი პლანეტის საშინელი ტრაგედიაა. კატასტროფის გამო, ადამიანებმა მიატოვეს ყველაფერი, რაც შრომით მოიპოვეს, და წავიდნენ. თუმცა, ვიღაც მაინც დარჩა.
იუთუბის არხ Bald and Bankrupt-ის ბლოგერმა შეაღწია ჩერნობილის ზონაში, მის ბელორუსულ ნაწილში.
იგი ტერიტორიაზე უბრალოდ ძაღლთან და ფოტოაპარატთან ერთად სეირნობდა.
ჩერნობილის ზონა ახლა პოსტაკალიფტურ უდაბნოს ჰგავს: მიტოვებული სახლები, უკონტროლოდ გაზრდილი ბალახები და თითქმის არც ერთი ადამიანი.
ბლოგერმა გაიცნო 92 წლის ქალბატონი და მისი ვაჟი, რომლებმაც დაჟინებით თქვეს უარი ზონის დატოვებაზე და თავიანთ სახლში დარჩნენ საცხოვრებლად.
საუბრისას, მამაკაცმა ბლოგერს უამბო, რომ რაიონი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, მეტისმეტად რადიოაქტიური იყო.
თუმცა, ახლა რადიოაქტივობის დონემ მნიშვნელოვნად დაიწია, ადამიანები უკვე აღარ იყენებენ სპეციალურ საშუალებებს საშიშ რაიონში საცხოვრებლად.
მამაკაცმა თქვა, რომ ჩერნობილის საფრთხის შესახებ ავარიიდან მხოლოდ 3 დღის შემდეგ განაცხადეს.
თქვენ როგორ მოიქცეოდით ამ შემთხვევაში? წახვიდოდით თუ დარჩებოდით?