
არგენტინაში, ერთგული ძაღლი საავადმყოფოს კართან ორ კვირაზე მეტხანს იწვა და თავისი პატრონის დაბრუნებას ელოდებოდა, თუმცა არ იცოდა, რომ იგი გარდაიცვალა.
როგორც წერენ, ექვსი წლის ძაღლი, სახელად ტოტო პაბლო სორიას საავადმყოფოს კართან, არგენტინის ქალაქ სან-სალვადორ-დე-ჟუჟუიში წევს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტოტოს პატრონმა საავადმყოფოში ძაღლის მოყვანა ითხოვა, გამოსამშვიდობებლად.
თუმცა, მამაკაცის ახლობლებს ტოტოს წაყვანა დაავიწყდათ და იგი საავადმყოფოს კართან თავისი პატრონის მოლოდინით დაწვა.
ფატიმა როდრიგესმა, ცხოველთა დაცვის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრმა თქვა, რომ ისინი ტოტოსთვის ახალ პატრონს ეძებდნენ და დაამატა, რომ ადამიანს, რომელიც მას შეიფარებს, დახურული სახლი უნდა ჰქონდეს, რადგან არსებობს იმის რისკი, რომ ძაღლი გაიქცევა, ისევ დაბრუნდება საავადმყოფოში და გარდაცვლილი პატრონის ლოდინს გააგრძელებს.
ტოტო, როგორც ამბობენ, ვეტერინართან მკურნალობს და ერთ-ერთ თასზე ოპერაციას საჭიროებს. ძაღლს, ასევე, გაასტერილებენ.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ტოტო კარგად იქცევა და ძალიან მეგობრულია.
ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომელიც უკვე უსახლკარო ძაღლის მოვლას კისრულობს, ამბობს:
-“როგორც ჩანს, მას სჯერა, რომ მისი ადამიანი ოდესმე გამოვა და ბოლოს და ბოლოს წაიყვანს სახლში.”
ტოტოს პატრონის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
ლაბრადორები განთქმული არიან თავიანთი შეუპოვარი ერთგულებით და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლი-მომვლელია.
ისინი, ასევე, ხშირად გვხვდებიან საბრძოლო მოქმედებებში, დამხმარე ძაღლების სახით.
თქვენ გიყვართ ცხოველები? რას ფიქრობთ მათ ერთგულებაზე?