მოხუცმა ჩინელმა ფერმერმა ფასდაუდებელი განძი იპოვა იქ, სადაც წლების მანძილზე ინახავდა კარტოფილს

მამაკაცი დიდხანს ინახავდა კარტოფილს ძველ საწყობში, რომელიც პატარა ბორცვში იყო ჩამალული. თუმცა, იქ შემთხვევით იპოვა ისეთი რამ, რაც ინდიანა ჯონსის ყველა განძზე უფრო ძვირფასია.

ერთხელ, ფერმერი იმდენად დაიღალა რომ ზემოხსენებული საწყობის კუთხეში დასვენება გადაწყვიტა. მან შემთხვევით შენიშნა სუსტი შუქი, რომელიც ოთახის ერთ-ერთი კედლიდან გამოდიოდა.

როცა ამ შუქს მიუახლოვდა, დაინახა, რომ კედლის ოდნავ გაწევა შეიძლებოდა, იქ კი მეორე ოთახიც იპოვა, რომელშიც ვერცხლის დიდი ქანდაკება იყო.

მეორე დღეს, მან სპეციალურ სამსახურს დაურეკა, რათა აღმოჩენის სესახებ ეცნობებინა.

როცა სპეციალისტები მივიდნენ, პირველ რიგში, დაათვალიერეს ბორცვი და მასში, მეორე მხრიდან, ხის კიდევ ერთი პატარა კარი იპოვეს.

როცა ისინი “შენობაში” შევიდნენ, ეცათ საშინელი სუნი, რომელიც ხავსისა და მტვრის ნარევს მოგაგონებდათ, სუნთქვა ძალიან გაუჭირდათ.

ჯგუფმა ძებნა გააგრძელა, გადადიოდნენ ერთი ოთახიდან მეორეში, სანამ უამრავ დიდ თიხის ქოთანს არ წააწყდნენ.

ქოთნები უძველესი მონეტით გახლდათ სავსე.

ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მონეტები სუნის დინასტიის მმართველობის დროინდელი იყო და ჩვენი წელთაღრიცხვით 960-1279 წლებს მიეკუთვნებოდა.

ისტორიის კუთხით, ეს მონაპოვარი ფასდაუდებელია. ამიტომ ფერმერი დაუჯერებლად იღბლიანი ადამიანია.

თქვენ გიპოვიათ რამე ძვირფასი?